სიახლეები

ხვალ 7 აპრილს, 10:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას N717

ხვალ 7 აპრილს, 10:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას N717 (მოსარჩელე - მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი, მარინა გლოველი; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი) 

აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესი, რომელიც არ ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას, და ასევე არ ადგენს მოსამართლედ  განწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.