უზბეკეთის მოქალაქე ინომჯონ ბუვამირზაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1661 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ინომჯონ ბუვამირზაევი |
თარიღი | 24 ნოემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით კომპიუტერული სისტემიდან დაცვის მხარისათვის სასარგებლო ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვაზე, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დანაშაულის ფაქტზე. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311-ე მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა)სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პრიმი მუხლის მოთხოვნებს
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარეობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციიური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებსაც, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული მათი უფელბანი და თავისუფლებანი. ცხადია გარანტირებული უფლება დაცვაზე და უფლება სამართლიან სასამართლოზე ვრცელდება არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ საქართველოს იურისდიქციაში მოქცეულ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზეც.
2021 წლის 28 სექტემბერს ქ. ბათუმში სატვირთო ავტომობილით გადაადგილებისას მოვყევი ავტოსაგზაო შემთხვევაში, რა დროსაც გარდაიცვალა ორი ადამიანი. კერძოდ საქართველოს კანონით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დავიწყე მანევრირება გზაჯვარედინზე თამარ მეფის გამზირიდან მარცხნივ ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით გადასასველი ხიდისკენ. მანევრირების დაწყების მომენტში ჩემი თვალთახედვის არეში საპირისპირო საავტომობილო გზაზე არანაირი სატრანსპორტო საშუალება არ მოძრაობდა, ვიდრე დავასრულებდი მანევრირებას (გზაჯვარედინის გადავლას და ხიდზე გადასვლას ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით) ჩემს მიერ მართულ სატვირთო სატრანპორტო საშუალებას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მარჯვენა მხრიდან შეეჯახა მისამბმელის შუა ნაწილში. მანევრირების დაწყებისას ჩემი მხედველობის არეში არ იყო მოქცეული აღნიშნული ავტომობილi. მისი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდან გამომდინარე როგორც მანევრის დაწყებისას, ასევე მანევრირების პროცესში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება ობიექტურად შეუძლებელი იყო ჩემთვის. ცხადია უაღრესად დამწუხრებული ვარ დამდგარი მძიმე შედეგების გამო, მაგრამ ჩემი ქმედებები არ არის მიზეზობრივ კავშირში მათთან ან/და ხსენებული შედეგები მე არ უნდა შემერაცხოს ოქბიექტურად. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან რამოდენიმე მეტრში მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური „ლუკოილი“ რომლის საწვავის ფასების ტაბლოზე განთვავსებულია ქუჩის გარე სათვალთვალო კამერა, რომლითაც აღბეჭდილია მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, როგორც ჩემი მანევრირების დასაწყისი, ასევე შემდგომ განვითარებული მოველენები. ცხადია იმისათვის, რომ შევძლო საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, მესაჭიროება მტკიცებულების სახით აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის სასამართლოში წარდგენა, ასევე მესაჭიროება ზემოთ აღნიშნული ვიდეო კადრების საფუძველზე შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა, საექსპერტო კვლევების უზრუნვლყოფა და მიღებული შედეგებით საკუთარი უდნაშაულობის დამტკიცება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბატონი ლაშა რომანაძის მიერ წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული ჩანაწერის (კომიუტერული მონაცემის გამოთხოვა კომპიუტერული სიტემიდან) გამოთხოვაზე, მოსამართლის მიერ განგვემარტა წერილობით (შესაბამისი განჩინებით) რომ დაცვის მხარის ეს უფლება არ ვრცელდებოდა ნაკლებად მძიმე და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზე გამოეთხოვა კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაცია. ასევე სააპელაციო სასამართლოს სასაგამოძიებო კოლეგიის მიერ იმავე საფუძველბით გვეთვქვა უარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყფილებაზე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს მისი გამოყენების სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარეც. ვინაიდან ამოვწურე საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მექანიზმები ერდაერთი შესაძლებობა მოვიპოვო ზემოთ აღნიშნული ვიდეო მტკიცებულება, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მით უმეტეს, რომ შეჯიბრებითი სამართალწარმოებიდან გამომდინარე არცერთი ნორმა არ ავალდებულებს ბრალდების მხარეს, რომ დაეხმაროს დაცვის მხარეს, მოიპოვოს გამამართლებელი მტკიცებულება და რომც მიმართოს ბრალდების მხარემ ასეთი შუამდგომლობით სასამართლოს არც ეხლა და არც ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ ნორმების ძალაში შესვლის მომენტიდან არ არის უფლებამოსილი ბრალდების მხარე დააყენოს შუამდგომლობა ყველა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე კომპიუტერული მონაცემების გამოსათხოვად.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მართალია საკონსტიტუციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობაზე N650-ე და N699-ე სარჩელების განხილვისას, საქმეზე ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მაგრამ მოცემულ სარჩელებში დავის საგანი იყო სადაო ნორმების მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოსთვის ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობით მიმართვის სუბიექტად განიხილავდა მხოლოდ პროკურორს. 136-ე მუხლის მე-4 ნაწილიადნ გამომდინარე კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვაზე ვრცელდება ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ დებულებები და მათ შორის 1433-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვაზე შუამდგომლობა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე, განზრახი მძიმე და სპეციალურად მითითებული ზოგიერთი კატეგორიის ნაკლებად მძიმე დანაშაულთა გამოძიების დროს. რაც ამ შუამდგომლობის შესაძლებლობას გამორიცხავს გაუფრთხილებლობით მძიმე და დანარჩენი ნაკლებად მძიმე დანაშაულების გამოძიების დროს. საკონსტიტუციო სასამართლო დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელებზე მსჯელობისას ვერ გასცდებოდა დავის საგანს და ვერ იმსჯელებდა ჩვენს მიერ დასახელებულ დავის საგანთან დაკავშირებით, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორტმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარცელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად მისი არასპატიო მიზეზით გაშვების საკითხი არ დგება დღის წესრიგში.
ზ) სარჩელში სადავოდ არის ქცეული მხოლოდ საკანონმდებლო აქტი, რადგან მის საფუძველზე არ არის გამოცემული რაიმე კანონმქვემდებარე აქტი, რომელიც დააბრკოლებდა ან შეზღუდავდა დაცვის მხარის ხსენებულ უფლებას.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2021 წლის 28 სექტემბერს ქ. ბათუმში სატვირთო ავტომობილით გადაადგილებისას მოვყევი ავტოსაგზაო შემთხვევაში, რა დროსაც გარდაიცვალა ორი ადამიანი. კერძოდ საქართველოს კანონით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დავიწყე მანევრირება გზაჯვარედინზე თამარ მეფის გამზირიდან მარცხნივ ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით გადასასველი ხიდისკენ. მანევრირების დაწყების მომენტში ჩემი თვალთახედვის არეში საპირისპირო საავტომობილო გზაზე არანაირი სატრანსპორტო საშუალება არ მოძრაობდა, ვიდრე დავასრულებდი მანევრირებას (გზაჯვარედინის გადავლას და ხიდზე გადასვლას ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით) ჩემს მიერ მართულ სატვირთო სატრანპორტო საშუალებას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მარჯვენა მხრიდან შეეჯახა მისამბმელის შუა ნაწილში. მანევრირების დაწყებისას ჩემი მხედველობის არეში არ იყო მოქცეული აღნიშნული ავტომობილi. მისი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდან გამომდინარე როგორც მანევრის დაწყებისას, ასევე მანევრირების პროცესში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება ობიექტურად შეუძლებელი იყო ჩემთვის. ცხადია უაღრესად დამწუხრებული ვარ დამდგარი მძიმე შედეგების გამო, მაგრამ ჩემი ქმედებები არ არის მიზეზობრივ კავშირში მათთან ან/და ხსენებული შედეგები მე არ უნდა შემერაცხოს ოქბიექტურად. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან რამოდენიმე მეტრში მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური „ლუკოილი“ რომლის საწვავის ფასების ტაბლოზე განთვავსებულია ქუჩის გარე სათვალთვალო კამერა, რომლითაც აღბეჭდილია მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, როგორც ჩემი მანევრირების დასაწყისი, ასევე შემდგომ განვითარებული მოველენები. ცხადია იმისათვის, რომ შევძლო საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, მესაჭიროება მტკიცებულების სახით აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის სასამართლოში წარდგენა, ასევე მესაჭიროება ზემოთ აღნიშნული ვიდეო კადრების საფუძველზე შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა, საექსპერტო კვლევების უზრუნვლყოფა და მიღებული შედეგებით საკუთარი უდნაშაულობის დამტკიცება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბატონი ლაშა რომანაძის მიერ წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული ჩანაწერის (კომიუტერული მონაცემის გამოთხოვა კომპიუტერული სიტემიდან) გამოთხოვაზე, მოსამართლის მიერ განგვემარტა წერილობით (შესაბამისი განჩინებით) რომ დაცვის მხარის ეს უფლება არ ვრცელდებოდა ნაკლებად მძიმე და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზე გამოეთხოვა კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაცია. ასევე სააპელაციო სასამართლოს სასაგამოძიებო კოლეგიის მიერ იმავე საფუძველბით გვეთვქვა უარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყფილებაზე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს მისი გამოყენების სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარეც. ვინაიდან ამოვწურე საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მექანიზმები ერდაერთი შესაძლებობა მოვიპოვო ზემოთ აღნიშნული ვიდეო მტკიცებულება, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მით უმეტეს, რომ შეჯიბრებითი სამართალწარმოებიდან გამომდინარე არცერთი ნორმა არ ავალდებულებს ბრალდების მხარეს, რომ დაეხმაროს დაცვის მხარეს, მოიპოვოს გამამართლებელი მტკიცებულება და რომც მიმართოს ბრალდების მხარემ ასეთი შუამდგომლობით სასამართლოს არც ეხლა და არც ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ ნორმების ძალაში შესვლის მომენტიდან არ არის უფლებამოსილი ბრალდების მხარე დააყენოს შუამდგომლობა ყველა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე კომპიუტერული მონაცემების გამოსათხოვად.
კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთება სადავო ნორმის კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტთან წინააღმდეგობის კონტექსტში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე კომპიუტერული ინფორმცაიის გამოთხოვისას გამოიყენება ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ნორმები, მათ შორის 1433-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი, რომ შესაბამისი შუამდგომლობა დაყენებული იქნას მხოლოდ მაშინ თუ სამართალწარმოება მიმდინარეობს განზრახი მძიმე, განსაკუთრებით მძიმე და სპეციალურად მითითებულ ზოგიერთ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე. კანონდმებლის ასეთი ცალსახა პოზიცია აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ არ არის ნებადართული შუამდგომლობა სხვა დანარჩენი კატეგორიის დანაშაულებზე. ცხადია ასეთი გაუმართლებელი შეზღუდვა არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ზოგიერთი მუხლი, რომლებზეც ნებადართულია ასეთი შუამდგომლობა გაცილებით მსუბუქი სასჯელის მატარებელია ვიდრე საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაშიც ვარ ბრალდებული. გარდა ამისა არსებული პრაქტიკით ბრალდების მხარეს მაინც რჩება ლავირების შესაძლებლობა, რომ ზოგჯერ მიზანმიმართულად იწყებს გამოძიებას იმგვარი კვალიფიკაციით, რომ შეეძლოს შუამდგომლობა კომპიუტერული ინფორმაციის გამოთხოვაზე. მაშინ, როდესაც დაცვის მხარე უპირობოდ შებოჭილია ზემოთ ხსენებული დანაწესით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მხარეს უნდა ჰქონდეს სამართალწარმოებაზე სამართლებრივი გავლენის მოხდენის, მტკიცებულების იმ პირობებში მოპოვების, წარდგენის და საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა, რომელიც არ აყენებს მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში. ჩვენ ვეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და არ გულისხმობს მტკიცებულებების წარდგენის შეუზღუდავობას, მაგრამ იმ შემთხვევებში თუ შეზღუდვა გამართლებული იქნება საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით. არავითარი ლოგიკური არგუმენტი არ არსებობს იმისათვის თუ რატომ არ უნდა გააჩნდეს განზრახ მძიმე დანაშაულებთან ერთად გაუფრთხილებლობით მძიმე დანაშაულებზე გამოძიების წარმოების დროსაც დაცვის მხარეს კომპიუტერული ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა. მით უმეტეს რომ ჩემს შემთხვევაში, თუ ვერ გამოვითხოვე აღნიშნული ვიდეოკადრები და ვერ ჩავატარე ექსპერტიზები, ჩემთვის აზრი ეკარგება კონსტიტუციით დეკლარირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ატარებს თვითმიზნურ ხასიათს, ქმნის საფრთხეს იმისა, რომ ვერ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა. მარტივი სამართლებრივი ლოგიკაა სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში, რომ დაცვის მხარეს უნდა შეეძლოს მტკიცებულებების წარდგენა თავის დასაცავად. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ასეთი შეზღუდვით დაცვისა და ბრალდების მხარეები თითქოს თანაბარ პირობებში არიან, მაგრამ საკოსნტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ხაზგასმით განმარტა, რომ დაცვის უფლება დამოუკიდებელი კონსტიტუციური გარანტიაა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნორმა არ არღვევს თანასწორობის პრინციპს, თუმცა მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის შესაძლებლობას დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან. საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე განმარტებული აქვს, რომ დაცვის უფლების გარანტირებით კოსნტიტუცია მიზნად ისახავს უსამართლო სამართალწარმოების შედეგად პირის მსჯავრდების პრევენციას, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დაცვის მხარის თავის დაცვის შესაძლებლობა ბრალდების მხარისაგან სხვადასხვა პროცედურული ინსტრუმენტებით. აღნიშნული შეზღუდვა ქმნის დაცვის მხარისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მიუწვდომლობისა და უსაფუძვლო მსჯავრდების საფრთხეს. სისხლის სამართალწარმოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაცვის მხარისათვის ციფრული მტკიცებულების მოპოვების უფლების მინიჭებას, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების პრაქტიკული რეალიზებისათვის, ასევე პირის კანონიერი მტკიცებულების საფუძველზე მსჯარვრდების უზრუნველყოფისათვის. იმ პირობებში, როდესაც სასმართლო პრაქტიკულად მოკლებულია საკუთარი ინიციატივით დამოუკიდებლად მტკიცებულების მოპოვებას და გამოკვლევას, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს აღნიშნული განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დროს დაცვის მხარისათვის ყველა იმ მტკიცებულების მოპოვების უფლების მინიჭებას, რომელსაც გადამწყვეტი ან ძირითადი მნიშვნელობა ჰქონდეს ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად. ჩემს შემთხვევაში კი როგორც უკვე მოგახსენეთ ერთადერთი გზა ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად არის შესაძლებლობა სატარნსპორტო შემთხვევის ამსახველი ვიდეო მტკიცებულების მოპოვებისა და შემდგომ მის საფუძველზე მთელი რიგი ექსპერტიზების ჩატარებისა, რის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს უფლება გარანტირებულ დაცვაზე და უფლება სამართლიან სასამართლოზე, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედია. მართალია საკონსტიტუციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობაზე N650-ე და N699-ე სარჩელების განხილვისას, საქმეზე ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მაგრამ მოცემულ სარჩელებში დავის საგანი იყო სადაო ნორმების მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოსთვის ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობით მიმართვის სუბიექტად განიხილავდა მხოლოდ პროკურორს. 136-ე მუხლის მე-4 ნაწილიადნ გამომდინარე კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვაზე ვრცელდება ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ დებულებები და მათ შორის 1433-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვაზე შუამდგომლობა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე, განზრახი მძიმე და სპეციალურად მითითებული ზოგიერთი კატეგორიის ნაკლებად მძიმე დანაშაულთა გამოძიების დროს. რაც ამ შუამდგომლობის შესაძლებლობას გამორიცხავს გაუფრთხილებლობით მძიმე და დანარჩენი ნაკლებად მძიმე დანაშაულების გამოძიების დროს. საკონსტიტუციო სასამართლო დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელებზე მსჯელობისას ვერ გასცდებოდა დავის საგანს და ვერ იმსჯელებდა ჩვენს მიერ დასახელებულ დავის საგანთან დაკავშირებით, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორტმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“.
გამომდინარე ყოველივე აღნიშნულიდან გთხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოთ სადაო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს დაცვის მხარის უფლებას ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულზე გამოძიების მიმდინარეობისას გამოითხოვოს კომპიუტერული სისტემიდან მონაცემი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი