საქართველოს მოქალაქე კახაბერ ბასილაური საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 573 |
ავტორ(ებ)ი | კახაბერ ბასილაური |
თარიღი | 31 იანვარი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოსარჩელემ 2013 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა შსს სსიპ დაცვის პოლიციას და მოითხოვა 4 (ოთხი) თვის ხელფასი ერთდროული დახმარების სახით, რომელიც ეძლეოდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის #213 ბრძანებულების ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის #139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, მიხედვით (მუხლი 75) შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია მიღების უფლებით ერთდროული დახმარების სახით ეძლევა უკანასკნელი 4 (ოთხი) თვის ხელფასი. 2013 წლის 8 აპრილს პასუხით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მოსარჩელეს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ,,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის #139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურისგავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" 75-ე მუხლის (დათხოვნილთა შეღავათები და ანაზღაურება) მოქმედება 2004 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეჩერებული იყო და მისი ამოქმედება იგეგმებოდა 2013 წლის 1-ლი იანვრიდან, მაგრამ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის #1141 ბრძანებულებით იგი ძალადაკარგულად გამოცხადდა და შესაბამისად დეპარტამენტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა. ადმინისტრაციული ორგანოს უარმა პირდაპირი ზიანი მიაყენა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ვერ მიიღო კანონით მინიჭებული ერთდროული დახმარება, რომლის მიღების უფლება შს ორგანოს თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 1979 წლიდან მოიპოვეს. დებულების 75-ე მუხლში 2004 წელს შევიდა ცვლილება, ხოლო მოპოვებული უფლებების გაუარესება და მითუმეტეს მისი გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და გარანიების დაცვის თაობაზე მიღებულ საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს, რომელთაც მიერთებულია საქართველო და რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. ამ ბრძანებულების განხორციელების შემდეგ ახალი კანონის ამოქმედებით ძველ პერიოდზე კანონს მიენიჭა უკუქცევითი ძალა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, რამაც მოსარჩელის უფლების შელახვა გამოიწვია. მოცემული ნორმის არსებობა 2013 წლის 31 დეკემბრამდე ცხადყოფდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ვალდებულებას გაეცა ერთდროული დახმარების სახით 4 (ოთხი) თვის ხელფასი, რადგან ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი არეგულირებდა ნორმატიული აქტების მოქმედების ზოგად წესებს. ხსენებული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად კი ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენდა ან ამძიმებდა პასუხისმგებლობას, უკუძალა არ ჰქონდა, მას უკუძალა ენიჭებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, რაც მოცემულ შემთხვევაში დადგენილი არ ყოფილა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლისა და 109-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეებზე შესაბამისი დახმარების გაცემის შეჩერება. განსახილველ საკითხთან მიმართებაში საყურადღებოა ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტში მითითებული არგუმენტები, კერძოდ მოქალაქეთა ხელფასის ზრდის ფონზე მიუღებელია ის ვითარება, რომ მოსარჩელეები და მათი კატეგორიის ადამიანები, სამუშაოდან განთავისუფლებისას გამოსასვლელ დახმარებასაც კი ვერ იღებენ. ადამიანის უფლებებისადმი ასეთი მიდგომა არ შეესაბამება სახელწიფოს სოციალურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ნებისმიერი მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. ასევე აქვე განმარტებულია, რომ სადაო აქტით ასევე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლიც, რომლის პრინციპული დებულებაა ის, რომ ,,სახელმ,წიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში", ეს კი გულისხმობს, რომ არა მარტო უმუშევრის სტატუსის განსაზღვრამოაწესრიგებს და სამუშაოს პოვნაში რეალურ დახმარებას, არამედ სამუშაოდან დათხოვნის დროიდან კუთვნილი კომპენსაციის, კერძოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქარტთველოს კანონის 109-ე მუხლის 1-ლი პუნტქით გამოსასვლელი დახმარების მიღების უფლებასაც. ეს დახმარება წარმოადგენს მოქალაქეთა დასაქმების ანუ სამუშაოს პოვნის ერთ-ერთ წინაპირობას იმ თვალსაზრისით, რომ მანამდე ადამიანმა თავი გაიტანოს და არსებობა შეინარჩუნოს. სადაოდ ქცეული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება კი თავის მხრივ უმუშევრად დარჩენილ მოხელეს დასაქმებაში სახელმწიფოს ხელშეწყობის პირველადი ღონისძიებაა. უდავოა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოთაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არა აქვს მინიჭებული უკუქმედების ძალა. მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება მოხდა ზემოთხსენებული სადაო ნორმის მოქმედების პერიოდში, შესაბამისად მოსარჩელემ თავისი უფლების რეალიზაცია მოახდინა დროულად, 2012 წლის 28 დეკემბრამდე, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აუნაზღაურა ერთდროული დახმარება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმას, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი გულისხმობს არამხოლოდ სარჩელის შეტანას, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. სამართლიანი სასამართლოს უფლება პირველ რიგში ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომელმაც 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის პერიოდში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა საკანონმდებლო ნორმა, რაც მას მისცემდა მოთხოვნილი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების შესაძლებლობას, შესაბამისად არ არსებობდა დახმარების გაცემაზე სამართლებრივი საფუძველი, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ქმედების განხორციელების დავალების და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2013 წლის 23 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრდა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს სარჩელის არმიღების საფუძვლები, ვინაიდან საქართველოს კანონის ,,საკონსტიტუციო სამართლაწარმოების შესახებ" მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი და კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენბილ მოთხოვნებს. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა არაკონსტიტუციური, უკანონო ბრძანებულების მიღება, იგი უნდა შეხებოდა ამ ბრძანებულების მიღების შემდგომ პენსიაზე დათხოვნილ პირებს და არა ბრძანებულების მიღებამდე პენსიაზე გასულ პირებს, ვინაიდან მათ ეს უფლება უკვე მოპოვებული ჰქონდათ, როგორც მოსარჩელეს. ამ ბრძანებულების მიღებით ყოფილმა პრეზიდენტმა დაარღვია პენსიაზე გასული თანამშრომლების ქონებრივი უფლებები, ვინაიდან ქონებრივი უფლების ჩამორთმევაშეიძლება მხოლოდ სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, ყოფილი პრეზიდენტის 2012 წლის 28 დეკემბრის #1141 ბრძანებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუყხლის 1-ლი პუნქტს და ძალადაკარგულად უნდა იქნეს გამოცხადებული.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი