სიახლეები

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ და სსიპ საჯარო რეესტრის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 28 დეკემბერს შეწყვიტა საქმე №850 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი)  ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების  „პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ).

მოსარჩელე მხარე მოითხოვდა,  პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ვინაიდან იგი მიმართული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ.

მოსარჩელეთა განმარტებით, პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები ცხადად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციურ წესრიგს, საფრთხეს უქმნიდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც წარმოადგენდა აღნიშნული პარტიის აკრძალვის საფუძველს.

2017 წლის 12 და 19 ოქტომბრის შუამდგომლობებით, მოსარჩლეებმა უარი თქვეს  სასარჩელო მოთხოვნაზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იწევს კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის შეწყვეტას.