სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია, სასამართლოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. პირველი შეხვედრა იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოში შედგა, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს, თავმჯდომარის მოადგილეს ლალი ფაფიაშვილსა და სასამართლოს წევრ ირინე იმერლიშვილს უმასპინძლეს იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პაოლო გროსიმ და თავმჯდომარის მოადგილე ჯორჯო ლატანციმ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მხარეებმა ორი სასამართლოს კომპეტენციებზე, მიმდინარე პრაქტიკასა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რის წინაშეც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოები დგანან. შეხვედრის ბოლოს ზაზა თავაძემ შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

ზაზა თავაძე 9-10 დეკემბერს ვენეციის კომისიის 109-ე პლენარულ სესიას დაესწრება და სიტყვით წარსდგება, იგი ისაუბრებს საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩანიშნულია შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან.