საზაფხულო სკოლა - „სამართლიანი სასამართლოს უფლება: მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინსტიტუციური გარანტიები“ - დახურვის ცერემონია
საზაფხულო სკოლა - „სამართლიანი სასამართლოს უფლება: მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინსტიტუციური გარანტიები“ - დახურვის ცერემონია
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ვოშბორნის უნივერსიტეტის (აშშ) ერთობლივი საზაფხულო სკოლის - „სამართლიანი სასამართლოს უფლება: მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინსტიტუციური გარანტიები“ - დახურვის ცერემონიაში. ღონისძიება ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონში" გაიმართა.
სკოლის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა რევაზ ხოფერიამ და, ასევე, საზაფხულო სკოლის ლექტორებმა.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსობრივი ასპექტები, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინსტიტუციური და პერსონალური გარანტიები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში, ასევე, ჯეროვანი პროცესის გარანტიები და ნაფიცი მსაჯულების სამართალწარმოება ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკაში. სკოლის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.
საზაფხულო სკოლა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტთან თანამშრომლობით წელს მეხუთედ გაიმართა, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG).