• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩიტაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 8.09.2017
      • N1/15/1244
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე ირაკლი ღვამბერია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 8.09.2017
      • N1/16/1245
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე ირაკლი ღვამბერია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 6.07.2017
      • N1245
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩიტაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 6.07.2017
      • N1244
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • საქართველოს მოქალაქე ირაკლი ღვამბერია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 5.04.2016
      • N742
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის №1/16/742 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "საქართველოს მოქალაქე ირაკლი ღვამბერია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე ირაკლი ღვამბერია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/16/742
თარიღი 25 ნოემბერი 2016
გამოქვეყნების თარიღი 25 ნოემბერი 2016 18:19

კოლეგიის შემადგენლობა:

ლალი ფაფიაშვილი- სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე- წევრი;

მაია კოპალეიშვილი- წევრი;

მერაბ ტურავა- წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეირაკლი ღვამბერია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №742) მიმართა საქართველოს მოქალაქე ირაკლი ღვამბერიამ. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 6 აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს.

2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე–19 მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „თუ მესაკუთრე ისარგებლებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებით, იგი ვალდებულია გაითვალისწინოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები“, კერძოდ, მესაკუთრე უფლებამოსილია, მიმართოს სამინისტროს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები იმ დევნილის/დევნილი ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით, რომელიც მართლზომიერად ფლობს საცხოვრებელ ფართობს. აღნიშნული მოთხოვნით მიმართვისას მესაკუთრე ვალდებულია, გაითვალისწინოს, რომ დევნილს, სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე, ამავე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ გაასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან.

4. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, იმ დევნილების/დევნილთა ოჯახის გამოსახლება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ იქნა განსახლებული და საკუთარი ძალებით იპოვა საცხოვრებელი, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრემ სამინისტროს მიმართა განცხადებით მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე რეგისტრირებული დევნილის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. ამ შემთხვევაში დევნილს/დევნილის ოჯახს ასახლებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.

6. №742 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ბინის ნაწილში ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები, რომლებიც თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნენ მართლზომიერ მფლობელებად.

7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რადგან მესაკუთრის თანხმობის გარეშე ხდება მისი საკუთრების დაკავება განუსაზღვრელი ვადით იმ პირთა მიერ, რომელთანაც მესაკუთრეს არ გააჩნია სახელშეკრულებო ვალდებულებები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დევნილმა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ შესაძლოა ხელოვნურად გააჭიანუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მიმართვა. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კანონმდებლობით, მესაკუთრეს და სამინისტროს დევნილის მიმართვის გარეშე არ აქვთ უფლება, დევნილს/დევნილის ოჯახს შესთავაზონ ახალი საცხოვრებელი ფართობი, რაც ხელყოფს მისი საკუთრების უფლებას.

8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კანონი არ შეიცავს მესაკუთრის საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმებს და ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის მიერ საკუთრების შეუზღუდავად ფლობის გარანტირებას. მოსარჩელის მტკიცებით, დევნილები რეგისტრირებული არ არიან მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, რის გამოც, მას არ აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს ასეთი რეგისტრაციის გაუქმება, რის გარეშეც იგი ვერ სარგებლობს დევნილების გამოსახლების მოთხოვნის უფლებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №742 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №742 („საქართველოს მოქალაქე ირაკლი ღვამბერია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ლალი ფაფიაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ