ლაშა შუკაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1719 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლაშა შუკაკიძე |
თარიღი | 19 ივლისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17418 მუხლის პირველი ნაწილი: ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვა. 1. საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17418 მუხლის პირველი ნაწილი: ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვა. 1. საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლება და თავისუფლებანი.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-12ე, მე-17, და 22-ე, მუხლებით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
თ) გადახდილი არის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17418 მუხლის შესაბამისად დასჯადია ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან სხვა სახელმწიფო დროშის ან გერბის შებღალვა. აღნიშნული კანონის შესაბამისად დასჯადია საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო ოფიციალური სიმბოლიკის შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს , რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა დროშის ან გერბის შებღალვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2021 წლის 30 დეკემბრამდე საქართველოში მთელი 30 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში არ არსებობდა არანაირი მსგავსი ცალკე საკანონდებლო ჩანაწერი, მიუხედავად იმისა , რომ 2008 წლის რეფერენდუმით სადაც კითხვა იყო განსაზღვრული შემდეგნაირად უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში), სადაც 1,760,271 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, საიდანაც დადებითი პასუხი გასცა 1,355,328 მოქალაქემ, 404,943 იყო მოწინააღმდეგე , მიუხედავად მაშინდელი ხელისუფლების მიერ მსგავსი ფორმატის და შინაარსის რეფერენდუმის ჩატარებისა მსგავსი ხასიათისა და შინაარსის კანონი არ მიუღიათ.
2021 წლის 30 დეკემბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებული იქნა 17418 მუხლი, რომელიც კრძალავს ევროკავშირისა და სხვა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლიკის შებღალვას. მიღებული იქნა პარლამენტის 2021 წლის ბოლო სხდომაზე, სადაც 144 პარლამენტარიდან სხდომას მხოლოდ 85 პარლამენტის წევრი ესწრებოდა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონი ასევე კრძალავს იმ სახელმწიფოს , რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ამ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას, მაგრამ იგივე კანონის 17416 მუხლი, ასევე კრძალავს ჩინეთის სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურ დროშის და გერბის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს აღნიშნული სარჩელის განხილვის დროს, აგრეთვე საქართველოს კანონი ‘’თავისუფლების ქარტია’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი, ასევე კრძალავს ჩინეთის სახელმწიფო დროშას და მის ოფიციალურ გერბს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განმტკიცებულია ადამინის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი. კონსტიტუციის მე-11 მუხლი განსაზღვრავს ადამიანების თანასწორობას, აღნიშნული კანონით აკრძალულია ადამიანთა დისკრიმინაცია, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარების, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლი ადგენს უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირების უფლებებს. საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არ მქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლლებანი და თავისუფლებანი აქვთ. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 17418 მუხლის დისკრიმინაციულობა გამოიხატება შემდეგში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონის შესაბამისად დაცულია ევროკავშირისა და იმ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები, რომლებსაც საქართველოსთან აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, ხოლო მოქალაქეები, რომლის სახელმწიფოებსაც არ აქვთ საქართველსთან დიპლომატიური ურთიერთობა ამ ადამიანების პოლიტიკური, სოციალური და სხვა უფლებები და ინტერესები დაუცველი რჩება, მაგალითად აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთი პოლიტიკური თუ სოციალური შეხედულებიდნა გამომდინარე, ნებისმიერ კონტექსტში გამოიყენონ რუსეთის გერბი და დროშა, რისთვისაც მათ არანაირი სანქცია არ დაეკისრებათ, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვთ უფლება, რომ აშშ და ევროკავშირის ქვეყნების დროშა ან გერბი ნებისმიერ კონტექსტში თავიანთი პოლიტიკური თუ სოციალური შეხედილებიდან გამომდინარე მოიხსენიონ და გამოიყენონ ანუ კანონი ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს განუსაზღვრელად ანიჭებს უფლებას თავიანთ შეხედულებისამებრ ნებისმიერ კონტექსტში გამოიყენონ რუსეთის ფედერაციის დროშა და გერბი, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების დროშისა და სიმბოლიკის თავიანთი შეხედულებისამებრ გამოყენებას კანონი უკრძალავს.
2008 წელს ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც კითხვა იყო შემდეგნაირი უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა მიიღო 1,760,271, საიდანაც დადებითი პასუხი გასცა 1,355,328, ხოლო უარყოფითი 404,943-მა. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით განმტკიცებულია აზრის, ინფორმაციის, მაოსბრივრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია, დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-12-ე მუხლი უზრუნველყოფს ადამიანის პიროვნების თავისუფალ განვითარების უფლებას, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულია ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობა, რომელიც დაცულია კანონით.
იმ შემთხვევაში თუ კანონმდებელს სურვილი ჰქონდა მიეღო სამართლიანი და კანონიერი მუხლი, ამ შემთხვევაში კანონი მინიმუმ არ უნდა ჰყოფდეს და არ უნდა ანსხვავებდეს რუსეთის ფედერაციისა და აშშ, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ერთმანეთისგან.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა