ალექსანდრე კობაიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1658 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ალექსანდრე კობაიძე |
თარიღი | 4 ნოემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ მე-13 თავის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით“. |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი. „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31 -ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებების დარღვევას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 313 „კონსტიტუციური სარჩელი /კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიღების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან იგი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 311 მუხლის დადგენილი მოთხოვნის მიხედვით: კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმწოერილია მოსარჩელის მიერ.
ბ) იგი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. ვინაიდან მისი შემომტანი პირი არის საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი.
გ) სარჩელში მითითებული სადაო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან იგი ეხება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას და საქართველოს კონსტიტუციის ნორმები ეწინააღმდეგება სადაო ნორმატიულ აქტს.
დ) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) მასში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით.
ვ) კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა დაცულია.
ზ) სადაო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სასჯელით გასაჩივრებული არ არის, რადგან სააქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „ თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა, რომ ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით.“ ზემდგომი იერარქიული მუხლი არ არსებობს, რომელიც არაკონსტიტუციურობის შემთხვევაში ხელს შეუშლის მის განხორციელებას.
კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევას.
ბრალდებულის უფლებები დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით მე-2 თავთან მიმართებით, რადგან პენიტენციური სამსახურმა (დაწესებულებამ), სასამართლომ და პროკურატურამ არ მოგვცა კანონით მონიჭებული უფლებით ჩაგვეტარებინა დაცვის მხარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ბრალდებულმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა, მოეპოვებინა მტკიცებულებები და შემდეგ ჩატარებულიყო სამართლიანი სასამართლო განხილვა. დაირღვა არა მარტო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული სამართლიანი განხილვის უფლება.
მე გახლავართ მოსარჩელე, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, მრავალი წელია ვახორციელებ საადვოკატო საქმიანობას და ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას, საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმამ დაარღვია როგორც ბრალდებულის ისე ადვოკატის უფლებებიც. არაერთხელ მქონია უსამართლობის განცდა, არაერთი პრეცედენტი მქონია ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების, ბრალდებულ ლევან გალუსტიანის და მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის საპროცესო უფლებები შეიზღუდა ამ ნორმის საფუძველზე და მათი უფლებების დაცვისას სამართლებრივი პროცედურის განხორციელებისას დაირღვა, ჩემი, როგორც ადვოკატის საპროცესო სამართლებრივი უფლებები. კერძოდ, თუ კი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გვანიჭებს უფლებას დაცვის მხარეს ჩავატაროთ საგამოძიებო მოქმედებები ამ შემთხვევაში არარელევანტურია საქართველოს კანონი პატიმრობის შესახებ 78-ე მუხლი. ადვოკატს არათანაბარი უფლებები გააჩნია პროკურორთან შედარებით, სწორედ ამ ნორმის მიხედვით ირღვევა დაცვის მხარის უფლება, კერძოდ შეჯიბრებითობის პრინციპის ბალანსი. არ შეგვიძლია სრულყოფილად ჩავატაროთ საგამოძიებო მოქმედებები, ვაწყდებით უამრავ დაბრკოლებას, სადაც შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპი დარღვევით, არ ტარდება სამართლიანი სასამართლო. მე, როგორც არაერთ საქმეზე ადამიანის უფლებადამცველი მოვითხოვ მყისიერ რეაგირებას და სადავო მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას.
გამომდინარე აქედან, არ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 313-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძვლები. თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ.
დარღვეულია შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპი. დაცვის მხარეს სადავო ნორმატიული აქტით, არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ დამემტკიცებინა ბრალდებულის უდანაშაულობა.
საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული 78-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც გვაუწყებს, რომ ბრალდებულის გამოყვანა საპატიმრო დაწესებულებიდან საპოცესო ან სხვა მოქმედების ჩატარების მიზნით, უფლებამოსილია პროკურორმა ან გამომძიებელმა გასცეს ნებართვა. როგორც ზემოთ აღვნიშნე დაცვის მხარემ მივმართე პროკურორს მაგრამ უშედეგოდ, მან არ გაითვალიწინა ბრალდებულის ინტერესები.
ამრიგად უკიდურესად მნიშვნელოვანია ბრალდებულის ინტერესების დაცვა. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობით უნდა მოგვეცეს უფლება დაცვის მხრეს, რომ შევძლოთ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბრალდებულის გამოყვანა, რადგან თავიდან ავირიდოთ ბრალდებულის უფლებების დარღვევა. ასევე ამ შესაძლებლობით გავზრდით ბრალდებულის უფლებების უკეთ დაცვას, არიქნება დარღვეული შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპები, და ამ ყოველივეს გათვალისწინებით ჩატარება სამართლიანი სასამართლო.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში არმიღების სამართლებრივი საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
წინამდებარე სარჩელის მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში:
საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიულ შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „ თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა, რომ ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით.“
არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ზემოთ აღნიშნული ნორმა და და დაცვის მხარეს მიეცეს უფლება საპატიმრო დაწესებულებიდან გამოიყვანოს ბრალდებული, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით.
ზემოთ აღნიშნული ნორმა საქართველოს კონსტიტუციასთან, რომ იყოს შესაბამისი და სამართლიანი მიზანშეწონილი იქნება, რომ ნორმას დაემატოს „დაცვის მხარე“. შემდეგი სახით: „ თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა, რომ ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს, ადვოკატს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით.“
ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობით გამყარებული და დაცული იქნება ბრალდებულის უფლებები და ინტერესები. დემოკრატიულ სახელმწიფოში უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა.
დაცვის მხარეს არაერთი პრეცედენტი მქონია ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მრავალჯერ შემვხვედრია წინაღობა ამ ნორმასთან დაკავშირებით, ბრალდებულს სათანადოდ ვერ დაუმტკიცებია თავისი უდანაშაულობა სასამართლოს წინაშე, კერძოდ, უფლებადამცველს არ მომეცა შესაძლებლობა ბრალდებული გამომეყვანა საპატიმრო დაწესებულებიდან საგამოძოებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რის გამოც, ვერ უზრუნველვყავი ბრალდებულის უდანაშაულობის დამტკიცება. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანის უფლებები, რომელიც საჭიროებს მყისიერ დაცვას, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ბრალდებულს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მან არ განიცადოს სახელმწიფოს მხრიდან უსამართლობის გრძნობა და თავი არ მიიჩნიოს დაჩაგრულ მდგომარეობაში.
სიტუაციაში უკეთ გასარკვევად მოგიყვებით ერთ-ერთი ასეთ შემთხვევას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
ბრალდებულ ლევან გალუსტიანის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები დაირღვა სპეციალური პენიტენციური დაწესებლების, სასამართლოს და პროკურატურის მხრიდან, უგულვებელყოფილ იქნა მისი უფლებები.
მოგახსენებთ, რომ ლევან გალუსტიანი იმყოფება გლდანის მე-8 დაწესებულებაში, მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მე - 5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ქმედება, რაც გულისხმობს: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, არერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ბრალდებული ლევან გალუსტიანი ეჭქვეშ აყენებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ. სამართალდამცავ ორგანოებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ იგი ნარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდა, რაც უსაფუძვლოდ მიგვაჩნია, რადგან გასაღების ფაქტი არ ჩანს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში. დაცვის მხარეს გვინდოდა ახალი მტკიცებულებების მოპოვება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, თუმცა სადავო ნორმის ფარგლებში არ მოგვეცა ამის საშუალება.
2021 წლის 4 აგვისტოს პოლიციისადმი დაქვემდებარებულმა პირმა ხვიჩა დუშუაშვილმა, ლევან გალუსტიანს დაუკავშირდა მობილურის საშუალებით და სთხოვა ნარკოტიკული ნივთიერებით უზრუნველყოფა, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ლევან გალუსტიანის სატელეფონო საუბრების ჩაწერას ახორციელებდნენ. ხვიჩა დუშუაშვილი საგამოძიებო ორგანოს მიერ დაქვემდებარებულმა პირებმა აღჭურვეს შესაბამისი ვიდეო კამერით, შემდეგ კი წავიდა ლევან გალუსტიანთან შესახვედრად, რადგან იგი ემხილა დანაშაულის ჩადენის დროს. ვიდეო ჩანაწერში ნარკოტიკის გადაცემა არჩანს. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე საფუძვლიან ეჭვს გვიჩენს.
2021 წლის 6 აგვისტოს იმავე ადგილას იმყოფებოდნენ ლევან გალუსტიანი, ხვიჩა დუშუაშვილი და კიდევ სხვა პირები, რომელთა გამოკითხვის ოქმები საქმეში არ ფიგურირებს. გარდა ამისა, ხვიჩა დუდუნაშვილის გამოკითხვის ოქმები ბუნდოვანია და დაცვის მხარისთვის გაუგებარია, იგი ეწინააღმდეგება ვიდეო ჩანაწერში არსებულ სიტუაციას, მოითხოვს ფაქტების დაზუსტებას და სიღრმისეულ კონკრეტიკას.
საგამოძიებო ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ბრალდებული ლევან გალუსტიანი დანაშაულის ჩადენის ადგილას მოახდენს ინსცენირებას თუ რა მოხდა 4 და 6 აგვისტოს. აუცილებელია დავადგინოთ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან პოლიციის მიერ მოპოვებულ ვიდეო ჩანაწერში, ხვიჩა დუშუაშვილის გამოკითხვის ოქმში ურთიერთსაპირისპირო ფაქტები აღინიშნება, რაც საჭიროებს დაზუსტებას. გარდა ამისა, ლევან გალუსტიანის გამოკითხვის ოქმის მიხედვით ეწინააღმდეგება აღნიშნულს და ეს ყოველი საჭიროებს უფრო დეტალურ სიზუსტეს.
აღნიშნული მტკიცებულებები რელევანტური, რომ ყოფილიყო გადავწყვიტეთ დაცვის მხარემ ჩაგვეტარებინა საგამოძებო ექსპერიმენტი და ბრალდებული ლევან გალუსტიანი გამოგვეყვანა საპატიმრო დაწესებულებიდან, რადგან მიეღო მონაწილეობა ექსპერიმენტში. თავდაპირველად მივმართეთ განცხადებით საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, პასუხად მივიღეთ ის, რომ რადგან პანდემიაა და ეპიდსიტუაცია გაუარესებულია ქვეყანაში, ამ მიზეზით ვერ მოხერხდებოდა ბრალდებულის გამოყვანა საპატიმრო დაწესებულებიდან. არცერთმა ჩვენთაგანმა არიცის თუ როდის დასრულდება მსოფლიოში არსებული პანდემია და აქედან გამომდინარე ბრალდებული თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას ვერ შეძლებს მანამ სანამ პანდემია არ დამთავრდება, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წელი და ამ დროის განმავლოაში მას უნდა წაერთვას მისი კონსტიტუცით გარანტირებული უფლებები?!
პრობლემის მოსაგვარებლად მივმართე საქართველოს თბილისის საქალაქო სასამართლოს, აღმოჩნდა, რომ მისი პრეროგატივა არ ყოფილა აღნიშნული მოთხოვნა და გვთხოვა, რომ მიგვემართა საგამოძიებო ორგანოსთვის, ვინც ბრალდებულის საქმეს იძიებდა.
გამომდინარე აქედან, მივმართე საქართველოს პროკურატურის პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძეს, რომელმაც თავდაპირველად, სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ აღნიშნული უფლება, როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარეს გააჩნდა, რომ ადვოკატი უფლებამოსილი იყო გამოეყვანა ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებიდან და აღნიშნული პრობლემა მისი პრეროგატივა არ იყო.
რის შემდეგაც, პროკურორს მივმართე იმავე შინაარსის წერილობითი ფორმის განცხადებით, რათა მისგან მიგვეღო წერილობითი თანხმობა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში წარსადგენად, დეტალურად აღვწერეთ, თუ რაში მდგომარეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანშეწონილობა; რომ ირელევანტური გახლდათ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მაგრამ პროკურორის წერილით მივიღეთ პასუხი, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და შეუსაბამო იყო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობასთან.
არა მხოლოდ ბრალდებულ ლევან გალუსტიანის უფლებები დაირღვა მოცემული მუხლის ფარგლებში, არამედ მსჯავრდებულ მალხაზ კობაურთანაც იგივი შემთხვევას აქვს ადგილი, მისი ინტერესებიც არ იყო გათვალისწინებული, შეეზღუდა მას საქართელოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები, თუმცა სარჩელის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით მეორე შემთხევავს დეტალურად არ გავშლი.
მიჩნდება კითხვა: რატომ ანიჭებს საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო წინადადება პროკურორს უფლებამოსილებას, რომ მხოლოდ მან გასცეს ბრალდებულის საპატიმრო დაწესებულებიდან გამოყვანის უფლება? რისთვის გვაქვს ეს ნორმა? თუ არ მოხდება მისი სათანადოდ გამოყენება პრაქტიკაში. გარდა ამისა დაცვის მხარეს კანონმდებლობა არ გვანიჭებს უფლებას, რომ ბრალდებული საგამოძიებო მოქმედებების მიზნით გამოვიყვანოთ სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ბრალდების და დაცვის მხარეს აქვთ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას თანაბარი უფლება-მოვალეობები. მხარეები საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. გარდა ამისა, დაცვის მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით „ბრალდებულს აქვს უფლება დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს.
ზემოთ აღნიშნული მუხლები დაცვის მხარეს ანიჭებს უფლებას ჩაატაროს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო პატიმრობის კოდექსის დაცვის მხარეს ზღუდავს, რომლითაც ადვოკატს არ აქვს უფლება საპატიმრო დაწესებულებიდან ბრალდებული გამოყვანოს. საქართველოს „კანონი პატიმრობის კოდექსის“ 78-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო წინადადების მიხედვით „აგრეთვე თუ აუცილებელია ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით.“ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე მხოლოდ გამომძიებელს ან პროკურორის მეშვეობით შეიძლება ბრალდებულის გაყვანა პატიმრობის დაწესებულებიდან, აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა, რატომ არ სარგებლობს იგივე უფლებით დაცვის მხარე?
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა თანაბარ უფლებებს ანიჭებს ბრალდების და დაცვის მხარეს. აღნიშნული ნორმა არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს, ასევე საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებს, კერძოდ, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტს, სადაც „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.“
თუ კი ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით ამ შემთხვევაში საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლი შეუსაბამოა. რადგან აღნიშნული ნორმა დაცვის მხარეს არ მოიაზრებს, არამედ მხოლოდ გამომძიებლის ან პროკურორის კომპეტენციას გულისხმობს ბრალდებულის საპატიმრო დაწესებულებიდან გამოყვანისას, საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობისას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „კანონმდებელს აკისრებს ვალდებულებას, შექმნას მართლმსაჯულების ისეთი სისტემა, რომელიც შეძლებს სისხლისსამართლებრივ პროცესს დაქვემდებარებული პირის ინტერესების ჯეროვან დაცვას, არ ჩააყენებს მას არათანაბარ (არასამართლიან) პირობებში და გამორიცხავს სახელწიფო ორგანოთა მიერ თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების რისკს.“[1]
აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა თანაბარი უფლებებით უნდა უზრუნველყოფდეს როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარეს.
როგორც ზემოთ ავღნიშნე შეუსაბამოდ მიმაჩნია საქართველოს კანონი პატირობის კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის სარჩელში აღნიშნული სადავო წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები – ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.“[2]
იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, აპელირებული ნორმატიული ჩანაწერით ხდება თუ არა საპროცესო უფლებაში ჩარევა, თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ, თუ რა შინაარსის მატარებელია ადამიანის საპროცესო უფლებები.
საპროცესო უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, ადამიანის უფლება დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლოს უფლებაა, რომელიც დაიცვავს, მის კანონიერ ინტერესებს. ერთ ერთ საქმეზე სასამართლომ განაცხადა: „ [3]დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიან სასამართლო განხილვაზე უფლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მისი შეზღუდვითი ახსნა - განმარტება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ჭრილში დაუშვებელია“.
საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის დაცვის სუბიექტია ბრალდებული. საპროცესო უფლება არ წარმოადგენს აბსულუტურ უფლებას და მასში ჩარევა შესაძლებელია კონსტიტუციური ზღვრის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ ზღვარს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი. „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“.
რადგან სახეზე გვაქვს ჩარევა, მისი კონსტიტუციურობის შესაფასებლად აუცილებელია გამოვიყენოთ თანაზომიერების ტესტი.
უფლებაში ჩარევა გამართლებულად მიიჩნევა, თუ კი ის აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის მოთხოვნას.
თავდაპირველად უნდა გამოიკვეთოს ნორმის საჯარო ლეგიტიმური მიზანი, მოცემულ შემთხვევაში ნორმის მიღების წინაპირობებს თუ გავითვალისწინებთ, მისი არსებობის ლეგიტიმურ საჯარო მიზნად შეგვიძლია დავასახელოთ ბრალდებულის უფლებები, რაც კონსტიტუციის არსებობის მთავარ მიზანს წარმოადგენს. შესაძლოა საფრთხე შეექმნას ყველა ბრალდებულს, დაირღვას მათი უფლებები და თავი იგრძნონ დაუცველად, სახელმწიფოს მხრიდან დაჩაგრულ მდგომარეობაში.
ნორმის განსაზღვრული მოქმედებით, ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის შესაძლებლობის შესაფასებლად თვალსაჩინო უნდა იყოს, ის, რომ დაცვის მხარეს შეეძლოს საპატიმრო დაწესებულებიდან ბრალდებულის გამოყვანა, რადგან ზემოთ აღნიშნული შემთხვევის გამო არ განმეორდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევა. მათ მართლმსაჯულების და სახელმწიფოსადმი გაუჩნდებათ უნდობლობის გრძნობა, მიიჩნევენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მიკერძოებულია, არ იცავს მათ ინტერესებს და უფლებებს, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს და დაარღვევს დემოკრატიულობის პრინციპს.
ლეგიტიმური საჯარო მიზანსა და გამოსადეგობის ელემენტების გარდა სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში ჩარევის დამდგენი ნორმა თანაზომიერების ტესტის აუცილებლობის კომპონენტს უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთ დროს უნდა დადგინდეს არის თუ არა ნორმით დადგენილი მოქმედება მიზნის მიმღწევი ნაკლებმზღუდავი საშუალება. მოცემულ შემთხვევაში ნაკლებმზღუდავი საშუალება არ არსებობს.
თანაზომიერების ტესტის შეფასების ბოლო ეტაპია ჩარევის პროპორციულობის დადგენა, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს კონსტიტუციით დაცულ სამართლებრივ სიკეთეთა შეფასება და მათ შორის იმის განსაზღვრა თუ რომელი წარმოადგენს უფრო დიდ ღირებულებას. მოცემული შემთხვევიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვა, ბრალდებულიც ადამიანია და მასაც სჭირდა თავისი უფლებების და ინტერესების დაცვა. ამ შემთხვევაში დიდ ღირებულებას წარმოადგენს ბრალდებულის უფლებები არ იქნას შეზღუდული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის ძველი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით აღნიშნა: “კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას.” “კანონის წინაშე თანასწორობა, ეს არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის იდეა, კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები”.[4]
ზემოთ აღნიშნული არგუმენტების მიხედვით, მოვითხოვთ მიენიჭოს დაცვის მხარეს უფლება ბრალდებულის გამოყვანა საპატიმრო დაწესებულებიდან, საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
ზემოთ აღნიშნული ნორმა საქართველოს კონსტიტუციასთან, რომ იყოს შესაბამისი და სამართლიანი მიზანშეწონილი იქნება დაემატოს „ადვოკატი“ შემდეგი წესით: საქართველოს კანონის პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს: „ თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა, რომ ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს, ადვოკატს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით.“
მოვითხოვთ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონი პატიმრობის შესახებ კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის წინადადება, კერძოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს: „ თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა, რომ ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ საპატიმრო დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით.“
შესაბამისად, დაცვის მხარეს მიეცეს უფლება თანაბარ პირობებში იყოს ბრალდების მხარესთან და აღდგეს დარღვეული შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპი.
[1] (საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016.)
[2] საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22 იანვარი, 2015.
[3] დელკური ბელგიის წინააღმდეგ (delco-urt v. Belgium)
[4] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის
№3/3/601 გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს
კონსტიტუციურ წარდგინებაზე საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის
518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, II-11).
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა