სიახლეები

შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის თავმჯდომარეობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გადაიბ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ზაზა თავაძის ხელმძღვანელობით ქალაქ ხარკოვში იმყოფება, სადაც მონაწილეობს შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მე-2 კონგრესში, რომელსაც უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო მასპინძლობს.

კონგრესის მონაწილეებს სიტყვით ზაზა თავაძე მიესალმა და ისაუბრა კონსტიტუციური მართლმსაჯულების საერთაშორისო ასპექტებზე, კერძოდ კი საერთაშორისო სამართლის სტანდარტების გამოყენებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაცია 2015 წელს დაარსდა და ის აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოებს. მიმდინარე კონგრესზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მომდევნო ერთი წლით გადაიბარებს ასოციაციის თავმჯდომარეობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში, სასამართლოს წევრი თამაზ ცაბუტაშვილი და სასამართლოს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ირინა ხახუტაიშვილი.