სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოადგილეები საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის დელეგაციის წევრებს, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

დღეს, 5 აპრილს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოადგილეები საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის დელეგაციის წევრებს, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს  კონსტიტუციურ მართლმსაჯულების საკითხებზე საქართველოში. ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და გამოცდილება საკონსტიტუციო სასამართლოებში საქმის წარმოების შესახებ.  ყურადრება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციასა და მნიშვნელობაზე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში გერმანული ფონდის (IRZ)  ორგანიზებით გაიმართა. საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის დელეგაციამ ორ დღიანი სამუშაო ვიზიტი დღეს დაასრულა.  ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები გაიმართა უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში.

დელეგაციის წევრები გაეცნენ საქართველოში  მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და ცვლილებების პროცესს.