საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - 1 (2020) - სპეციალური გამოცემა
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - 1 (2020) - სპეციალური გამოცემა
გამოცემის თარიღი: 15 ივნისი, 2020
ავტორი: ბრიუს აკერმანი
აბსტრაქტი
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტმა მსოფლიო შეძრა, მან დაცულობისა და უსაფრთხოების გაგება არსებითად შეცვალა. ძალიან მალე ჩვენი ცხოვრებაც შეიცვალა, როდესაც მთავრობებმა ამ საშიშროების საპასუხოდ მსგავსი შეტევების პრევენციის მიზნით სხვადასხვა უფლების შეზღუდვები დააწესეს. იმ დროს მნიშვნელოვანი დისკუსიის საგანი იყო როგორ გავუმკლავდეთ საგანგებო სიტუაციებს. ეს ნაშრომი ძალიან მნიშვნელოვან კითხვას სვამს - რა მოხდება, როდესაც შემდეგი შეტევის წინაშე აღმოვჩნდებით და როგორი იქნება იგი. ცხრამეტი წლის შემდეგ ჩვენ სრულიად განსხვავებული საფრთხის წინაშე დავდექით - საზოგადოებრივი ჯანმრთელობა უპრეცენდენტო შეტევის ქვეშაა, თუმცა 9/11-ის შემდგომ დაწყებული დისკუსია, დღესაც მნიშვნელოვანი საწყისი წერტილია. წინამდებარე სტატია, რომელიც 2003 წელს გამოქვეყნდა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და განხილვადი ნაშრომია საგანგებო მგომარეობის თემაზე, როდესაც ფასდება ასეთი მდგომარეობის ფარგლები და პერსპექტივები
ნაშრომი: საგანგებო კონსტიტუცია
გვერდები: 9-77
შენიშვნა: ხელახლა გამოქვეყნებულია: Bruce Ackerman და The Yale Law Journal Company ნებართვით. თავდაპირველად გამოქვეყნდა Yale Law Journal, Volume 113, Issue 5, March 2004, Pages 1029-1091. თარგმანი: Yale Law Journal და ავტორი არ არიან პასუხისმგებელი წიგნი ან რაიმე სახით ანგარიშვალდებული თარგმანის სიზუსტეზე, ამ ხელახალი გამოცემის თარგმანში ნებისმიერ უზუსტობაზე, გამოტოვებაზე ან შეცდომაზე, ან აქედან წარმოშობილ შედეგებზე შესაბამისად, პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი. ამ სტატიაზე არ ვრცელდება ამ ჟურნალის Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზია. ეს სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribute Non-Commercial ShareAlike 3.0 (CC-BY-NC-SA 3.0) ლიცენზიის პირობებით (http://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/3.0), რომელიც იძლევა კოპირების, დისტრიბუციის და გადაცემის უფლებას, ასევე გადაწყობის და ადაპტირების უფლებას, დათქმით, რომ ეს ხდება მხოლოდ არაკომერციული მიზნებით, ნაშრომის ორიგინალი შესაბამისად არის ციტირებული და გავრცელება ხდება იდენტური ლიცენზიით.
ავტორი: ერიკ. ა. პოზნერი
აბსტრაქტი
მინდობის თეზისი (deference thesis) გულისხმობს, რომ კონგრესმა და სასამართლომ აღმასრულებელს უნდა მიანდოს პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეროვნული საგანგებო მდგომარეობების დროს. ამ თეორიის კრიტიკა ანალოგიად იყენებს გადაუდებელი დახმარების სამედიცინო პროტოკოლს იმის დასამტკიცებლად, რომ საგანგებო მდგომარეობა მოითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლების შეკავების მექანიზმების შექმნას, ნაცვლად მასთან დათმობაზე წასვლისა. თუმცა ეს კრიტიკა სწორად ვერ აღიქვამს კომპრომისს წესებსა და სტანდარტებს შორის. წინამდებარე ნაშრომი წარმოიშვა მინდობის თეზისისა და მისი კრიტიკის ანალიზის შედეგად და მოხდა მისი შესწორება, რათა ასევე გავრცელებულიყო თეზისთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებზე და იმაზე, თუ როგორაა წესები და სტანდარტები რელევანტური ეროვნული საგანგებო მდგომარეობისთვის. მასში განხილულია, თუ როგორ და როდის შეიძლება იმ წესების განვითარება და გამოყენება, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს ვრცელდება.
ნაშრომი: აშშ-ში აღმასრულებლისადმი მინდობა 11 სექტემბრის შემდეგ
გვერდები: 79-94
შენიშვნა: ხელახლა გამოქვეყნებულია: Eric Posner, Deference to the Executive in the United States after September 11: Congress, the Courts, and the Office of Legal Counsel, თავდაპირველად გამოქვეყნდა: 35 Harvard Journal of Law and Public Policy 213 (2012). Pages 213-244, https://www.harvard-jlpp.com/vols-35-39/. ხელახლა ქვეყნდება ავტორის და გამომცემლობის ნებართვით. თარგმანი: Columbia Law School, წიგნი და ავტორი არ არიან პასუხისმგებელი ან რაიმე სახით ანგარიშვალდებული თარგმანის სიზუსტეზე, ამ ხელახალი გამოცემის თარგმანში ნებისმიერ უზუსტობაზე, გამოტოვებაზე ან შეცდომაზე, ან აქედან წარმოშობილ შედეგებზე შესაბამისად, პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი. ამ სტატიაზე არ ვრცელდება ამ ჟურნალის Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზია. ეს სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribute Non-Commercial ShareAlike 3.0 ლიცენზიის პირობებით (http://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/3.0), რომელიც იძლევა კოპირების, დისტრიბუციის და გადაცემის უფლებას, ასევე გადაწყობის და ადაპტირების უფლებას, დათქმით, რომ ეს ხდება მხოლოდ არაკომერციული მიზნებით, ნაშრომის ორიგინალი შესაბამისად არის ციტირებული და გავრცელება ხდება იდენტური ლიცენზიით. ჟურნალი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროფესორ პოზნერს ნებართვის მონიჭებისათვის.
ავტორი: ბრიუს აკერმანი
აბსტრაქტი
პრეზიდენტის თანამდებობისთვის საომარი და საგანგებო მდგომარეობებზე საუბარი მიმზიდველია. აშშ-ის მიერ წარმოებული „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“ ნათლად აჩვენებს რა საფრთხეების შემცველია ერთპიროვნული ძალაუფლება. მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომ ტერორისტულ თავდასხმებს შედეგად არ მოჰყოლია ათასობით ადამიანის სიკვდილი, თავდამსხმელებს ესმოდათ, როგორ მუშაობს მედია და თავდასხმებისთვის ცენტრალურ ლოკაციებს არჩევდნენ. მიუხედავად მსხვერპლის სიმცირისა, ეს ინციდენტები საკმარისი იყო ბრიტანეთსა და საფრანგეთში დრაკონული კანონების მისაღებად. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა ფართომასშტაბიანი სიკვდილიანობის საფრთხის წინაშე. პრეზიდენტები რეგულარულად აცხადებენ საგანგებო მდგომარეობას უცხო ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ. 2020 წლის გლობალურმა პანდემიამ ეს წარმოდგენა რეალობად აქცია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები აქტიურად იყენებენ საგანგებო უფლებამოსილებებს. ბრიუს აკერმანის წინამდებარე ესსე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამართლებრივი მეცნიერის, კას სანსტინის ბოლო წლების ავტორიტეტული წიგნიდან არის მოცემული წარმოადგენს მოსაზრებას იმაზე, თუ რა არის საჭირო აშშ-ის პრეზიდენტის მსგავსი ძალაუფლების შემაკავებლად, რამდენად საკმარისია ამისათვის მხოლოდ სასამართლო და რა როლი აქვს პოლიტიკურ შტოებს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული სისტემის შექმნაში
ნაშრომი: საგანგებო მდგომარეობები
გვერდები: 95-102
შენიშვნა: ხელახლა გამოქვეყნებულია: Bruce Ackerman, States of Emergency. თავდაპირველად გამოქვეყნდა Sunstein, Cass R, “Can It Happen Here?: Authoritarianism in America” (HarperCollins Publishers 2018), ISBN: 9780062696199. ქვეყნდება ესსეს და წიგნის ავტორების ნებართვით. თარგმანი: ავტორი, წიგნი და გამომცემლობა არ არიან პასუხისმგებელი ან რაიმე სახით ანგარიშვალდებული თარგმანის სიზუსტეზე, ამ ხელახალი გამოცემის თარგმანში ნებისმიერ უზუსტობაზე, გამოტოვებაზე ან შეცდომაზე ან აქედან წარმოშობილ შედეგებზე შესაბამისად, პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი. ამ სტატიაზე არ ვრცელდება ამ ჟურნალის Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზია. ეს სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribute Non-Commercial ShareAlike 3.0 ლიცენზიის პირობებით (http://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/3.0), რომელიც იძლევა კოპირების, დისტრიბუციის და გადაცემის უფლებას, ასევე გადაწყობის და ადაპტირების უფლებას, დათქმით, რომ ეს ხდება მხოლოდ არაკომერციული მიზნებით, ნაშრომის ორიგინალი, შესაბამისად, არის ციტირებული და გავრცელება ხდება იდენტური ლიცენზიით. ჟურნალი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროფესორ აკერმანს და პროფესორ სანსტინს ნებართვის მონიჭებისათვის.
ავტორი: კლარისა ლონგი
აბსტრაქტი
2020 წლის დასაწყისმა მსოფლიო მოულოდნელი მიმართულებით შეცვალა, COVID-19-ის გლობალურმა პანდემიამ ცხოვრების ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა. ამან, ამავდროულად, შექმნა უპრეცენდენტო შესაძლებლობა, თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის გაფართოება გაემართლებინათ მთავრობებს. წინამდებარე ესსე, რომელიც პირველად კოლუმბიის სამართლის სკოლის სამეცნიერო არქივის საფაკულტეტო გამოცემების მიერ გამოქვეყნდა, მონაცემთა შეგროვების ორ სახესხვაობას განიხილავს - არაანონიმიზირებული ლოკაციის მონაცემების და ადამიანების ჯანმრთელობასა და იმუნიტეტთან დაკავშირებული არაანონიმიზირებული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მონაცემების მასობრივი შეგროვება ხელისუფლების მიერ. ერთ-ერთი ან ორივე პრაქტიკა რამდენიმე ქვეყანამ უკვე დანერგა და მნიშვნელოვანია მათი სამართლებრივი პერსპექტივით შეფასება. საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ვირუსით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის მქონე პირების დასადგენად ტექნოლოგიებს იყენებს, შესაბამისად, შედარებითი ანალიზი ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ასევე გლობალური თვალსაზრისით.
ნაშრომი: პირადი ინფორმაცია და პანდემია
გვერდები: 103-111
შენიშვნა: ხელახლა გამოქვეყნებულია: Clarisa Long, Privacy and Pandemics, თავდაპირველად გამოქვეყნდა Pistor, Katharina, “Law in the Time of COVID-19” (2020), წიგნი, 240. https://scholarship.lawcolumbia.edu/books/240. ქვეყნდება ავტორის ნებართვით. თარგმანი: Columbia Law School, წიგნი და ავტორი არ არიან პასუხისმგებელი ან რაიმე სახით ანგარიშვალდებული თარგმანის სიზუსტეზე, ამ ხელახალი გამოცემის თარგმანში ნებისმიერ უზუსტობაზე, გამოტოვებაზე ან შეცდომაზე ან აქედან წარმოშობილ შედეგებზე შესაბამისად, პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი. ამ სტატიაზე არ ვრცელდება ამ ჟურნალის Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზია. ეს სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribute Non-Commercial ShareAlike 3.0 ლიცენზიის პირობებით (http://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/3.0), რომელიც იძლევა კოპირების, დისტრიბუციის და გადაცემის უფლებას, ასევე გადაწყობის და ადაპტირების უფლებას, დათქმით, რომ ეს ხდება მხოლოდ არაკომერციული მიზნებით, ნაშრომის ორიგინალი, შესაბამისად, არის ციტირებული და გავრცელება ხდება იდენტური ლიცენზიით. ჟურნალი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროფესორ ლონგს ნებართვის მონიჭებისათვის.
ავტორი: ნოდარ ხერხეულიძე
აბსტრაქტი
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი საქართველოს კონსტიტუციის და, ზოგადად, სახელმწიფოს მოწყობის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. იგი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ხელისუფლება. ამ პრინციპში განსაკუთრებულია ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილება, რაც მათ შორის ბალანსს ქმნის და უზრუნველყოფს ხალხის ძალაუფლების ხელისუფლების მიერ დემოკრატიულად, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში განხორციელებას. ამასთანავე, არსებობს შემთხვევები, როდესაც ბუნებრივად შეუძლებელია აღნიშნული ბალანსის დაცვა. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს ენიჭება ძალაუფლება, გამოსცეს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტები, რითაც პრეზიდენტი, გარკვეულწილად, ანაცვლებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. ნაშრომი ეხება სწორედ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში (საქართველოს მაგალითზე) ნორმაშემოქმედებით საქმიანობას და მის მიმართებას სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან, კერძოდ, მასში განხილულია, თუ რამდენად შეუძლია დეკრეტს სრულად ჩაანაცვლოს კანონი და რა ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული მისი შინაარსი; რა სტანდარტები იხევს უკან და რა წესები უნდა იქნეს უცვლელად დაცული ნორმაშემოქმედებისას; შესაძლებელია თუ არა დეკრეტის საფუძველზე პასუხისმგებლობის განსაზღვრა და დაკისრება; შესაძლებელია თუ არა დეკრეტით უფლებამოსილებების საქართველოს მთავრობის დელეგირება.
გვერდები: 113-131
ავტორი: თამარ ხავთასი
აბსტრაქტი
გავრცელებული პანდემიის ფარგლებში ყურადღების ცენტრში მოექცა ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხი. ვითარების ნორმალიზაციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეიზღუდა ისეთი უფლებები, როგორებიცაა ადამიანის თავისუფლება, მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება და სხვა. თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ, მიუხედავად საგანგებო ვითარებისა, ძირითად უფლებებში ჩარევა არ გასცდეს კონსტიტუციურ ფარგლებს და არათანაზომიერად არ დაირღვეს ცალკეული ინდივიდის უფლებები.
საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს როგორც საკუთრების უფლების შეზღუდვის, ასევე საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში. ბუნებრივია, თითოეულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე უნდა მიიღებოდეს ისე, რომ შენარჩუნდეს საკუთრების უფლების არსი. განხილვის საგანს წარმოადგენს, აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნულ კრიტერიუმებს პანდემიის ფარგლებში შემუშავებული რეგულაციები საკუთრების უფლების შეზღუდვის თაობაზე.
ნაშრომი: საკუთრების უფლება საგანგებო მდგომარეობის დროს
გვერდები: 133-148
ავტორი: ანა ჯაბაური
აბსტრაქტი
21-ე საუკუნის დასაწყისიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების სამართლებრივმა შედეგებმა დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იყო იმით, რომ ამ ზომას მრავალმა სახელმწიფომ მიმართა, ჯერ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო ბოლო დროს ახალ პანდემიასთან - COVID-19-თან გასამკლავებლად. თუმცა საგანგებო მდგომარეობა ახალი საკითხი არ არის და მას საკმაოდ ფართო ლიტერატურა ეძღვნება ძირითადი უფლებებიდან და თავისუფლებიდან დეროგაციის საკითხთან ერთად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, ასევე კონსტიტუციური სამართლის გადმოსახედიდან.
წინამდებარე სტატია განიხილავს საგანგებო მდგომარეობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებებიდან დეროგაციის საკითხის კონსტიტუციურსამართლევრივ ასპექტებს. მისი მიზანია იმ პრობლემების ჩვენება, რომლებიც შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის დროს წარმოიშვას. იგი წარმოაჩენს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე, ასევე, რომ საჭიროა მკაცრი კონსტიტუციურსამართლებრივი ჩარჩოს არსებობა რათა თავიდან იქნეს აცილებული საგამონაკლისო დებულებების გავრცელება სამართლებრივ სისტემაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს საგამონაკლისო მდგომარეობის ნორმალიზაცია.
ნაშრომი: საგანგებო მდგომარეობა: მოკლე გზა ავტორიტარიზმამდე
გვერდები: 149-177
ავტორი: გიორგი მელიქიძე, ნანა უზნაძე
აბსტრაქტი
2020 წლის დასაწყისიდან მსოფლიომ ახალ რეალობაში გაიღვიძა: პანდემიის საფრთხის გამო დღეს ქვეყნების უმრავლესობა იძულებულია, ცხოვრების ჩვეული რიტმი შეცვალოს და საგანგებო რეჟიმის მკაცრ პირობებს დაუქვემდებაროს. თავის მხრივ, საგანგებო მდგომარეობის მექანიზმის პრაქტიკაში ასე მასობრივად ამოქმედებამ დღის წესრიგში დააყენა ამ ინსტიტუტის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შეფასების აუცილებლობა, მათ შორის, საქართველოშიც. როგორც კვლევიდან გამოიკვეთა, ბუნებრივია, მმართველობის სხვადასხვა ფორმის პირობებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თავისებურებებით ხასიათდება, იქნება ეს სუბიექტების განსხვავებული ფორმით მონაწილეობა თუ ფუნქციების გადანაწილებაში სხვაობა, თუმცა ყველა ეტაპზე პარლამენტის როგორც მაკონტროლებელი ორგანოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია. წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებული იქნება საგანგებო მდგომარეობა სწორედ საპარლამენტო პერსპექტივიდან: შეფასდება საკანონმდებლო ორგანოს როლი ამ პროცესში და ის საფრთხეები, რომლებიც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დროს სახელისუფლებო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში შეიძლება წარმოიშვას.
ნაშრომი: პარლამენტი საგანგებო რეჟიმის დროს
გვერდები: 179-200