მოქმედი მოსამართლეები
გიორგი თევდორაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანიდაიბადა 1977 წლის 28 სექტემბერს ქ. თბილისში.
წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1999 წ.), სპეციალობით სამართალმცოდნეობა.
1999–2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით.
1999–2000 წლებში ეკავა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა.
2000–2004 წლებში მუშაობდა ქართულ–ბრიტანული ერთობლივი საწარმოს შპს „მერფი–ჯორჯიას“ იურისტად.
2003 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (Ph.D).
2004–2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე.
2006–2008 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური ჯგუფის მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე.
2006–2011 წლებში კითხულობდა ლექციებს კავკასიის სამართლის სკოლაში საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით.
2008–2012 წლებში ეკავა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის იურიდიული, მეთოდოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობა.
2012 წლიდან - 2021 წლამდე ეკავა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა და იყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (MONEYVAL) კომიტეტში.
2003 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, არის სამართლის დოქტორი, იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის ასოცირებული პროფესორი და სადისერტაციო საბჭოს წევრი. მიჰყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე
საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის რეცენზენტი, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოების თანაავტორი.
2021 წლის 13 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის N287 ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, ამავე წლის 5 აგვისტოს, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
2021 წლის 1 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.