სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება №1408 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა

2020 წლის 21 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, საქმეზე „ირაკლი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1408).

მოსარჩელე სადავოდ ხდის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობას ნარკოტიკული საშუალებების – მდმა-ის და მეტამფეტამინის იმ ოდენობით შეძენა-შენახვისათვის, რომელიც აშკარად განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის.

მოსარჩელე უთითებს, რომ ასეთი მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის პირის დასჯა, ისევე როგორც, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ემსახურება მხოლოდ დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზანს, რაც ადამიანს აქცევს მიზნის მისაღწევ საშუალებად. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიჩნევს, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცული ღირსების უფლება.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.