მოქმედი მოსამართლეები
გოგა კიკილაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრიდაიბადა 1989 წლის 1 სექტემბერს ქ. თბილისში.
2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2012 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით.
2013-2017 წლებში დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა.
2014 წელს გაიარა სასწავლო კურსი „სამართლებრივი დიალოგი სამართლებრივი ტრანსფორმაციისთვის“ ჰერთის მმართველობის სკოლაში (გერმანია).
2015 წელს გაიარა მალმოს უნივერსიტეტში სასწავლო კურსი „საჯარო მმართველობა და დემოკრატია“ (შვედეთი).
2019 წელს გაიარა კურსი „მდგრადი ელექტრონული მმართველობა მოქნილი და ინოვაციური დემოკრატიული საჯარო მმართველობისთვის“ ლინშოპინგის უნივერსიტეტში (შვედეთი).
2012-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მრჩეველი.
2015 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2018-2022 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2018 წლიდან დღემდე არის ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2019-2023 წლებში იყო დირექტორი იურიდიულ ფირმაში „კიკილაშვილი და კომპანია“.
2019-2023 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ადვოკატი.
2019-2024 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2024 წლიდან დღემდე არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი.
2020-2023 წლებში იყო კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი.
2022 წლიდან დღემდე არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი.
2020-2023 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2020-2023 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.
2023-2026 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
2025-2026 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.
2025 წლიდან დღემდე არის სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი.
2022 წელს (ივნისი-ნოემბერი) რუსთაველი-DAAD ერთობლივი პოსტ-სადოქტორო პროგრამის ფარგლებში იყო რეგენსბურგის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი (რეგენსბურგი, გერმანია).
2023 წელს (ივნისი-სექტემბერი) იყო ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი ევროკავშირის სტიპენდიები ქართველ მკვლევართათვის საგრანტო კონკურსის ფარგლებში (ფრანქფურტი ოდერზე, გერმანია).
2023 წელს (სექტემბერი-ნოემბერი) რუსთაველი-DAAD ერთობლივი პოსტ-სადოქტორო პროგრამის ფარგლებში იყო რეგენსბურგის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი (რეგენსბურგი, გერმანია).
2023 (დეკემბერი) – 2024 (იანვარი) წლებში DAAD-ის კვლევითი ვიზიტები უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის სტიპენდიით იყო რეგენსბურგის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი (რეგენსბურგი, გერმანია).
2024 (დეკემბერი) - 2025 (იანვარი) წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში იყო ,,დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შესახებ სამართლებრივი წიგნიერების გაძლიერების პროექტის” აკადემიური ხელმძღვანელი და მკვლევარი.
2025 წელს (მაისი) Erasmus + პერსონალის მობილობის პროგრამით სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა კამპანიას ლუიჯი ვალვიტელის უნივერსიტეტში (კასერტა, იტალია)
2025 წელს (სექტემბერი-ნოემბერი) რუსთაველი-DAAD ერთობლივი პოსტ-სადოქტორო პროგრამის ფარგლებში იყო რეგენსბურგის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი (რეგენსბურგი, გერმანია).
არის ორმოცამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი/თანაავტორი ქართულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის: 5 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო, 2 კომენტარები, 2 სასწავლო მასალების კრებული.
2026 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის №235 ბრძანებულების საფუძველზე დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 5 ოქტომბრიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.