სიახლეები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და თავმჯდომარის მოადგილეებმა თეიმურაზ ტუღუშმა და ვასილ როინიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველს იურიდიულ საკითხებში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელს ლენა ოუენსს უმასპინძლეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში ნატა წნორიაშვილი.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემის, კონსტიტუციური კონტროლის მოდელის შესახებ საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებსა და სამართალწარმოების საკითხებზე. ამასთანავე, განხილული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები.