სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილე მიულოცა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 39 და დაბადებიდან 84 წლის იუბილე მიულოცა და მას დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა. ზაზა თავაძე უწმინდესს მისალოცად საპატრიარქოში ეწვია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის მხრივ, ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.