სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია არსებითად განიხილავს საქმეს „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2019 წლის 26 ივლისს, 12 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1351).

სადავო ნორმის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. მოსარჩელის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ვერ ახერხებს სამკვიდროს მიღებას. მოსარჩელის პოზიციით მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს უნდა წარმოიშობოდეს არა მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის შედეგად, არამედ მაშინაც, როდესაც დადასტურებადია პირთა ფაქტობრივი თანაცხოვრებისა და მჭიდრო პირადი ურთიერთობის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებთან მიმართებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია და სადავო ნორმა ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.