სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ვატიკანის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ვატიკანის წარმომადგენლებს ხვდება. დღეს, 7 დეკემბერს სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილი და სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი შეხვდნენ ვატიკანის სამოციქულო სენიატურის უზენაესი ტრიბუნალის პრეფექტს კარდინალ დომინიკ მამბერტის, რომელიც წარსულში ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და ამ რანგში 2014 წელს საქართველოსაც სტუმრობდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები დომინიკ მამბერტისთან გამართული აუდიენციის შემდეგ  წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს ატაშეს, მამა პიერო გალოს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ინსტიტუციური და სამართლებრივი ურთიერთობის საკითხები.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 10 დეკემბერს ვენეციის კომისიის 109-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით წარსდგება და ისაუბრებს საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში ჩანიშნულია შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან.