სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაარსებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 9-11 სექტემბერს მართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „კონსტიტუციური მართლმსაჯულება გარდამავალ დემოკრატიაში: კონსტიტუციური კონტროლის მიღწევები და გამოწვევები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“.

კონფერენციას გახსნიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,
ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჰერდის თორგეირსდოტირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის, საქართველოსა და ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები, საქართველოს პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია იმართება ევროკავშირის პროექტის „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით.

კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“ იმართება. კონფერენციის მუშაობა წარიმართება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.