ჟურნალი
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი წარმოადგენს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად გამოცემას, რომელიც მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სამართლის დარგში არსებულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობას. ჟურნალი ღიად ხელმისაწვდომია და მასში გამოქვეყნებული ნაშრომები ექვემდებარება Creative Commons ლიცენზიას. ჟურნალის ძირითადი ნაწილი ქვეყნდება Creative Commons BY 2.0 ლიცენზიით, რომლის პირობები მოცემულია ბმულზე: https://creativecommons.org/licenses/by/2.0/legalcode
ჟურნალში წარმოდგენილი ნაშრომები ექვემდებარება სარედაქციო საბჭოს მიერ შემოწმებას ან/და ღია რეცენზიას, რა შემთხვევაშიც ავტორისა და რეცენზენტის ვინაობა ცნობილია ერთმანეთისთვის რეცენზირების ან გამოქვეყნების ეტაპზე.