სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ბელორუსის საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით მინსკში გაემგზავრნენ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები გიორგი კვერენჩხილაძე და თამაზ ცაბუტაშვილი სამუშაო ვიზიტით მინსკში იმყოფებიან. ისინი ბელორუსის საკონსტიტუციო სასამართლოს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობენ.
ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - "თანამედროვე კონსტიტუციური განვითარება: საკონსტიტუციო კონტროლის როლი სამართლის კონსტიტუციონალიზაციის პროცესში". გიორგი კვერენჩხილაძე მოხსენებით წარსდგა კონფერენციის მონაწილეთა წინაშე და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემური მოდელის არჩევის თავისებურებებზე ისაუბრა.
საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი 31 მაისს დასრულდება.