სიახლეები

ს. გ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 28 ივნისს 10:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება ს. გ.-ს კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის N864) არსებითად განხილვის სხდომა.

მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმებით განსაზღვრული წესი, რომელიც პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს ანიჭებს შესაძლებლობას, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებისათვის, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი ან უარი თქვას მის გამოცემაზე. შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კანონმდებლობით და არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიციის ცალკეული თანამშრომლის კეთილსინდისიერებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი წესი მასში იწვევს დაუცველობისა და უმწეობის განცდას, ლახავს მის პატივსა და ღირსებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „შესაძლებელია“, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით