სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები თეიმურაზ ტუღუში და მერაბ ტურავა, ყირგიზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატის თავმჯდომარის ბ-ნ ე. მამიროვის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები  თეიმურაზ ტუღუში და მერაბ ტურავა,  ყირგიზეთის  რესპუბლიკის  უზენაესი  სასამართლოს საკონსტიტუციო პალატის თავმჯდომარის ბ-ნ ე. მამიროვის მიწვევით,  ქალაქ ბიშკეკში იმყოფებოდნენ, სადაც  ამა წლის  19 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით,  მონაწილეობა მიიღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის  კონსტიტუციის 25-წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში -  "კონსტიტუციის უზენაესობა და მისი  მოქმედება: კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვის საკითხები".