სიახლეები

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულთან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულთან ქ.ბათუმში რიზა ქააღან ილმაზთან. 

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები და აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გენერალურ კონსულს წარმატებები უსურვა სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში.