სიახლეები

საფრანგეთის ელჩის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი დიეგო კოლასი ეწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუშმა უმასპინძლა.

სამართლის სფეროში მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, დიეგო კოლასი დაინტერესდა საკონსტიტუციო კონტროლის სიტემით საქართველოში, მისი კომპეტენციითა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკული ასპექტებით. თეიმურაზ ტუღუშმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ელჩს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცედურის და სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტების შესახებ.

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა პატივისცემა გამოხატა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მიმართ და დადებითად აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.