ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1563 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ზაური შერმაზანაშვილი |
თარიღი | 5 თებერვალი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრი და უკანა სავარძელზე მგზავრები არ სხედან. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
2. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მისი ნათესავი ან ნაცნობი მგზავრი და უკანა სავარძელზე მგზავრები არ სხედან. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
3. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მისი ოჯახის წევრი მგზავრი და უკანა სავარძელზე მგზავრები არ სხედან. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
4. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრი და უკანა სავარძელზე ზის ერთი მგზავრი და ავტომანქანაში ზის 3 მგზავრი მძღოლის ჩათვლით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
5. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მისი ნათესავი ან ნაცნობი მგზავრი და უკანა სავარძელზე ზის ერთი მისი ნათესავი ან ნაცნობი მგზავრი და ავტომანქანაში ზის 3 მგზავრი მძღოლის ჩათვლით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
6. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მისი ოჯახის წევრი მგზავრი და უკანა სავარძელზე ზის ერთი მისი ოჯახის წევრი მგზავრი და ავტომანქანაში ზის 3 მგზავრი მძღოლის ჩათვლით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
7. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მისი ოჯახის წევრი მგზავრი და უკანა სავარძელზე ზის ერთი მისი ნათესავი ან ნაცნობი მგზავრი და ავტომანქანაში ზის 3 მგზავრი მძღოლის ჩათვლით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
8. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მისი ნათესავი ან ნაცნობი მგზავრი და უკანა სავარძელზე ზის ერთი მისი ოჯახის წევრი მგზავრი და ავტომანქანაში ზის 3 მგზავრი მძღოლის ჩათვლით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
9. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს 3-ზე მეტი მგზავრი (მძღოლის ჩათვლით) და მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე არავინ ზის. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
10. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს 3-ზე მეტი მგზავრი (მძღოლის ჩათვლით) მისი ნაცნობი ან ნათესავი და მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე არავინ ზის. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
11. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს 3-ზე მეტი მგზავრი (მძღოლის ჩათვლით) მისი ოჯახის წევრი და მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე არავინ ზის. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
12. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს 3-ზე მეტი მგზავრი (მძღოლის ჩათვლით) მისი ოჯახის წევრი და მძღოლის გვერდით წინა სავარძელზეც ზის მგზავრი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
13. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს 3-ზე მეტი მგზავრი (მძღოლის ჩათვლით) მისი ოჯახის წევრი და მძღოლის გვერდით წინა სავარძელზეც ზის მგზავრი მისი ნათესავი ან ნაცნობი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
14. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს 3-ზე მეტი მგზავრი (მძღოლის ჩათვლით) მისი ოჯახის წევრი და მძღოლის გვერდით წინა სავარძელზეც ზის მგზავრი მისი ოჯახის წევრი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
15. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს 3-ზე მეტი მგზავრი (მძღოლის ჩათვლით) და მძღოლის გვერდით წინა სავარძელზეც ზის მგზავრი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
16. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრი, უკანა სავარძელზე მგზავრები არ სხედან და მგზავრს უკეთია პირბადე. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
17. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრი, უკანა სავარძელზე მგზავრები არ სხედან და მძღოლს უკეთია პირბადე. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
18. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრი, უკანა სავარძელზე მგზავრები არ სხედან და მძღოლსა და მგზავრს უკეთია პირბადე. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
19. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრი და უკანა სავარძელზე ზის ერთი მგზავრი, ავტომანქანაში ზის 3 მგზავრი მძღოლის ჩათვლით და წინა სავარძელზე მჯდომ მგზავრს უკეთია პირბადე. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
20. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს ავტომობილის მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრი და უკანა სავარძელზე ზის ერთი მგზავრი, ავტომანქანაში ზის 3 მგზავრი მძღოლის ჩათვლით და მძღოლს უკეთია პირბადე. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
21. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს 3-ზე მეტი მგზავრი (მძღოლის ჩათვლით) და მძღოლის გვერდით წინა სავარძელზეც ზის მგზავრი და ყველა მგზავრს უკეთია პირბადე. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
22. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით. ის ნორმატიული შინაარსი რომელიც აწესებს ჯარიმას „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი დარღვევისას როდესაც ავტომობილის მძღოლს გადაჰყავს 3-ზე მეტი მგზავრი (მძღოლის ჩათვლით) და მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე არ ზის მგზავრი და ყველა მგზავრს უკეთია პირბადე. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4.„ა“ მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39.1.„ა“ მუხლი, 19.1.„ე“, 31-ე და 311 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის, ფიზიკური პირის, საქართველოს მოქალაქის მიერ, რომელიც დაჯარიმებულია 3000 ლარით მოქმედი ნორმატიული აქტების („საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“, მისი მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი, რომელიც შეეხება ავტომობილით მგზავრთა გადაყვანისას განთავსების შეზღუდვებს) საფუძველზე, შემდგომ კი ადმინისტრაციულმა ორგანომ (შინაგან საქმეთა სამინისტრომ) ამ ოქმზე განიხილა მისი საჩივარი და უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე. საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს 2020 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში (საქმე №4/6629-20. განმხილველი მოსამართლე მანუჩარ ცაცუა).
1. გასაჩივრებული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებისა და სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღების საკითხი
მართალია როგორც გასაჩივრებული აქტი/ნორმა, ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“, მისი მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი აღარ არის მოქმედი საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გასვლის გამო, მაგრამ როგორც აღინიშნა დავა კვლავ მიმდინარეობს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული სამართანდარღვევის საქმე, სამარტალდარღვევის ოქმი/ჯარიმა და დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გამოიყენოს მატერიალური სამართლის ნორმები. განსახილველ შემთხვევაში კი არსებობს მხოლოდ 2 (ორი) მატერიალური სამართლის ნორმა გათვალისწინებული („საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტით და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებით“), არარსებობს სხვა ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსში და არც საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ამასთან, საჯარო სამართალში დაუშვებელია ანალოგიის გამოყენება, თუ ეს პირდაპირ არ არის ნებადართული კანონით, როგორც ეს დადგენილია „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით. საჯარო სამართალში (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის პირველი აბზაცი, სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი) მოქმედი პრინციპის თანახმად მოქმედებს და გამოიყენება კანონი, რომელიც სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თუ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩვენი საჩივრის განხილვისას უნდა გამოიყენოს ზემოთ დასახელებული 2 (ორი) ნორმატიული აქტი, მათ შორის ჩვენს მიერ წინამდებარე საჩივრით გასაჩივრებული ნორმა.
კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი პრინციპის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება (მათ შორის გასაჩივრების წესები) არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის თაობაზე. გასაჩივრებული, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი სწორედ ასეთი ნორმატიული აქტია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კი შეუძლებელია ამ ნორმის თაობაზე სასამართლოში მსჯელობა, გამოყენება და გადაწყვეტილების მიღება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესადამისად სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: „თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.“. ამდენად, კანონმდებელი/პარლამენტი დასაშვებად მიიჩნევს ძალადაკარგული, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პირის მიმართ უფლების შემზღუდველი და პასუხისმგებლობის დამდგენი, მოქმედების ვადის გასვლის გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტის (განსახილველ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის) კონსტიტუციურობის საკითხებზე მსჯელობა-შემოწმების გამორიცხვა დაუშვებელია და ასეთის დაშვებისას შესაძლებელია მოხდეს ანტიკონსტიტუციური ნორმატიული აქტის ლეგიტიმაცია ან სახეზე გვქონდეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული სასჯელი. ეს კი თავის მხრივ შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული, კონსტიტუციური კონტროლის ვალდებულების დაკისრებაზე უარის თქმას (რაც კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კონტროლს ფიქციად აქცევს), აგრეთვე კონსტიტუციით გარანტირებული კონსტიტუციურობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, სახდელისა თუ სასჯელის მხოლოდ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი კანონის საფუძველზე დადგენის უფლებების დარღვევა. შესაძლებელია სახეზე იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი, ამ კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონის საფუძველზე დაკისრებული სანქცია/სასჯელი და კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონით დასჯილი ადამიანი. სამართლებრივ სახელმწიფოში მიუღებელია სასჯელის დამდგენი იმ აქტის გამოყენება, რომლის მიმართაც არსებობს კონსტიტუციურობის ეჭვი, არ არსებობს ნდობა და არ არსებობს ამ ეჭვის გაქარწყლების საშუალება. ასეთი აქტის საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში გასაჩივრება-განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში შეილახება კონსტიტუციით დაცული სასამართლოსადმი მიმართვისა და დაცვის უფლება.
მხედველობაშია მისაღები, რომ არც კონსტიტუციით და არც ორგანული კანონით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების გასაჩივრებისათვის არ არის დადგენილი რაიმე ვადა. შესაბამისად პირს, რომლის მიმართაც პასუხისმგებლობა/სანქცია დადგინდა იმ კანონით, რომელიც მოქმედებდა ქმედების ჩადენის მომენტისთვის, მაგრამ ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვისას ვადის გასვლის გამო ძალადაკარგულია საქმის განხილვის დასრულებამდე არ შეიძლება შეეზღუდოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უფლება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე სარჩელი და მასში სადავოდ ქცეული ნორმები უნდა იქცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქცია ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე კონსტიტუციური კონტროლი.
საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მანდატი არის კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება. საკონსტიტუციო კონტროლი და კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ტერმინი „ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა“ საკონსტიტუციო სასამართლომ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში (კონსტიტუციის 4.4. მუხლის პირველი და მეორე წინადადება) უნდა განმარტოს როგორც იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაც რომელიც აწესებს ქმედების პასუხისმგებლობასა და სასჯელს ან სახდელს, ძალაში იყო ქმედების ჩადენის მომენტისთვის, მოგვიანებით ვადის გასვლის გამო დაკარგა იურიდიული ძალა, კვლავ გრძელდება ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის თაობაზე ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვა და პირი, რომელსაც ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა მოითხოვს ამ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ჩამოუყალიბებია კონსტიტუციური ნორმების ავტონომიურობის, კანონმდებლობისგან განცალკევებით განმარტების სტანდარტი. „კონსტიტუციური დებულებებისა და კონსტიტუციაში არსებული ტერმინების შინაარსი თვითმყოფადია და არ არის დამოკიდებული კანონმდებლობაში არსებულ დეფინიციებზე“ აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-15). ანალოგიური ჩამოყალიბებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებებშიც და აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციაში მოცემული ტერმინები უნდა განიმარტოს მათი ავტონომიის კონსტიტუციური მნიშვნელობით, რომლებიც შესაძლოა, სულაც არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებულ განმარტებებს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-63; საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/578 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).)
აღნიშნული სტანდარტი მომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ასე ჩამოაყალიბა „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების არცერთი უკანონო ქმედება. აუცილებელია, არსებობდეს ხელმისაწვდომი და ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირი შეძლებს უფლებებში აღდგენას და მიყენებული მატერიალური თუ არამატერიალური ზარალის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს მიიღებს და მოწყვლადი გახდება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედებების ჩადენის მიმართ.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის № 2/4/735 გადაწყვეტლება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
თუკი დავუშვებთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება შეზღუდულია მხოლოდ ძალაში მყოფი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებით, ეს მნიშვნელოვნად დააზიანებდა კონსტიტუციური კონტროლის მნიშვნელობას და კონკრეტულ შემთხვევაში ფიქციადაც აქცევდა. თუკი კონსტიტუციური კონტროლის მიზანია, ხელისუფლების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა და რომ რეაგირების მიღმა არ აღმოჩნდეს საჯარო ხელისუფლების „არცერთი უკანონო ქმედება“, მაშინ ხელისუფლების დაწესებულებებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება თავი აარიდონ კონსტიტუციურ კონტროლს. ნორმატიული აქტის გამომცემ ორგანოს შეუძლია მისი ნორმატიული აქტის ვადა გამოცემისთანავე განსაზღვროს. იმავე ორგანოს, კონსტიტუციური კონტროლის თავიდან აცილების მიზნით შეეძლება გამოსცეს კონკრეტული ვადით მოქმედი ნორმატიული აქტი, რომელიც სცილდება მისი კომპეტენციის სფეროს და შედის სხვა ორგანოს უფლებამოსილებაში (მაგ.: მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2 თვით მოქმედი აქტით დააწესა გადასახადი ან სასჯელი). თუკი დავუშვებთ, რომ ვადის გასვლის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს იმ პირის სარჩელს რომელსაც დაეკისრა გადასახადი ან სასჯელი, მაშინ დასაშვები ხდება კონსტიტუციის დარღვევა და აღსრულება ისე რომ ამისთვის ეფექტური კონტროლის მექანიზმი არ არსებობს და არ მოხდება დარღვევაზე რეაგირება. ამასთან, კონსტიტუციური კონტროლის გამორიცხვა უფლებამოსილებებზე დავასაც გამორიცხავს და პარლამენტს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების გარეშე. ეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების მოშლას ნიშნავს. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში ამგვარის დაშვება სახიფათოა, მიუღებელია და არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულზე მიანიშნა საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ემუხლის განმარტებისას. „აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალურია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ II-2).
აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს წინამდებარე სარჩელი იმისთვის რომ შემოწმდეს და რეაგირების გარეშე არ დარჩეს პასუხისმგებლობის დამდგენი დეკრეტის კონსტიტუციურობა იმ პირობებში როცა არ არსებობს ამ აქტის კონსტიტუციურობისა და კანონშესაბამისობის დადგენის არც სასამართლო და არც სხვა ხელმისაწვდომი ეფექტური მექანიზმი.
2. განსჯადობის სხვა საკითხები
კონსტიტუციურობის თვალსაზრისით პრობლემურია ნორმის ყველა ზემოჩამოთვლილი/გასაჩივრებული (პირველი, ფორმალური ნაწილის მე-4 გრაფა) ნორმატიული შინაარსი. ყველა შემთხვევაზე/ქმედებაზე დაწესებულია იდენტური სასჯელი/სახდელი - ჯარიმა 3000 ლარი. ამასთან, აქტი/დეკრეტი არ ითვალისწინებს სასჯელის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სასჯელის ინდივიდუალიზაცია, არც ალტერნატიულ მსუბუქ სასჯელს ან პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას ქმედების ხასიათის, საზოგადოებრივი საფრთხისა და ქმედების ჩამდენის პიროვნების გათვალისწინებით. კონსტიტუციურია ის სასჯელი, რომელიც შეესაბამება კონსტიტუციით დაცული უფლების სტანდარტებს.
სასჯელისა და მისი პროპორციულობის საკითხები ხვდება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში, დაუშვებელია არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. ამაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს მყარი პრაქტიკა და იგი ვრცელდება როგორც სისხლის სამართლებრივ სასჯელებზე, ასევე ადმინისტრაციულ სახდელებზე, inter alia საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
ამდენად სახეზეა გასაჩივრებული ნორმის (სასჯელის/სახდელის) მიმართება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სიკეთესთან/უფლებასთან.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანისთვის კანონით არ არის დადგენილი რაიმე ვადა, შესაბამისად მისი შეტანის ვადა არ არის დარღვეული.
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის ნორმები, შესაბამისად არ არის საჭირო ნორმატიული აქტების იერარქიაში ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. 2020 წლის 2 აპრილს შსს სამინისტროს პოლიციელმა საჯარიმო ქვითარი/ოქმი №000003630-ით დამაკისრა ჯარიმის, 3000 ლარის გადახდა.
2. აღნიშნული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების (საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის №1 დეკრეტი და საქართველოს მთავრობის №181 დადგენილება) კონსტიტუციურობაზე ჩემს სარჩელს (№1502) განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი/ოქმი №000003630 გავასაჩივრეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც კონსტიტუციური სტანდარტის დაცვა-გათვალისწინების გარეშე მიიღო დადგენილება ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მათ შორის არც იმსჯელა სასჯელის პროპორციულობაზე და იგი უცვლელად დატოვა .
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებულია (საქმე №4/6629-20) განმხილველი მოსამართლე მანუჩარ ცაცუა.
5. გასაჩივრებული დეკრეტის ნორმით სახდელი, 3000 ლარი გათვალისწინებულია საგანგებო მდგომარეობის წესების ყველა, ნებისმიერი დარღვევა. საგანგებო მდგომარეობის წესები დადგენილია როგორც ამავე დეკრეტის სხვა ნორმებით, ასევე დელეგირებულია საქართველოს მთავრობაზე.
6. საქართველოს მთავრობამ საგანგებო წესები დაადგინა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებით“. ამ დადგენილების/ღონისძიებების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით კი დადგინდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის შეზღუდვები.
7. დადგენილების/ღონისძიებების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს: საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
8. დადგენილების/ღონისძიებების მიზანია „საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა“ (ღონისძიებების პირველი მუხლი)
9. ამდენად, გასაჩივრებული ნორმით დაწესებული სასჯელის/სახდელის (ჯარიმა 3000 ლარი) მიზანია საკანონმდებლო გარანტიის შექმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებისა და სიტუაციის მართვისთვის.
10. ზემოაღნიშნული მიზნები რელევანტურია და კონკრეტდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის (მათ შორის ჩემი) და მგზავრების მიმართაც. ღონისძიებებით დაწესებული შეზღუდვით სახელმწიფოს მიზანია მძღოლის და მისი მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შემცირება. ეს მიზანი კი კონკრეტდება 2 საკითხზე: (ა) მძღოლსა და მგზავრებს შორის კორონავირუსის გავრცელების პრევენცია, აგრეთვე (ბ) ავტომანქანაში ინფიცირებულ მძღოლსა და მგზავრებს შორის კონტაქტის შედეგად კორონავირუსის გავრცელების მიკვლევადობა, კონტაქტების დადგენა. შესაძლებელია მიზნად დასახელდეს (გ) ადამიანთა გადაადგილების, მობილობის შემცირება.
11. ამ სამი მიზნის უზრუნველყოფისთვის გასაჩივრებული ნორმით დადგინდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ეს შეიძლება განსახილველი შემთხვევისთვის და საკითხისთვის ჩაითვალოს დეკრეტით გათვალისწინებული ჯარიმის/სასჯელის მიზნად.
12. სასჯელით მიზნის უზრუნველყოფა არის უფლებაში ყველაზე მკაცრი ჩარევა და უნდა იძლეოდეს ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.
13. გასაჩივრებული ნორმით 3000 ლარიანი ჯარიმით ისჯება ღონისძიებებით გათვალისწინებული ყველა, მრავალი ქმედება რომლებიც საფრთხისა და ქმედების მნიშვნელობის გათვალისწინებით განსხვავდებიან. სურსათის ან კვების ობიექტის მიერ კარანტინის წესების დარღვევა, კოვიდინფიცირებულის მიერ იზოლაციის წესების დარღვევა და ავტომანქანით მგზავრთა გადაყვანის შეზღუდვის დარღვევა ისჯება ერთნაირად. ამასთან, დეკრეტი არ ითვალისწინებს სასჯელის ინდივიდუალიზაციისა თუ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საშუალებას.
14. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი სარჩელის განხილვისას სპეციალისტის მიერ მიცემული განმარტებით დგინდება, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია შესაძლებელია პირბადის გამოყენებითა და დეზინფექციის ხსნარით ხელების დამუშავებით. ამასთან, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტიც კი დაშვებულია თუკი ეს კონტაქტი არ არის 1 მეტრზე ნაკლები და არ გრძელდება 15 წუთზე მეტს.
15. აკრძალული არ არის ნაცნობებს, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებსა თუ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა და შეკრება სახლში. შესაბამისად, (ა) მე-10 პუნქტის პირობები არსებობს სახლის შემთხვევაშიც, და (ბ) ადამიანთა ეს წრე სახლში თუკი არიან შეზღუდვების გარეშე, უფრო ახლო მანძილზე და დროითაც კი, ეს არ განიხილება საფრთხედ რომლის უზრუნველსაყოფადაც გათვალისწინებული იქნება ჯარიმა 3000 ლარი. ამასთან, სახლში ერთად ხანგრძლივად და ახლო მანძილზე კონტაქტში მყოფი ადამიანები, ოჯახის წევრები გამოდიან რა სახლიდან და გეგმავენ განთავსებას საკუთარი ავტომობილით (რომელიც ისეთივე დახურული სივრცეა როგორც სახლი) ხვდებიან შეზღუდვებისა და სასჯელის მოქმედების ქვეშ, მაშინ როდესაც მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვერც ერთი მიზანი ვერ მიიღწევა შეზღუდვითა და სასჯელით.
16. ავტომანქანაში მძღოლსა და მგზავრებს შორის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნის მიღწევა შესაძლებელია მძღოლისა და ყველა მგზავრისთვის პირბადის ტარების ვალდებულების დაკისრებით. რაც შეეხება მიკვლევადობისა და კონტაქტების დადგენის საკითხს, ავტომანქანაში (ავტომანქანა, რომელიც არ გამოიყენება კომერციული გადაყვანისთვის) მძღოლი განათავსებს ადამიანებს რომლებსაც იცნობს, შესაბამისად მძღოლის ან რომელიმე მგზავრის ინფიცირების შემთხვევაში მათი ერთად მგზავრობისას კონტაქტი ადვილად, იმთავითვე იდენტიფიცირებადია. მობილობის შემცირებისთვის კი ღონისძიებებით ისედაც იმთავითვე გათვალისწინებული არის გადაადგილებისა და შეკრების შემზღუდავი არაერთი აკრძალვა. მათ შორის, საზოგადოებივი ტრანსპორტის აკრძალვა, რკინიგზის აკრძალვა, საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პირთა ყოველგვარი გადაადგილება, დიდ ქალაქებში შესვლისა და გამოსვლის აკრძალვა, საჯარო სივრცეებში შესვლისა და შეკრების შეზღუდვა, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის შეჩერება, სარესტორნო და კვებითი ობიექტების საქმიანობის შეჩერება და სხვა. ამდენად, მობილობის უზრუნველყოფის მიზანი ღონისძიებების სხვა შეზღუდვებით მიიღწევა და არ არის საჭირო და პროპორციული სასჯელის/სახდელის გამოყენებით ამ მიზნის მიღწევის უზრუნველყოფა.
17. კოვიდინფექციის გავრცელების დასაწყისშივე არც ერთ ავტორიტეტულ დაწესებულებას არ გაუცია რეკომენდაცია კერძო ავტომობილებში მგზავრთა განთავსებისა თუ რაოდენობის შეზღუდვაზე. ასეთი შეზღუდვების რეკომენდაციები შეეხებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კომერციულ ტრანსპორტს (ტაქსი), ტრანსპორტის ქირავნობისა და მძღოლის მიერ სატრანსპორტო მომსახურების (ე.წ. ავტომანქანის ქირავნობა მძღოლთან ერთად) სერვისებზე, ავტოტრანსპორტის გაზიარებაზე და ავტომობილის მართვის სწავლების სერვისებზე. ამის მაგალითია აშშ და დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლისა და ტრანსპორტის ადმინისტრაციების გადაწყვეტილებები.
18. გასათვალისწინებელია, რომ ღონისძიებებით დაწესებული ეს შეზღუდვები ვრცელდება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად ზომისა, ადგილების რაოდენობისა და დანიშნულებისა. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც 5, 8 თუ 18 ადგილია ერთნაირი შეზღუდვებისა და ჯარიმის ქვეშ ექცევა.
19. საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის უფრო მეტად გავრცელების პირობებში, როცა სტატისტიკურად ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 10-ჯერ ან მეტად აღემატება 2020 წლის 2 აპრილის (ჯარიმის ოქმის გამოწერა) ან 23 მაისის (საგანგებო მდგომარეობის დასრულება) მონაცემებს ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის ის შეზღუდვები რაც დაწესებული იყო ღონისძიებებით, გაუქმებულია. ტაქსით მგზავრთა გადაყვანისას მე-10 პუნქტში აღნიშნული მიზნების უზრუნველყოფა ხდება მძღოლისთვის პირბადის ტარების დაკისრებით. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამ მიზნების უზრუნველყოფა ხდება მგზავრთათვის პირბადის ტარების ვალდებულების დაკისრებით. ეს 2 შემთხვევა იმ მხრივ არის ყურადსაღები, რომ ტაქსით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები და საჭიროებისას მიკვლევადობის პრობლემა გადაუწყვეტელია.
20. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის 2020 წლის ივნისიდან დაწესებულია ჯარიმა, რომელიც 150-ჯერ ნაკლებია გასაჩივრებული აქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობაზე. ტაქსის მძღოლის მიერ პირბადის ტარების ან მგზავრთა განთავსების წესების დარღვევა ითვლება იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევად (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით) და ისჯება ჯარიმით 2000 ლარით, რაც ასევე ნაკლებია (1000 ლარით) გასაჩივრებული დეკრეტით გათვალისწინებულ სასჯელზე, სახდელზე.
21. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცული უფლება არექვემდებარება შეზღუდვას საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტით. ამდენად, დეკრეტით ეს უფლება არ არის შეზღუდული.
22. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით დეკრეტით გათვალისწინებული სასჯელი/სახდელი 3000 ლარი, ჩამოთვლილი ყველა, 22 შემთხვევისთვის/ნორმატიული შინაარსისთვის არც მიზნის მიღწევის ვარგისი, გამოსადეგი საშუალებაა და თუკი ასეთად მივიჩნევთ/დავუშვებთ, არის ქმედების/საფრთხის არაპროპორციული. აღნიშნულის გამო კი დეკრეტით გათვალისწინებული სასჯელი/სახდელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
დამატებით არგუმენტაციას წარმოგიდგენთ სხდომაზე საქმის განხილვისას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი