კალინკა გედენიძე, თამარ გელიაშვილი, დაიანა დარციმელია, ირაკლი ჭელიძე და სალომე რთველიაშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1657 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | კალინკა გედენიძე, თამარ გელიაშვილი, დაიანა დარციმელია, ირაკლი ჭელიძე, სალომე რთველიაშვილი |
თარიღი | 3 ნოემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკივების შესახებ 2020 წლის 23 მაისის საქართველოს მთავრობის N 322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესები
ბ. „2021-2022 სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ" 2021 წლის 2 სექტემბრის საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N MES 5210000849376 ბრძანება
გ. 2021-2022 სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 სექტემბრის N849376 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 14 სექტემბრის N MES 8210000916013 ბრძანება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიcბის შესახებ 2020 წლის 23 მაისის საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე- 3 მუხლის მე - 2³ პუნქტი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილნი არიან, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა დაცვით წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპონენტის განხორციელებაში ჩართული პერსონალი და სტუდენტი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) სრულად ვაქცინირებულია; ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ; გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი. 2021-2022 სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ" 2021 წლის 2 სექტემბრის საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის N MES 5210000849376 ბრძანების მე -2 პუნქტი 2021-2022 სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 სექტემბრის N849376 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 14 სექტემბრის N MES 8 21 0000916013 ბრძანების მე - 2 პუნქტი 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილნი არიან, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა დაცვით წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპონენტის განხორციელებაში ჩართული პერსონალი და სტუდენტი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) სრულად ვაქცინირებულია; ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ; გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი;" |
მე-11 მუხლის 1 პუნქტი - თანასწორობის უფლება ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 27-ე მუხლის 1 პუნქტი - განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება 1. ყველას აქვს განათლების მიღების და მისი ფორმის არჩევის უფლება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 და 313 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. კერძოდ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ
მოსარჩელეთა ძირითადი უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 2 თავით. ხდება რა მოსარჩელეთა კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებში - მუხლები 11, 27 -ში, სადავო ნორმებით პირდაპირი და უშუალო ჩარევა ექცევიან მოსარჩელეები კონსტიტუციის მეორე თავით უზრუნველოყოფილ დაცვის სფეროში და შესაბამისად უფლებამოსილი ხდებიან დავა აწარმოვონ საკონსტიტუციო სასამართლოში.
გ) განსჯადობა
გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეთა მიერ შემოტანილი სარჩელი მათ ძირითად უფლებებათან მიმართებით კონკრეტული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენას ეხება, ასეთი ტიპის დავის განსჯადი სასამართლო, კონსტიტუციის 60 მუხლის 4 ნაწილის ა) პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლოა.
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 27 მუხლებს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I.კონსტიტუციის 11. მუხლი
1. დაცვის სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1)
იმისთვის რომ მოხდეს დადგენა გვაქვს თუ არა კონსტიტუციის 11 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევასთან საქმე, აუცილებელია დავადგინოთ ხვდებიან თუ არა მოსარჩელეები კონსტიტუციის 11. მუხლის დაცვის სფეროში. გასაჩივრებული რეგულაცია უნდა მიემართებოდეს და გამოკვეთდეს პირთა იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად წრეს.(იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის №2/3/795 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). გასაჩივრებული ნორმები არეგულირებენ მედიცინის საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამას, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ეხება ამ განხრით განათლების მსრუველ სტუდენტებს. შესაბამისად იკვეთება პირთა იდენტიფიცირებული საერთო წრე სტუდენტების სახით. აღნიშნული დადგენილება ვაქცინირებულ სტუდენტებს უფლებას აძლევს პრაქტიკულ/კლინიკურ/ლაბორატორიულ კომპონენტებს დაეწრონ არადისტანციურ ფორმით, ხოლო არავაქცინირებულ სტუდენტებს არადისტანციურ ფორმით დასწრება ეკრძალებათ. აქედან გამომდინარე იკვეთება შესადარებელ პირთა ორი წრე ვაქცინირებული და არავაქცინირებული სტუდენტები. გამომდიარე იქიდან, რომ მოსარჩელეები არავაქცინირებულ სტუდენტთა ჯგუფში ხვდებიან მათთვის კონსტიტუციის 11 მუხლის დაცვის სფერო ხსნილია.
2. შეზღუდვა - დისკრიმინაცია
იმისთვის, რომ მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვა მოცემულად ჩაითვალოს, შესადარებელ პირებს ან პირთა ჯგუფებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას უნდა ჰქონდეს ადგილი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის №2/3/795 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
ჩვენს შემთხვევაში გასაჩივრებული ნორმების მიხედვით არსებითად მსგავს პირთა ერთი ჯგუფის სტუდენტთა ნაწილს, რომელიც ვაქცინირებულია, ეძლევა პრივილეგია დაესწროს არადისტანციურად პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ კომპონენტებს, როდესაც არსებითად მსგავს პირთა წრის მეორე სტუდენტთა ჯგუფს, რომელიც არარის ვაქცინირებული, ეს უფლება შეზღუდული აქვს. ამ კომპონენტებზე დაუსრებლობის შემთხვევაში კი სტუდენტების ეს ნაწილი ვერ შეიძენს სათანადო პრაქტიკულ ცოდნას, რაც სამედიცინო განხრით არსებითად მნიშვნელოვანია და კომპონენტებზე დაუსწრებლობის გამო ვერ გადავლენ კურსიდან კურსზე, რაც ფაქტობრივად მათ განათლების უფლებას უზღუდავს.
აქედან გამომდინარე მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის განხრით სწავლების მსურველ სტუდენტთა ორ ჯგუფს შორის დიფერენცირება ხდება გასაჩივრებული აქტების საფუძველზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული აქტების მიხედვით გამომცემი საკონსტიტუციო ორგანოები გადაწყვეტილების უფლებამოსილებას თავად არ იტოვებენ (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები... უფლებამოსილნი არიან) არამედ ხდება დელეგირეასბის გზით საგანმანათლებლო დაწესებულებების ამ უფლებით აღჭურვა. აღნიშნული მანევრით ცდილობენ ორგანოები საკუთარ პასუხისმგებლობისგან გაქცევას და საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც უხეშად ლახავს მოსარჩლეთა ძირითად უფლებებს, საგანმანთლებლო დაწსებულებებს დელეგირების უფლებამოსლიების საშუალებით, გადასცემენ. შესაბამისად რადგან ძალაუფლების დელგირებასთან გვაქვს საქმე, დიფერენცირებაც შესაძლებლობას სწორედ გასაჩივრებული აქტები უზრუნველყოფს და პასუხისმგებელი ორგანოც შესაბამისად ძალაუფლების თავდაპირველი მატარებელია და არა უმაღლესი სასწავლებლები. ნორმის ამ სახით ფორმულირება უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს კონსტიტუციის გარანტირებული ძირითადი უფლებების შელახვა, რადგან ამ მუხლის მეშვეობით შესაძლებელია ჯგუფების გამოყოფა და მათი გაუმართლებელი დიფერენცირება, შესაბამისად სარჩელის ადრესატს სწორედ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ, რომელსაც შემდგომ უმაღლესი სასწავლებლები ინდ. აქტის ფორმით აკონკრეტებენ.
რაც შეეხევა PCR ტესტებით შემოთავაზებულ ალტერნატივას გასაჩივრებულ ნორმებში, რომელიც ვითომდა სტუდენტთა შორის დიფერენცირების შემსუბუქებას ან სრულად აღკვეთაც უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში მოსარჩელეებს არ აძლევს რეალურ შესაძლებლობას თავადვე აღმოფხვრან ნორმით დადგენილი უთანასწორობა.
PCR ტესტის ჩატარების რეგულარული ხასიათი (კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირება) და აქედან გამოწვეული ხარჯები ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ რიგითი სტუდენტისთვის, გამომდინარე ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონიდან, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ამ პუნქტის ამ ალტერნატივის გამოყენებას, რითიც სტუდენტთა ეს ნაწილი იმავე არათანასწორ მდგომარეობაში რჩება. შესაბამისად ეს შეთავაზებული ალტერნატივა უბრალო ფორმალობას წარმოადგენს და ამით არავაქცინირებულ სტუდენტთა მდგომარეობა არ უმჯობესდება. შესაბამისად ამ შემთხვევაშიც, არავაქცინირებული სტუდენტები არათანასწორ მდგომარეობაში რჩებიან ანალოგიურ პირობებაშ მყოფ ვაქცნირებულ სტუდენტებთან მიმართბით. ამ პუნქტით ფაქტორბივად გასაჩივრებული ნორმებით შექმნილი უთანასწორობა არ აღმოიფხვრება.
3. შეზღუდვის გამართლება
დაცვის სფეროს შეზღუდვა გამართლებულად ჩაითვლება თუ მთავრობის თვითნებურ ქმედებასთან არ აქვს ადგილი. თვითნებური ქმდება გამოირიცხება თუ მის დისკრეციის ფარგლებში კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ნორმის სახით გამოცემული გადაწვეტილება ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, არის დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული.
თავად კონსტიტუციის 11. მუხლში თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანთა ჯგუფების დიფერენცირება გამართლებული მითითებას არ ვხვდებით, (როგორც მაგალითად 13. მუხლის 3. პუნქტუში ან თუნდაც 14 მუხლის 2. პუნქტიშია მითითბული ძირითადი უფლების კანონისმიერი შეზღუდვის საფუძველი )
გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციის განახლების შემდგომ არ მომხდარა არსებითი პრაქტიკის ჩამოყალიბება და არც ახალი კონსტიტუციის სახელმძღვანელო კომენტარი არსებობს განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას ძველი პრაქტიკის მიხედვით, სადაც გასაჩივრებული ნომრის კონსტიტუციურობა ე.წ. „მკაცრი ტესტის“ დახმარებით, რომელიც თავდაპირველად ლეგიტიმური მიზნის დაუძლეველი ინტერესის არსებობას და მიზნისა და საშუალების აბსოლუტურად აუცილებელობის შემოწმებას გულისხმობდა (თანასწორობის კონსტიტუციური შემოწმება,ლომთაძე,ხანთაძე,ზედელაშვილი, რიჩი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების 2019 წლის გამოცემა, გვ. 49 - 50 ) თუმცა უახლეს გადაწყვეტილებებში აღნიშნული ტესტი თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით ხორცილედება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება 1/7/580, 2016 წლის 30 სექტემბერი;
აა) ლეგიტიმურ მიზანი
გასაჩივრებულ ნორმებში ლეგიტიმურ მიზანად არის მითითებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენცია. შესაბამისად შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი მოცემულია.
ბბ) შეზღუდვის დასაშვებობა
შეზღუდვა ჩაითვლება დასაშვებად თუ ამ შეზღუდვით დასახული ლეგიტიმური მიზანი მიღწევადია.
უკვე საჯაროდ დადსტურებული ფაქტია, რომ კორონა ვირუსის მატარებელი შესაძლოა, როგორც არავაქცინირებულები ასევე ვაქცინირებულებიც იყვნენ. ასევე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ვაქცინირებული პირებისგან შესაძლოა, როგორც ძველი ისევე ახალი შტამის ვირუსები გავრცელდეს, რადგან ვაქცინა ვირუსის ახალ შტამზე ძალინ სუსტად ან პრაქტიკულად არ მოქმედებს და ვაქცინაციის ეფექტურობაც ძველ შტამებზე არარის 100% გარანტირებული. ამას ადასტურებს მრავალი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება სადაც უმტესწილად აცრილ მოქალაქეებში ვირუსის გავრცელება მაინც ხდებოდა. მაგალითად ისრაელი, ჩილე, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში - ნიუ ჯერსი, ლოს ანჯელესი, სანდიეგო, სანფრანცისკო, ალამედა, კონტრაკოსტა და სხვა.
1.
https://www.telegraph.co.uk/news/2021/08/06/fully-vaccinated-unvaccinated-can-transmit-covid/?utm_content=telegraph&utm_medium=Social&utm_campaign=Echobox&utm_source=Facebook&fbclid=IwAR24fZAgFRpzpQa-WWgs9RvZAIWtNywfZky6fdXFI3q7iJSIcBTV18HnuFs#Echobox=1628273124
2.
https://www.amerikiskhma.com/a/cdc-new-report-on-delta-variant-spread/5985288.html?fbclid=IwAR12q-G9SUffA1cx8CddqHet1_05_kX4jLmzKmjSy9x2QdJShINF5etcrno
3.
https://www.politico.eu/article/herd-immunity-not-a-possibility-with-delta-variant/?fbclid=IwAR2e-GcDaqhT3kSwcqKC4k9IGEaO8iDpBiX4cyfZxruJD1c9mfhKaYor2_A
4.
https://www.bloomberg.com/news/articles/2021-08-21/science-can-t-keep-up-with-virus-creating-worry-for-vaccinated?utm_content=business&cmpid=socialflow-facebook-business&utm_source=facebook&utm_medium=social&utm_campaign=socialflow-organic&fbclid=IwAR1WUIMyEcfbzlqEB7lewC6plToqtIzHqh3r2s_QVmwJAJKTUb9bpEFn3zg
5.
https://www.independent.ie/world-news/coronavirus/people-who-are-double-jabbed-stillcarryhigh-levels-of-virus-40766579.html?fbclid=IwAR1zKewrGeEG_31vE8s7Ovh0sbN0cB2V3PTmn3oJC2MFr7jQW4nHU_8TuTk
შესაბამისად მხოლოდ ვაქცინირებულ სტუდენტთა არადისტანციურად პრაქტიკულ სემინარებზე დაშვება ბრძანების მიზანის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს, რადგან აცრილი სტუდენტებიც ასევე შეიძლება ვირუსის გამავრცელებელნი იყვნენ. ამავე დროს კვირაში ერთჯერადი PCR ტესტი ვერ უზრუნველყოფს დაინფიცირების რისკის 100% პრევენციას, რადგან დაინფიცირების რისკი ყოველ დღე არსებობს. აქედან გამომდინარე აღნიშნული შეზღუდვა, რომელიც არავაქცინირებული სტუდენტების დისკრიმინაციას ახდენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებად არ გამოდგება.
მაშასადამე გასაჩივრებული აქტებით მიერ სტუდენტთა დიფერენცირება ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნის მიხედვით ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის დასაშვები.
გგ) აუცილებლობა
აუცილებელი მაშინ შეიძლება იყოს არავაქცინირებულ სტუდენტთა დიფერენცირება, თუ იგი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის შემოთავაზებულ შეზღუდვის საშუალებებს შორის ყველაზე მსუბუქ საშუალებას წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ვაქცინირებული სტუდენტებიც შესაძლოა ვირუსის გადამტანები იყვნენ მათი არავაქცინირებულებთან ერთად პრაქტიკულ სემინარებზე დაშვება პირბადისა და დისტანციის დაცვით არ უნდა იყოს უფრო მეტი რისკის მატარებელი ვიდრე მხოლოდ ვაქცინირებული სტუდენტების დაშვება, განსაკუთრებით მაშინ თუ სტუდენტების პრაქტკიულ სემინარებზე მცირე ჯგუფებად დაყოფა მოხდება, რაც კიდევ უფრო მარტივს გახდის დისტანციის დაცვას მათ შორის. შესაბამისად არავაქცინირებულების პრაქტიკულ სემინარებზე დაუშვებლობა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას არ წარმოადგენს, რაც გასაჩივრებული აქტებით გამოყენებული დიფერენცირების აუცილებლობაზე არ მეტყველებს.
დიფერენცირება არ წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას.
დდ) თანაზომიერების პრინციპი
თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს, მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოს ფარგლების განსაზღვრა, უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ამავე დროს თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსის დაცვას კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
გამომდინარე იქიდან რომ გამოყენებული შეზღუდვით ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უფრო მსუბუქი შეზღუდვის საშუალება არსებობს სოციალური დისტანციის და პირბადის სახით და მცირე პრაქტიკული ჯგუფების შეფმნის სახით, შეზღუდვის პროპორციულობაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა სამართლიანობის აღდგენის მოტვიცაციიდან გამომდინარე სასამართლოს მოვახსნებთ, რომ აღნიშნულო დიფერენცირება სტუდენტებს შორის ასევე არაპროპორციულია: კერძოდ, როგორც უკვე ითქვა გასაჩივრებული აქტებით ვერ ხდება რეალურად ვირუსის პრევენცია ასევე დადგენილია, რომ მთავრობას და განათლების სამინისტროს ისეთი ნორმის შემუშავება შეეძლოთ, რომელიც მოსარჩელეების დისკრიმინაციას არ გამოიწვევდა - პირბადეების ტარება და სოციალურის დისტანცია, სტუდენტების მცირე ჯგუფებად დაყოფა პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ კომპონენტებზე. ამასთანავე სტუდენტთა უმრავლესობა ახალგაზრდა ჯანმრთელ მაღალი იმუნიტეტის მატარებელ პირებს წარმოადგენენ, რომლებიც რისკის ჯგუფში არ ხვდებიან. ამავე დროს ძირითადი უმრავლესობა სტუდენტებისა აცრილია. შესაბამისად ვირუსის გავრცელება ასეთ პირობებში ინტენსიურად არ მოხდება და თუ მოხდება მცირე რაოდენობაში, რომელიც არ ატარებს სტუდენტებისთვის რაიმე გართულების რისკს. შესაბამისად ვირუსის გადატანის საფრთხე სეზონური გრიპების და ვირუსების დონეს არ გადააჭარბებს. ასეთ უმნიშვნელო რისკის შემთხვევაშიი მკაცრი და თან არაეფექტური დიფერენცირების შემოღება, რომელიც მოსარჩელეებს ცხოვრების მთელ სამომავლო კარიერას გაუნადგურებს არის დასახული მიზნის მისაღწევად ცალსახა შეუსაბამო ქმედება გასაჩივრებული აქტების გამომცემელთა მხრიდან. შესაბამისად ხდება მოსარჩელეთა უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვა, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ხოლო რაც შეეხება ვაქცინაციის გზით ამ პრობლემის მოგვრებას მოგახსენებთ შემდეგს:
ვაქცინებზე მასიურ მოხმარებაში გაშვებამდე არ ყოფილა არანაირი დაკვირვება და კვლევა გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით ჩატარებული შესაბამისად ვაქცინა არის სატესტო ფაზაში, რაც მას ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის სერიოზული რისკების მატარებლად აქცევს. იმაზე, რომ ვაქცინაცია ჯანმრთელობის დაზიანების ან ლეტალობის სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული მეტყველებს ის ფაქტიც, რომ როგორც მწარმოებელი ისევე სახელმწიფოც გვერდით მოვლენებზე პასსუხისმგებლობას იხსნის. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ვაქცინაციის შედეგად ადამიანები გარდაიცვალნენ ან ჯანმრთელობა გამოუსწორებლად დაუზიანდათ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის შემთხვევაშიც მაინც ხდება ვირუსის გავრცელება. შესაბამისად მაშინაც კი თუ მოქალაქე გარისკავს და აიცრება იგი მაინც შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი, მაშასადამე არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება, თუ რატომ უნდა დააყენოს სატესტო ვაქცინის მიერ გამოწვეული რისკების ქვეშ ჯანმრთელმა, ძლიერ იმუნიტეტის მქონე, ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა და რატომ უნდა აიცრას. (დანართი 2 და 3)
შესაბამისად სიცოცხლი მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მინმალური რისკის შემთხვევაშიც კი მოსარჩელეთა უარი ვაქცინაციასთან მიმართებით აბსოლუტურად ლეგიტიმურია და გამყარებულია კონსტიტუციის 10. მუხლის 1 პუნქტით.
შესაბამისად ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე და იმ რისკების გათვალისწინებით მოსარჩელეეთა ვაქცინაციაზე უარი გამართლებულია.
აქედან გამომდინარე სტუდენტების დიფერენცირება ვერ ჩაითვლება ვერც პროპორციულად.
მაშასადამე დიფერენცირება ჯანმრთელობის ნიშნის მიხედვით სტუდენტთა ამ წრეში არის გაუმართლებელი და წარმოადგენს დისკრიმინაციას ჯანმრთელობის ნიშნის მიხედვით, რაც მას არაკონსტიტუციურად აქცევს.
გასაჩივრებული აქტები კონსტიტუციის 11. მუხლთან მოდიან კოლიზიაში და ბათილად უნდა იქნენ ცნობილი.
II. მუხლი 27. განათლების უფლება
1. დაცვის სფერო
ამ ნორმის მიხედვით ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ასევე მოქალაქეებს აქვთ უფლება კანონით დადგენილ წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
გამომდიარე იქიდან მოსარჩელეები მოქალაქეებს წარმოადგენენ, რომლებიც ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებელში და აქვთ განზრახული უმაღლესი განათლების მიღება, ისინი ამ ნორმის დაცვის სფეროში ექცევიან.
2. შეზღუდვა
გასაჩივრებული აქტების მიხედვით სტუდენტებს, რომლებიც არარიან ვაქცინირებული ან ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ გასულია 6 თვეზე მეტი ან უარს აცხადებენ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტი, არ ეძლევათ უფლება დაესწრონ პრაქტიკულ/ლაბორატორიულ /კლინიკურ კომპონენტებს არადისტანციურ რეჟიმში. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეები აღნიშნულ პრაქტიკული სემინარები არსებითად მნიშნველოვანია განათლების მისაღებად და მათი გამოტოვების გარეშე მოსარჩელეებს არ აქვთ შესაძლებლობა კურსიდან კურსზე გადასვლის, ხდება მათი განათლების უფლების ცალსახა შეზღუდვა.
რაც შეეხევა PCR ტესტებით შემოთავაზებულ ალტერნატივას გასაჩივრებულ ნორმებში, რომელიც ვითომდა სტუდენტთა განათლების უფლების შეზღუდვის შემსუბუქებას ან სრულად აღკვეთაც უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში მოსარჩელეებს არ აძლევს რეალურ შესაძლებლობას თავადვე აღმოფხვრან ნორმით დადგენილი შეზღუდვა.
PCR ტესტის ჩატარების რეგულარული ხასიათი (კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირება) და აქედან გამოწვეული ხარჯები ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ რიგითი სტუდენტისთვის, გამომდინარე ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონიდან, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ამ პუნქტის ამ ალტერნატივის გამოყენებას, რითიც სტუდენტთა ეს ნაწილი იმავე არათანასწორ მდგომარეობაში რჩება. შესაბამისად ეს შეთავაზებული ალტერნატივა უბრალო ფორმალობას წარმოადგენს და ამით არავაქცინირებულ სტუდენტთა მდგომარეობა არ უმჯობესდება. შესაბამისად ამ შემთხვევაშიც, არავაქცინირებული სტუდენტების განათლების უფლება ისევე შეზღუდული რჩება როგორც PCR ტესტის შემოთავაზების გარეშე.
3. შეზღუდვის გამართლება
შეზღუდვა გამართლებულად ჩაითვლება, თუ ამას თავად კონსტიტუცია ითვალიწინებს და თავად ნორმა ფორმალურად და მატერიალურად გამართულია. კონსტიტუციის 27 მუხლის 2.პუნქტის მიხედვით განთლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად ეს უფლება ექვემდებარება შეზღუდვას კანონის საფუძველზე. შესაბამისად გასაჩივრებული ნორმებით ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს, თუ ისინი ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება და პროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენენ.
აა) ლეგიტიმურ მიზანი
გასაჩივრებულ ნორმებში ლეგიტიმურ მიზანად არის მითითებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენცია. შესაბამისად შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი მოცემულია.
ბბ) შეზღუდვის დასაშვებობა
შეზღუდვა ჩაითვლება დასაშვებად თუ ამ შეზღუდვით დასახული ლეგიტიმური მიზანი მიღწევადია.
საჯაროდ დადსტურებული ფაქტია, რომ კორონა ვირუსის მატარებელი შესაძლოა, როგორც არავაქცინირებულები ასევე ვაქცინირებულებიც იყვნენ. ასევე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ვაქცინირებული პირებისგან შესაძლოა, როგორც ძველი ისევე ახალი შტამის ვირუსები გავრცელდეს, რადგან ვაქცინა ვირუსის ახალ შტამზე ძალინ სუსტად ან პრაქტიკულად არ მოქმედებს და ვაქცინაციის ეფექტურობაც ძველ შტამებზე არარის 100% გარანტირებული. ამას ადასტურებს მრავალი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება სადაც უმტესწილად აცრილ მოქალაქეებში ვირუსის გავრცელება მაინც ხდებოდა. მაგალითად ისრაელი, ჩილე, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში - ნიუ ჯერსი, ლოს ანჯელესი, სანდიეგო, სანფრანცისკო, ალამედა, კონტრაკოსტა და სხვა.
1.
https://www.telegraph.co.uk/news/2021/08/06/fully-vaccinated-unvaccinated-can-transmit-covid/?utm_content=telegraph&utm_medium=Social&utm_campaign=Echobox&utm_source=Facebook&fbclid=IwAR24fZAgFRpzpQa-WWgs9RvZAIWtNywfZky6fdXFI3q7iJSIcBTV18HnuFs#Echobox=1628273124
2.
https://www.amerikiskhma.com/a/cdc-new-report-on-delta-variant-spread/5985288.html?fbclid=IwAR12q-G9SUffA1cx8CddqHet1_05_kX4jLmzKmjSy9x2QdJShINF5etcrno
3.
https://www.politico.eu/article/herd-immunity-not-a-possibility-with-delta-variant/?fbclid=IwAR2e-GcDaqhT3kSwcqKC4k9IGEaO8iDpBiX4cyfZxruJD1c9mfhKaYor2_A
4.
https://www.bloomberg.com/news/articles/2021-08-21/science-can-t-keep-up-with-virus-creating-worry-for-vaccinated?utm_content=business&cmpid=socialflow-facebook-business&utm_source=facebook&utm_medium=social&utm_campaign=socialflow-organic&fbclid=IwAR1WUIMyEcfbzlqEB7lewC6plToqtIzHqh3r2s_QVmwJAJKTUb9bpEFn3zg
5.
https://www.independent.ie/world-news/coronavirus/people-who-are-double-jabbed-stillcarryhigh-levels-of-virus-40766579.html?fbclid=IwAR1zKewrGeEG_31vE8s7Ovh0sbN0cB2V3PTmn3oJC2MFr7jQW4nHU_8TuTk
შესაბამისად მხოლოდ ვაქცინირებულ სტუდენტთა არადისტანციურად პრაქტიკულ სემინარებზე დაშვება ბრძანების მიზანის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს, რადგან აცრილი სტუდენტებიც ასევე შეიძლება ვირუსის გამავრცელებელნი იყვნენ. ამავე დროს კვირაში ერთჯერადი PCR ტესტი ვერ უზრუნველყოფს დაინფიცირების რისკის 100% პრევენციას, რადგან დაინფიცირების რისკი ყოველ დღე არსებობს. აქედან გამომდინარე აღნიშნული შეზღუდვა, რომელიც არავაქცინირებული სტუდენტების დისკრიმინაციას ახდენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებად არ გამოდგება.
მაშასადამე გასაჩივრებული აქტებით მიერ სტუდენტთა დიფერენცირება ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნის მიხედვით არ არის დასაშვები.
გგ) აუცილებლობა
აუცილებელი მაშინ შეიძლება იყოს არავაქცინირებულ სტუდენტთა შეზღუდვა, თუ იგი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის შემოთავაზებულ შეზღუდვის საშუალებებს შორის ყველაზე მსუბუქ საშუალებას წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ვაქცინირებული სტუდენტებიც შესაძლოა ვირუსის გადამტანები იყვნენ მათი არავაქცინირებულებთან ერთად პრაქტიკულ სემინარებზე დაშვება პირბადისა და დისტანციის დაცვით არ უნდა იყოს უფრო მეტი რისკის მატარებელი ვიდრე მხოლოდ ვაქცინირებული სტუდენტების დაშვება, განსაკუთრებით მაშინ თუ სტუდენტების პრაქტკიულ სემინარებზე მცირე ჯგუფებად დაყოფა მოხდება, რაც კიდევ უფრო მარტივს გახდის დისტანციის დაცვას მათ შორის. შესაბამისად არავაქცინირებულების პრაქტიკულ სემინარებზე დაუშვებლობა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას არ წარმოადგენს, რაც გასაჩივრებული აქტებით გამოყენებული დიფერენცირების აუცილებლობაზე არ მეტყველებს.
დიფერენცირება არ წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას.
დდ) თანაზომიერების პრინციპი
თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს, მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოს ფარგლების განსაზღვრა, უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ამავე დროს თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსის დაცვას კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
გამომდინარე იქიდან, რომ გამოყენებული შეზღუდვით ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უფრო მსუბუქი შეზღუდვის საშუალება არსებობს სოციალური დისტანციის და პირბადის სახით და მცირე პრაქტიკული ჯგუფების შეფმნის სახით, შეზღუდვის პროპორციულობაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა სამართლიანობის აღდგენის მოტვიცაციიდან გამომდინარე სასამართლოს მოვახსნებთ, რომ აღნიშნულო დიფერენცირება სტუდენტებს შორის ასევე არაპროპორციულია: კერძოდ, როგორც უკვე ითქვა გასაჩივრებული აქტებით ვერ ხდება რეალურად ვირუსის პრევენცია ასევე დადგენილია, რომ მთავრობას და განათლების სამინისტროს ისეთი ნორმის შემუშავება შეეძლოთ, რომელიც მოსარჩელეების დისკრიმინაციას არ გამოიწვევდა - პირბადეების ტარება და სოციალურის დისტანცია, სტუდენტების მცირე ჯგუფებად დაყოფა პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ კომპონენტებზე. ამასთანავე სტუდენტთა უმრავლესობა ახალგაზრდა ჯანმრთელ მაღალი იმუნიტეტის მატარებელ პირებს წარმოადგენენ, რომლებიც რისკის ჯგუფში არ ხვდებიან. ამავე დროს ძირითადი უმრავლესობა სტუდენტებისა აცრილია. შესაბამისად ვირუსის გავრცელება ასეთ პირობებში ინტენსიურად არ მოხდება და თუ მოხდება მცირე რაოდენობაში, რომელიც არ ატარებს სტუდენტებისთვის რაიმე გართულების რისკს. შესაბამისად ვირუსის გადატანის საფრთხე სეზონური გრიპების და ვირუსების დონეს არ გადააჭარბებს. ასეთ უმნიშვნელო რისკის შემთხვევაშიი მკაცრი და თან არაეფექტური შეზღუდვის შემოღება, რომელიც მოსარჩელეებს ცხოვრების მთელ სამომავლო კარიერას გაუნადგურებს არის დასახული მიზნის მისაღწევად ცალსახა შეუსაბამო ქმედება გასაჩივრებული აქტების გამომცემელთა მხრიდან. შესაბამისად ხდება მოსარჩელეთა უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვა, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ხოლო რაც შეეხება ვაქცინაციის გზით ამ პრობლემის მოგვრებას მოგახსენებთ შემდეგს:
ვაქცინებზე მასიურ მოხმარებაში გაშვებამდე არ ყოფილა არანაირი დაკვირვება და კვლევა გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით ჩატარებული შესაბამისად ვაქცინა არის სატესტო ფაზაში, რაც მას ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის სერიოზული რისკების მატარებლად აქცევს. იმაზე, რომ ვაქცინაცია ჯანმრთელობის დაზიანების ან ლეტალობის სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული მეტყველებს ის ფაქტიც, რომ როგორც მწარმოებელი ისევე სახელმწიფოც გვერდით მოვლენებზე პასსუხისმგებლობას იხსნის. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ვაქცინაციის შედეგად ადამიანები გარდაიცვალნენ ან ჯანმრთელობა გამოუსწორებლად დაუზიანდათ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის შემთხვევაშიც მაინც ხდება ვირუსის გავრცელება. შესაბამისად მაშინაც კი, თუ მოქალაქე გარისკავს და აიცრება იგი მაინც შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი, მაშასადამე არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება, თუ რატომ უნდა დააყენოს სატესტო ვაქცინის მიერ გამოწვეული რისკების ქვეშ ჯანმრთელმა, ძლიერ იმუნიტეტის მქონე, ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა და რატომ უნდა აიცრას. (დანართი 2 და 3)
შესაბამისად სიცოცხლი მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მინმალური რისკის შემთხვევაშიც კი მოსარჩელეთა უარი ვაქცინაციასთან მიმართებით აბსოლუტურად ლეგიტიმურია და გამყარებულია კონსტიტუციის 10. მუხლის 1 პუნქტით.
შესაბამისად ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე და ჩამოთვლილი რისკების გათვალისწინებით მოსარჩელეეთა ვაქცინაციაზე უარი გამართლებულია.
შეზღუდვა ვერ ჩაითვლება ვერც პროპორციულად.
მაშასადამე განათლების უფლების შეზღუდვა გასაჩივრებული ნორმებით არის გაუმართლებელი და შესაბამისად არაკონსტიტუციური.
გასაჩივრებული აქტები კონსტიტუციის 27. მუხლთან მოდიან კოლიზიაში და ბათილად უნდა იქნენ ცნობილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ ბათილად ცნოს გასაჩივრებული აქტები.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა