სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს წევრი თამაზ ცაბუტაშვილი სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს წევრი თამაზ ცაბუტაშვილი სამხრეთ აფრიკაში ესწრებიან აფრიკის კონსტიტუციური მართლმსაჯულების კონგრესს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის თემაზე.
კონგრესის გახსნაზე ზაზა თავაძე სიტყვით გამოვიდა როგორც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარე და ისაუბრა სასამართლო ხელისუფლების განხორციელების პროცესში მოსამართლეთა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც თითოეულ მათგანს აკისრია საკუთარ ქვეყნებში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. “კანონის უზენაესობის რეალიზება შეუძლებელია დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. მიუკერძოებელი სასამართლო გადამწყვეტია დემოკრატიულ და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოსთვის, რაც თავისთავად განაპირობებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ“ - აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო.
კონფერენცია „სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის უზუნველყოფა“ კეიპტაუნში მიმდინარეობს და იგი 26 აპრილს დასრულდება.