სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია არსებითად განიხილავს საქმეს „გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1395)

25 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1395).

სადავო ნორმები განსაზღვრავს კანონით მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ამომწურავ ჩამონათვალს და მათ შორის არ მოიაზრებს გარდაცვლილი მამკვიდრებლის გერს. შესაბამისად, ჩამონათვალში არსებულ მემკვიდრეთა არარსებობის შემთხვევაში მამკვიდრებელის ქონება გადაეცემა სახელმწიფოს.

მოსარჩელე, რომელიც წარმოადგენს გადაცვლილი მამკვიდრებლის გერს მიჩნევს, რომ ირღვევა კონსტიტუციით დაცული მისი მემკვიდრეობის უფლება. იგი უთითებ, რომ დედინაცვალს/მამინაცვალს და გერს შორის, შესაძლოა, არსებობდეს ურთიერთპატივისცემასა და მზრუნველობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი ურთიერთობა. შესაბამისად, სხვა მემკვიდრეების არ არსებობის შემთხვევაში კანონი დედინაცვლის/მამანაცვლის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლებას მას უნდა ანიჭებდეს ნაცვლად ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემისა.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში.“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კოდექსის 1336-ე მუხლისა და 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.