ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1689 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ალექსანდრე ახალაძე |
თარიღი | 16 მარტი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუშვებლად აცხადებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როცა აღმოჩნდა რომ დოკუმენტი რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუშვებლად აცხადებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როცა აღმოჩნდა რომ: დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღევა და ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუშვებლად აცხადებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როცა აღმოჩნდა რომ: დადგინდა ამ საქმეზე მხარეთა და მათი წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება და ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუშვებლად აცხადებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როცა აღმოჩნდა რომ: მხარისათვის ცნობილია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს , გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას და ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი როცა განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებთან მიმართებაში. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39 -ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; , ამავე ორგანული კანონის 31-ე მუხლი,
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
. სარჩელი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის დადგენილ მოთხოვნებს:
2. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
3. შემოტანილია უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული
უფლებების დარღვევის გამო ;
4. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;
5. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა
გადაწყვეტილება;
6. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით;
7. საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსი დავა განხილული არა აქვს. მისი მსჯელობები შეეხება თითქმის იდენტურ დავებს თუმცა ისინი სხვა მოტივებზე დაყრდნობით ითხოვდნენ სადაო მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას.
კერძოდ: სასამართლოს წარმოებაშია #1400 სარჩელი, რომელიც წარმოებაში მიიღეს არსებითად განსახილველად 2021 წლის 05 აპრილს იხილეთ ოქმი ელექტრონულად საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერძე 3/4/1400. #1400 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განიხილეს და მისი განხილვა დასრულდა 2021 წლის 21 აპრილს, და სასამართლო სათათბიროშია, თუმცა დღემდე არ არის გადაწყვეტილება მიღებული;
სასამართლოს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.09.18წ. კონსტიტუციური წარდგინება #1352 რომელიც წარმოებაშია მიღებული 14.02.2020.
სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით მსგავს მუხლზე მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იხილეთ წარდგინება #1607, 2021 წლის მაისი, თუმცა მის მიღებაზე ჯერ არ უმსჯელია სასამართლოს.
,,ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2003 წლის 30 აპრილს, მიიღო №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
დასახელებულ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მითითებული ნორმით დადგენილ ხანდაზმულობის ვადას, საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422–ე ან/და 423-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კონკრეტულ საფუძველზე მითითების გარეშე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილებაში, საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობაზე იმსჯელა ზოგადად, საქმის წარმოების განახლების რომელიმე კონკრეტულ საფუძველთან მიმართების გარეშე და სადავო ნორმა კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია, თუმცა, იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა ცალკეული საგამონაკლისო შემთხვევების დადგენის აუცილებლობასა და საჭიროებაზე. კერძოდ, სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ „ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მომწესრიგებელი ნორმები საჭიროებენ შემდგომ სრულყოფას. კერძოდ, მხედველობაშია მისაღები იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც მართალია ადგენენ კონკრეტულ, აღმკვეთ ვადებს, რომლის შემდეგაც დაუშვებელია გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ მათგან ითვალისწინებენ ცალკეულ გამონაკლისებს“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი, ასევე, განხილული იქნა №3/1/531 საქმეზე, „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ მაშინ, როდესაც პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი).
საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 5 ნოემბერს მიღებული №3/1/531 გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეების გარკვეულ კატეგორიებთან მიმართებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არაკონსტიტუციურად ცნო. თუმცა მოცემულ საქმეზე მსჯელობის საგანი არ ყოფილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობის საკითხი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილში ჩამოთვლილ
შემთხვევებთან, მათ შორის, ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან მიმართებით. მნიშვნელოვანია, რომ მითითებულ საქმეში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირებულად მიუდგა საკითხს იმის მიხედვით, თუ ვის სასარგებლოდ იყო დავა გადაწყვეტილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც ადგენდა კერძო პირების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის 5-წლიან ხანდაზმულობის ვადას, სამართლიანი სასამართლოს უფლების შესაბამისად მიიჩნია. თუმცა დაადგინა, რომ ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის დაწესება სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნისთვის, აწესებდა არასამართლიან ბალანსს და არათანაზომიერად ზღუდავდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას იმ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, რომელიც მიღებულია სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტუტიციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებებით ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული არ არის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელების ფარგლები.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა) გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, მაშინ როცა ახალი გარემოება, რომელიც ქმნის დასახელებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს გამოვლინდა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 7 წლის გასვლის შემდეგ. (კერძოდ, იმ ორგანოს დადგენილება პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაუქმდა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 7 წლის გასვლის შემდეგ).
დადგენილია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, განმცხადებლები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მიემართათ სასამართლოსთვის და მოეთხოვათ საქმის წარმოების განახლება, რის გამოც ხანდაზმულობის ვადით სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა ვერ იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული. ამგვარი მიდგომა შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით ,,სასარჩელო ხანდაზმულობის ვადით სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინ იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება, თუ პირი აღჭურვილი იქნება საკმარისი და ადეკვატური ბერკეტებით, იცოდეს კონკრეტული უფლების დაცვის საჭიროებისა და ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის თაობაზე“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-33).
8. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა საჭირო იქნებოდა სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოვითხოვთ
1. ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმ შემთხვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“; ,,ბ“ ,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნტებთან;
2. ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა იმ შემთხვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამავე კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“-ქვეპუნქტთან;
3. ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა იმ შემთხვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამავე კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“-ქვეპუნქტთან;
4: ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა იმ შემთხვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამავე კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“-
5) ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა იმ შემთხვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამავე კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებთან;
საქართველოს კანონი 2010 წლის 4 მაისის კანონი №3035 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.163
შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საქალაქო სასამართლის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ალი ისჰან ორჰანის წარმომადგენლის მ.მილორავას სარჩელი დაკმაყოფილდა. ალექსანდრე ახალაძეს ორჰანის სასარგებლოდ დაეკისრა 26 500 აშშ დოლარი. მოპასუხე ალ.ახალაძის შეგებებული სარჩელი 2008 წლის 22 სექტემბრის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 1543,38 ლარის და ადვოკატის მომსახურების 500 ლარის ანაზღაურება.
საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს განჩინებით დასახელებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2013 წლის 07 მარტს.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება #041100915 სისხლის სამართლის საქმე ალექსანდრე ახალაძის ქუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
2011 წლის 05 იანვარის დადგენილებით #041100915 სისხლის სამართლის საქმეზე ალექსანდრე ახალაძე ცნობილი იქნა დაზარალებულად.
#041100915 სისხლის სამართლის საქმე ალექსანდრე ახალაძის ქუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულად ცნობილი იქნა ალი იჰსან ორჰანი. საქმეზე გამოიკითხა მოწმეებიც.
2016 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებით ბრალდებულის ალი იჰსან ორჰანის გარდაცვალების გამო შეწყდა ბრალდებულის სისხლის სამართლებრივი დევნა. ( #041100915 სისხლის სამართლის საქმე ალექსანდრე ახალაძის ქუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.)
სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილი იქნა ორჰანის ბრალეულობა და ფაქტები, რომ სარჩელის საფუძვლად დადებული 2008 წლის 22 სექტემბრის სესხის ხელწერილი და სხვა წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეესაბამება სინამდვილეს.
მიუხედავად განმცხადებლის დაზარალებულად ცნობისა ალ.ახალაძეს არ მიეწოდა სისხლის სამართლის საქმის მასალის ასლები. აღნიშნული დასტურდება ქუთაისის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 30 ოქტომბრის #13/29-68829 და 2016 წლის 04 ნოემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წერილით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ნური ორჰანის განცხადება უფლებამონაცვლედ დადგენის შესახებ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე #2/322-10) მითითებული მოსარჩელე ალი იჰსან ორჰანის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნური ორჰანი.
2016 წლის 30 ოქტომბრის ქუთაისის რაიონული პროკურატურის წერილის თანახად ალ. ახალაძეს ეცნობა, რომ იგი არის დაზარალებული ალი იჰსან ორანის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ალექსანდრე ახალაძის ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ხოლო გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე 3 ნაწილით. თუმცა მას, როგორც დაზარალებულს საქმის მასალები ვერ გადაეცემოდა. სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, სადაც ის განმარტავს რომ ალეკო ახალაძეს რაიმე ვალი მის მიმართ არ გააჩნია, სარჩელში მითითებული თანხა არის დანადგარების შეძენისათვის თუმცა დანადგარები მისი არ არის იხ. ალი ორჰანის 03 მარტის ჩვენება . ასევე ყურად საღებია: 2011 წლის 01 აპრილის მიზამეთინ ილანის; 2011 წლის 14 იანვრის მუნურ გულთექინის; 2011 წლის 14 თებერვლის ალი იჰსან ორანის; 2011 წლის 03 მარტის ალი იჰსან ორჰანის; 2011 წლის 08 აპრილის ჰასან აიდინის ჩვენებები და დაკითხვის ოქმები.
2019 წლის 14 ივნისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #041140619006 საქმეზე.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის 2021 წლის 02 დეკემბრის #0014523938 დადგენილებით სისხლის სამართლის #041140619006 საქმეზე ნური ორჰანის მიმართ შეწყდა გამოძიება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო (დანართი დედანი მასალები ამოღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან #041100915 სისხლის სამართლის დედანი საქმის მასალები 4 (ოთხ) ტომად და ალი იჰსან ორჰანის სამოქალაქო სარჩელის საქმის დედანი მასალები 7 (შვიდ) ტომად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.) ნური ორჰანს ბრალი ედებოდა ალი იჰსან ორჰანთან თანამონაწილეობით ალექსანდრე ახალაძის ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
დადგენილებით ირკვევა, რომ 2019 წლის 14 ივნისს შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #041140619006 საქმეზე, ნური ორჰანის მიერ თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე 2 ნაწილის,,ა“ და მე 3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 362 ე მუხლის მე 2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნული საქმის საფუძველი გახლდათ ალექსანდრე ახალაძის განცხადება ნური ორჰანის მიმართ ალი ორჰანთან ერთად თაღლითობაში თანამონაწილეობისათვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით. როგორც ზემოთ ავღნიშნე ალ. ახალაძე ცნობილი იყო დაზარალებულად ალი იჰსან ორჰანის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის #041100915 საქმეზე.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის 2021 წლის 02 დეკემბრის #0014523938 დადგენილებაში აღნიშნულია გამოძიების დროს შეკრებილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილ ფაქტებზე; კერძოდ: ალექსანდრე ახალაძეს არ მიუღია სესხის სახით ალი იჰსანისაგან რაიმე თანხა. სასამართლოში ალი ორჰანის მიერ დაზუსტებული სარჩელით დაკონკრეტდა ფაქტი, რომ თანხა ალი ორჰანს ეკუთვნოდა კომპანია შპს ,,სკამი +“ სათვის დაზგა-დანადგარების შეძენისათვის. სამართალწარმოების პროცესში ალი ორჰანის ადვოკატმა მაგდა მილორავამ დაზგა დანადგარების ყიდვის შესახებ სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტები წარმოადგინა. იხილეთ 2011 წლის 24 მარტის ცნობა (ტომი 1). ქუთაისის რაიონული პროკურატურის 2022 წლის 24 იანვრის #13/29-3234 წერილის თანახმად, დგინდება რომ ,,თურქული ფირმებიდან ,,ინთემაქ ინქაია“; ,,ოზან იელქენი“; ,,შაჰინლერ თიჯარეთი“ და ,,ქარადენიზ თიჯარეთ“ სახელით გამოგზავნილ წერილებში არსებული ინფორმაცია (წარმოდგენილია ადვოკატ მაგდა მილორავას მიერ): ფირმა ,,ბორჩქალილარისა“ და ,,სეჩქინის“ მიერ ინთემაქ ინქაია“ ,,ოზან იელქენი“ს ,,შაქინლარ თიჯარეთი“ და ,,ქარადენიზ თიჯარეთ“-ის კუთვნილი ტვირთები საქართველოს სახელმწიფო და საბაჟო საზღვარზე არ შემოსულა”.
დგინდება, რომ საქმეში წარდგენილია ყალბი დოკუმენტები. მოწმის ალი ორჰანისა და ნური ორჰანის შეგნებულად ცრუ ჩვენება თითქოს ვალი ჰქონდა ალ.ახალაძეს. სახეზეან სასამართლოს განგებ შეცდომაში შეყვანის ფაქტი ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. ირკვევა რომ არანაირი ტვირთი საბაჟოზე არ არის შემოსული.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობა აღიარების ხელწერილს, მოწმეთა ჩვენებას, წარმომადგენლის ახსნა განმარტებას რაც წარმოადგენს ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და სასამართლოს განგებ შეცდომაში შეყვანას. ამას გარდა სხვა ზემდგომი სასამართლოების მხრიდან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება განაპირობა სხვა მტკიცებულებებმა და ფაქტობრივმა გარემოებებმა. შესაბამისად საბოლოოდ გადაწყვეტილების გამყარება და ძალაში დატოვება ასევე ეფუძნება ტვირთის გადაზიდვის დოკუმენტს, რომელიც ყალბია. დადგენილებებით დადგენილია მხარეთა - კრედიტორთა დანაშაულებრივი ქმედება. ყურადსაღებია ჰასან აიდინის ჩვენება ტ 1 ს.ფ. 158 სადაც დადგენილია რომ დაზგა დანადგარების შეძენის დოკუმენტზე მისი ხელმოწერა გაყაკბებულია. ასევე ალი იჰსან ორჰანის ჩვენება ტ 1 ს.ფ. 120 ტ.1. ს.ფ. 150 . ტ.1 ს.ფ. 180 სადაც ის აღნიშნავს რომ მას რაიმე თანხა ალექსანდრე ახალაძისათვის არ უსესხებია ნაღდი თანხა და ეს იყო დანადგარებისათვის არსებული თანხა.“
მოწმე ეროლ კაიას ჩვენებით დგინდება, რომ ალი ორჰანმა და ნური ორჰანმა თხოვა დანადგარების შეძენის ხელწერილის შედგენა. საბოლოოდ ნური ორჰანის კარნახით შედგა ხელწერილი, რომელზეც ჰასან აიდინს ხელი არ მოუწერია. იგივე დასტურდება ჰასან აიდინის შვილის -აბულ ქერიმ აიდინის ნოტარიულად დამოწმებული წერილით და გამოკითხვითაც. ჰასან აიდინისაგან გია ახალაძემ შეიტყო რომ მას ნური ორჰანი თხოვდა შეედგინა ცნობა თითქოს ალი ორჰანმა სამჯერ გადმოიტანა დაზგა დანადგარები. რაზეც უარი მიიღო.
გამოძიების პროცესში დადგინდა რომ არ დასტურდება ცნობების ნამდვილობა, შესაბამისად არ დასტურდება დაზგა დანადგარების შეძენის ფაქტი და არც მათი საბაჟოზე გადმოზიდვა, არც მათი შპს ,,სკამი +“ სათვის მიწოდების. ვინაიდან დოკუმენტები შედგენილია 2011 წლის 16 მარტს და ქმედება ხანდაზმულია არ ექვემდებარება შემდეგ გამოძიებას.
სამართლიანი სასამართლოს პრინცი ითვალისწინებს მაქსიმალურად დაცული უნდა იქნეს ალექსანდრე ახალაძის უფლებები. განმცხადებელი ალი ორჰანის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღიდან იბრძვის მისი უფლებების დაცვისათვის, თუმცა მას კანონმდებლობაში არსებული რიგი ხარვეზების გამო, მაგალითად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ვერ იქნა სრულყოფილად მოძიებული მასალა. ამიტომ ის არ უნდა იქნეს მაქსიმალურად გათვალისწინებული მისი უფლებები და არ უნდა იქნეს დაზარალებული. რეაურად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მას ასევე ადგება ქონებრივი ზიანი.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის 2022 წლის 24 იანვრის #13/29-3234 წერილი ალ. ახალაძეს ჩაჰბარდა 2022 წლის 24 იანვარს, ამიტომ გასაჩივრების 1 (ერთ) თვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2022 წლის 25 იანვრიდან.
განცხადება წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადს, რადგან გასაჩივრებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ალექსანდრე ახალაძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვალს და მოითხოვა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმე #2/322-10 ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განახლდეს საქმის წარმოება, არ დაკმაყოფიდეს ალი იჰსან ორჰანის წარმომადგენლის მ.მილორავას სარჩელი და დაკმაყოფილდეს ალექსანდრე ახალაძის შეგებებული სარჩელი.
განმცხადებლის აზრით დარღვეულია მისი კონსტიტუციური უფლება სამართლიანი სასამართლოსა და საკუთრების უფლების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
მუხლი 421. საქმის წარმოების განახლების სახეები
1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
ამავე კოდექსის მუხლი 423. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ
+
1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
2. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მითითებული კოდექსის
მუხლი 426. განცხადების შეტანის ვადა
1. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
2. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
4. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 31. საპროცესო უფლებები
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 19. საკუთრების უფლება
1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საკუთრების უფლების დარღვევაა უკანონოდ სხვის მიერ ალ.ახალაძის ფინანსების მითვისება.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობის მიუხედავად, პირს ერთმევა უფლება კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების საპროცესო ინსტიტუტით, სსსკ–ის 426–ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1 (ერთ) თვიანი და მე–4 ნაწილით ხანდაზმულობის 5–წლიანი ვადის დაწესების გამო, იმ პირობის მიუხედავად, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძველი წარმოიშვა სადავო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო დანაწესი პირს უსპობს უფლების რეალიზაციის საშუალებას და იგი რჩება დაუცველი ვინაიდან მის მიმართ განხორციელდება უკანონო გადაწყვეტილების აღსრულება საკმაოდ სოლიდურ თანხაზე 26 500 (ოცდაექვსიათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდით. ამავდროულად საქმეშია ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქე რომლისთვისაც ცნობლია დოკუმენტების გაყალბების, ასევე თაღლითობის ფაქტი, თუმცა ის კანონის ლავირების საფუძველზე ცდილობს თანხის მიღებას. ამდენად, ვფიქრობ საქართველოს სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და დაიცვას მისი მოქალაქის კანონიერი უფლებები რათა ის არ გახდეს თაღლითების მსხვერპლი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა