მოქმედი მოსამართლეები
ირინე იმერლიშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრიდაიბადა 1971 წლის 29 იანვარს ქ. თბილისში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (2002 წ.), სპეციალობით სამართალმცოდნეობა.
1993-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე: სხდომების მომზადებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; საორგანიზაციო დეპარტამენტის დარბაზის სამსახურის უფროსი; საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი; პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში.
1994-1995 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.
2000-2003 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს უფროსი, იუსტიციის სამინისტროს
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2003 წელს პრეზიდენტის განკარგულებით მინიჭებული აქვს სპეციალური სახელმწიფო
წოდება - იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
2012–2013 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს წევრი; პარლამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი; ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და უმრავლესობის წევრი; 36 კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი.
2012-2013 წლებში იყო "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/106, 13.06.2013), საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ "საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა (№07-3/107, 13.06.2013) და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ "საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/108, 13.06.2013) გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2012-2013 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი.
2013-2017 წლებში - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის GAU (სამართლის სკოლის) დოქტორანტი.
2013-2016 წლებში გახლდათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, ეროვნული უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი.
2016 წლის 12 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის № 230 ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ამავე წლის 2 ოქტომბერს, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
2019 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
არის კავკასიის სამართლის სკოლისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კითხულობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას და საკონსტიტუციო სამართალს.
2023 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.