სს "გლდანი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1551 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | სს "გლდანი" |
თარიღი | 26 ნოემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი გადახდისუუნარობისსაქმის წარმოების შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის (№4522–Iს) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი პირველი წინადადება. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. |
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის (№4522–Iს) მე-6 მუხლის მეოთხე პუნქტი ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება მოვალეზე, როდესაც იგი ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მოითხოვს გაკოტრებას. |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-11-ე მუხლის პირველი პუნქტი. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს სს გლდანის კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძვლები:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გააჩნია ნებისმიერ პირს;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები.
კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას ხელყოფს საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ (№4522–Iს) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი (გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარ). თან კანონი არის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, ანუ ივარაუდება, რომ განმცხადებელი მოვალე გადახდისუუნაროა.
საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ მეექვსე მუხლის მეოთხე ნაწილი გადახდისუუნარო მხარეს ართმევს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების უფლებას მოვალეს, თუ მას არა აქვს 5000 ლარი და აიძულებს, მოითხოვოს გაკოტრება და ამოაგდოს პროცესიდან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ეტაპი. აღნიშნული ხელყოფს როგორც კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ასევე ხელყოფს კონსტიტუციის მე-11-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.
სს გლდანმა მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით, თუმცა სასამართლო ხელყოფს სს გლდანის უფლებებს და საქმიდან ამოაგდებს გადახდისუუნარობის პროცედურებს და მიმართავს საქმეს აპრიორი გაკოტრებისაგენ და ართმევს მოვალეს არამარტო შესაძლო რეაბილიტაციის უფლებას, არამედ უფლებას წარმოადგინოს თავისი საწარმო და იდავოს დავალიანებების ოდენობაზე.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის შესაბამისად კრედიტორთა პირველ კრებაზე უნდა იქნეს არჩეული მომწიგებელი საბჭო, ხოლო მომრიგებელი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის; ბ) რეაბილიტაციის საქმის წარმოების გახსნის; გ) გადახდისუუნარობის საქმის შეწყვეტის შესახებ.
მომრიგებელი საბჭოს დანიშვნა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცედურები ახორციელებს ყველა იმ საშუალებას, რაც მოცემულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის პირველ მუხლში და რაც წარმოადგენს კანონის მიზანს.
ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ხოლო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის მეექვსე მუხლის პრველი და მეოთხე ნაწილი ავტომატურად გამორიცხავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის პირველ მუხლის პირველ ნაწილს (ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება), აპრიორი ადგენს რომ ეს შეუძლებელია (მიუხედავად იმისა, რომ მოვალეს გააჩნია უძრავი ქონება) და პირდაპირ იწყებს გაკოტრების პროცედურებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „იედამსკი და იედამსკა პოლონეთის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ წარმოადგენს აბსოლიტურ უფლებას, შესაბამისად სახელმწიფოს უფლება აქვს დაადგინოს შეზღუდვები სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შეზღუდვების ამა თუ იმ კონკრეტული გზით არ მოხდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების არსის ხელყოფა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ვერ იქნება შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან, თუ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და შეზღუდვების განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს შორის არ იქნება დაცული სამართლიანი ბალანსი. სასამართლომ აღნიშნულ საქმეში ასევე მიუთითა, რომ ბაჟის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს კონკრეტული საქმის გარემოებები, მხარის გადახდისუნარიანობა და სასამართლო წარმოების ეტაპი.
სს გლდანი გადახდისუუნაროა, ხოლო კანონი მას ართმევს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას 5000 ლარის გადაუხდელობის გამო და იმის გამო, რომ მას არ გააჩნია 5000 ლარი, ახდენს მის დისკრიმინაციას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი