სიახლეები
შეხვედრა მსოფლიო იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ შეხვედრა გამართა მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (WJA) აღმასრულებელ დირექტორთან და მსოფლიო სამართლის ორგანიზაციის (WLF) საერთაშორისო და ინსტიტუციური განვითარების ხელმძღვანელთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ორგანიზაციების საქმიანობის მიმართულებები და საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
მსოფლიო იურისტთა ასოციაცია და მსოფლიო სამართლის ორგანიზაცია წარმოადგენენ საერთაშორისო პლატფორმას, რომელთა მიზანია სამართლის უზენაესობის მხარდაჭერა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფა. გაერთიანების წევრები არიან: მოსამართლეები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პრაქტიკოსი იურისტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
შეხვედრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) ორგანიზებით შედგა.