სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა წარადგინეს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, სადაც განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საფინანსო სამსახურის ანგარიში და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის/ კანდიდატების დასახელება აღნიშნულ სხდომაზე არ მომხდარა.

ამასთანავე, დღესვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლი მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარადგინეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი: ქალბატონი ირინე იმერლიშვილი და ბატონი ზაზა თავაძე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა გაიმართება 2016 წლის 20 ოქტომბერს.