სიახლეები
2017 წლის 23 მარტს, 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის გიორგი ქართველიშვილის კონსტიტუციურ სარჩელს N703
2017 წლის23 მარტს, 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის გიორგი ქართველიშვილის კონსტიტუციურ სარჩელს N703.
მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება ბუნდოვანია, ვინაიდან ის იძლევა ნორმის იმგვარი განმარტების შესაძლებლობას, რომლითაც დასჯადი იქნება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის არაერთგზის ჩადენაც. მოსარჩელის მტკიცებით, ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ აკრძალვას პირის მიმართ არაჰუმანური სასჯელის გამოყენებაზე, ვინაიდან სადავო ნორმით დაწესებული სასჯელი არაპროპორციული და არათანაზომიერია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან მიმართებით.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლებისაღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“), იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.