სიახლეები

საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის ამსახველი კრებულის პრეზენტაცია

2016 წლის 28 სექტემბერს, ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის ამსახველი კრებული გამოაქვეყნა. პუბლიკაცია აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერის სტატიას საქართველოს კონსტიტუციის ტექსტისა და კონსტიტუციური წესრიგის შესახებ. ღონისძიებაზე პუბლიკაციის შინაარსზე, განვლილ გზასა და გამოწვევებზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა ისაუბრეს.

პრეზენტაციას ესწერებოდნენ კრებულის რედაქტორები, სტატიის ავტორები, კონსტიტუციონალისტები, აღმასრულებელი, საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.