სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა. სასამართლოს წევრები, სამართლებრივი კვლევებისა და იურიდიული დეპარტამენტის, ევროკავშრის პროექტის „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის“ წარმომადგენლები ესპანეთის ტრიბუნალში სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეებს, კაბინეტის უფროსს და ტრიბუნალის გენერალურ მდივანს შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ორი სასამართლოს სტრუქტურა და კომპეტენციები. გაიმართა დისკუსია სასამართლოების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ. ქეთევან ერემაძემ, მაია კოპალეიშვილმა და ლალი ფაფიაშვილმა ესპანეთის ტრიბუნალის პრეზიდენტის ფრანცისკო პერეზ დე ლოს კობოს თხოვნით შთაბეჭდილებების წიგნში დატოვეს ჩანაწერები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მიიღეს პირობა, რომ 2017 წელს ბათუმს აუცილებლად ეწვევა ესპანეთის დელეგაცია ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე დასასწრებლად, რომლის მასპინძელიც იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია სახალხო დამცველის ოფისსაც ეწვია. სოლედად ბერესილ ბუსტამანტემ ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე.
დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“ ფინანსური უზრუნველყოფით.