ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1697 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლაშა შუკაკიძე |
თარიღი | 3 მაისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი - თავისუფლების ქარტია
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი თავისუფლების ქარტიის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტი: კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია − ისეთი იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა. |
საქართველოს კონსტიტუცის მე-11, მე-12, მე-17 და 22-ე მუხლები. |
საქართველოს კანონი თავისუფლების ქარტიის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტი: კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა − ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს. |
საქართველოს კონსტიტუცის მე-11, მე-12, მე-17 და 22-ე მუხლები. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-12ე, მე-17, და 22-ე, მუხლებით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 31 მარტს მიღებული იქნა ახალი კანონი სახელწოდებით „თავისუფლების ქარტი“ რომლის მე-2 მუხლში რომელიც მოიცავს ტერმინთა განმარტებას „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში კომუნისტური „იდეოლოგია“ და „ სიმბოლიკა“ განმარტებულია შემდეგნაირად.
კომუნისტური იდეოლოგია - კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია ისეთი იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა
კომუნისტური სიმბოლიკა - კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.
რეალურად კომუნისსტური იდოლოგია წარმოადგენს საკმაოდ გავრცელებული ტიპიურ მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიას, რომლის მთავარ საყრდენს სოციალური თანასწორობის, უფრო ზუსტად კი უთანასწორობის მაქსიმალურად შემცირების იდეა წარმოადგენს. კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევრების აზრით, სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გასწიოს ადამიანებს შორის სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს და უმუშევრებს. ეს მიდგომა რადიკალურად ეწინააღმდეგება ლიბერალურ იდეებს.
კომუნისტური იდოლოგია და სიმბოლიკა არცერთი საერთაშორისო სასამართლოს, ტრიბუნალის, ან თუნდაც რაიმე სახის საერთასორისო ორგანიზაცის მხრიდან აკრძალული არ ყოფილილა და ვერც იქნება. რომელიც საშვალებას მისცემდა თავისუფალი ქარტის მომგონლებს და შემქნელებს ადგილობრივი კანონმდებლობის დონეზე მაინც მიეღოთ კანონი რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციასთან.
თავისუფლების ქარტის მომგონლების მიერ „კომუნისტური იდეოლოგია“ მოხსენიებულია როგორც „კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია“ გარდა 2011 წელს შექმნილი ქართული თავისუფლების ქარტისა არ არსებობს არცერთი იურიდიული მნიშვნელობისა და საერთაშორისო ძალი მქონე დოკუმენტი სადაც, „კომუნისტური იდეოლოგია“ მოხსენიებული იქნებოდა როგორც „კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია“ რომელიც უფლებას მისცემდა თავისუფლრბის ქარტის შემქნელებს კანონში კომუნისტური იდეოლოგისთვის მიენიჭებინათ ტოტალიტარული იდეოლოგის სტატუსი.
გარდამისა ქართულ თავისუფლების ქარტიაში კომუნისტური იდეოლოგია განმარტებულია როგორც მასობრივი და ფიზიკური ტერორის განმახორციელებელი სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა.
მაგრამ კომუნისტური იდეოლოგის არცერთ სახელმძღვანელოში არცერთ მატერიალურ ნაშრომში. და არც რომრლიმე კომინისტური იდოლოგის შემოქმედისა თუ ამიდეის განმახორციელებელ, მატერებელი ლიდერების გამოსვლებში ან გამონატქვამებშიც კი არფერია მსგავსი ასაუხული ან ნათქვამი რაც ხსენებულ კანონშია ჩამოთვლილი.
ქართულ თავისუფლების ქარტიის მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში ასახული და ჩამოთვლილი ქმედებები როგორც იდოლოგისა და წყობის თანმდევი დამახასიათებელი თვისება ყველაზე ახლოს მსოფლიოში არსებულ წყობათა და იდეოლოგიათაგან არის „ნაცისტურ“ იდეოლოგიასთან, მხოლოდ ნაცისტური იდეოლოგისა და მართველობის ქვეყნები გამოიყენებდნენ კანონში ასახულ მეთოდებს სხვაერების და რასის განადგურების მიზნით, განსაკუთრებით მიმზიდველი მათვის კი ქალების და ბავშევების საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯა წარმოადგენდა,
ქართული „თავისუფლების ქარტის“ შემქნელების მხრიდან კანონში ასახული და წარმოჩენილი კომუნისტური იდეოლოგია, აშკარად არის აცტენილი რეალურად და ფაქტობრივად არსებულ კომუნისტურ იდებს, მეთოლოგიას შეხედულებებსა თუ მიზნებს. კანონმდებლის მხრიდან მიზანმიმართულად არის მომხდარი კომუნისტური იდები და არსი დამახინჯებული, რითაც უხეშად არის დარღვეული საქართველოს კონსტიტუცის მოთხოვნები როგორიცა თანასწორობის უფლება,
საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, გაერთიანების თავისუფლება, და გამოხატვის თავისუფლება.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა