ლაშა შუკაკიძე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1710 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლაშა შუკაკიძე |
თარიღი | 8 ივნისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ |
საქართველოს კონსტიტუცის 23-ე მუხლის 3-ე და 4-ე პუნქტი. 3.დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით. 4. პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლება და თავისუფლებანი.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-12ე, მე-17, და 22-ე, მუხლებით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სარჩელში მოთხოვნილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შეთავსებადობა და მისი შემოწმება კონსტიტუციასთან მიმართებაში.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეთავსებადობა კონსტიტუციასთან
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს პოლიტიკური პარტიების მოქმედების საზღვრებს, აგრეთვე მათი საქმიანობის დასაშვებ და ამკრძალავ სტანდარტებს, 23-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.
აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ადგენს თუ როგორ შეიძლება, რატომ და ვის მიერ იქნას პოლიტიკური პატიის აკრძალვა, კერძოდ, მეოთხე ნაწილი განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიის აკრძალვას. პოლიტიკური პარტია შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
ამ შემთხვევაში კი სასამართლოს მხრიდან უნდა შემოწმდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შეთავსებადობა და მისი შემოწმება, კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებაში. ასევე პოლიტიკური პარტის საქმიანობა და მიზნები, როგორც მომავლის საფრთხე.
რუსეთ -უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი.
რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს. კამპანია დაიწყო ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, შეჭრის წინა დღეებში, რასაც მოჰყვა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში, 2022 წლის 21 თებერვალს. აღნიშნულ ფაქტამდე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არაერთი შეთავაზება გააკეთეს უკრაინისთვის, რადგან თავიდან აეცილებინათ ხსენებული შეიარაღებული კონფლიქტი, რაც უკრაინის სახელმწიფო მართველის მხრიდან უგულებელჰყვეს. აგრეთვე შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის ფედერაციიდან კვლავ შესთავაზეს მოლაპარაკების რამდენიმე ფორმატი, რაც ასევე არ მიიღო უკრაინამ.
უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში (“არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვაზე, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ იმაზე, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდები რუსეთის ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური’’)
მიხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა მსოფლიოში უამრავი ქვეყანა, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყენები, რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მე-6 დღეს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის გაწვევაზე - იმ საფუძვლით, რომ მან ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ჩაეთრიათ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და წევრების მოღვაწეობა და თანამდებობები უკრაინის სახელმწიფოში - მიხეილ საკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი (ყოფილი). 2015 წლის 29 მაისს, მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, 2015 წლის 13 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარედ დანიშა. აგრეთვე 2016 წლის 7 ნოემბრამდე იკავებდა ოდესის გუბერნატორის პოზიციას.
2019 წლის მაისში, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა , 2020 წლის 22 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შესთავაზა უკრაინის პრემიერის მოადგილის პოსტი, 2020 წლის 7 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ის დანიშნა უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად. 2021 წლის ოქტომბრის თვიდან, ის იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.
ხატია დეკანოიძე - 2014 წელს უკრაინის მთავრობამ, ხატია დეკანოიძე მართლმსაჯულების სამართალდამცავი და ანტიკორუფციული რეფორმების ექსპერტად მიიწვია, 2015-2016 წლებში კი უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დანიშნა.
დავით საყვარელიძე -2015 წლის 16 თებერვალს დაინიშნა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ და მიიიღო უკრაინის მოქალაქეობა.
ზურაბ ადეიშვილი - უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობას იკავებს.
ეკატერინე ზღულაძე -უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2014-1016 წლებში.
აგრეთვე ცალკე უნდა შეფასდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ლიდერი ნიკანორ მელია, მიხედავად იმისა , რომ ნიკანორ მელია არიკავებდა უკრაინაში რაიმე სახის თანამდებობას ის, როგორც პარტიის ერთპიროვნული მართველი და ნაციონალისტური პარტიის იდეოლოგიის და მრწამსის დამცველი. უნდა შეფასდეს მისი განცხადებები, როგორც მომხრე და მომწოდებელი ომის პროპაგანდისა და არა მარტო მოწოდებები და განცხადებები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ომის პარტია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და ლიდერების მხრიდან გაკეთებული იქნა ათობით კოლექტიური თუ ინდივიდუალური განცხადება, რომლის მიზანსა და მოწოდებას წარმოადგენდა რომ, როგორმე საქართველო ჩათრეული ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომში, პარტია ეწეოდა აშკარა და ღია ომის პროპაგანდას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - განცხადებები მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების, სოციალური ქსელების, და საქართველოს პარლამენტის ტრიბუნების გამოყენებით, სისტემატიურად აკეთებდა მოწოდებას, ეწეოდა ომის პროპაგანდას, რათა რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ დაპირისპირებაში საქართველო ჩაეთრიათ, რაც მათ საშუალებას მისცემდა კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის საშუალებას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები - საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, სისტემატიური შანტაჟითა და ძალადობით მოუწოდებდნენ, რომ ჩაბმულიყვნენ რუსეთ-უკრაინის ომში, სთავაზობდნენ სხვა და სხვა სახის ფორმის სამხედრო თანამშრომლობას, უკრაინასთან. საქართველოს შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის დ ა შ .
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები - განცახდებების მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების, პარლამენტის ტრიბუნებიდან, სოციალური ქსელებიდან, სისტემატიურად მოუწოდებდნენ საქართველოს მოსახლეობას, ეთნიკური ნიშნით განედევნათ რუსეთის ფედერაცის მოქალაქეები, განეხორციელებინათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, და მკვლელობა. მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქებს ჩაბმულიყვნენ რუსეთ-უკრაინის ომში და გაენადგურებინათ, რაც შეიძლება მეტი რუსეთის მოქალაქე, რისთვისაც შექმნეს არაერთი სპეციალური სხვა და სხვა ფორმის პლათმორმა. საკუთარი გავლენებისა და შესაძლებლობების გამოყენებით უზრუნველყოფდნენ საქართველოს მოქალაქების ჩართვას რუსეთ-უკრაინის ომში.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა