სიახლეები
პროფესორ რიჩარდ ალბერტის წიგნის პრეზენტაცია
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის რიჩარდ ალბერტის წიგნის - „საკონსტიტუციო ცვლილებები: როგორ იქმნება, ირღვევა და იცვლება კონსტიტუციები“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ ფარგლებში მოეწყო.
პრეზენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუშმა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: მერაბ ტურავა და გიორგი კვერენჩხილაძე, ასევე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საზაფხულო სკოლის პროექტის ხელძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე, მოწვეული სტუმრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები აშშ-სა და ევროპის ქვეყნებიდან.
ტეხასის უნივერსიტეტის მართვის და უილიამ სტემპს ფარიშის სამართლის პროფესორი რიჩარდ ალბერტი არის ათობით წიგნის ავტორი და კონსტიტუციონალიზმის მომავლის საერთაშორისო ფორუმის დამფუძნებელი თავმჯდომარე. ის ლექციებს კითხულობს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით, აქვეყნებს წიგნებსა და სტატიებს კონსტიტუციებში ცვლილებებისა და შესწორებების შეტანის საკითხების შესახებ. პროფესორ რიჩარდ ალბერტს მიღებული აქვს სამართლისა და პოლიტოლოგიის ხარისხი იელის, ოქსფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში.