ნოდარ ჩავლეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1718 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ნოდარ ჩავლეიშვილი |
თარიღი | 12 ივლისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი: 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობა, მოთხოვნის არსი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის 31-ე3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის სხვა საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან დაირღვა ჩემი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება საკუთრებაზე და მემკვიდრეობაზე და ეს გამოიწვია საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის 54-ე მუხლის პირველი „ა“, „ვ“ ქვეპუნქტების „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ მე ვუჩივი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-5 მუხლს პირველ პუნქტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერით.
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას, კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვითხოვ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 11,5 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით, რომელიც განამტკიცებს თანასწორობის უფლებას.
გ) განსჯადობა.
გამომდინარე იქედან, რომ ჩემს მიერ შემოტანილი სარჩელი ჩემს ძირითად უფლებებთან მიმართებით კონსტიტუციური ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენას ეხება, ასეთი ტიპის დავის განსჯადი სასამართლო კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოა;
დ) სარჩელში მითითებულ საკითხებზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო საკითხი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
როდესაც ამოქმედდა:
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებაში გამოიკვეთა
უარყოფითი ელემენტები, რომელთა საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობამ საქართველოს არაერთი მოქალაქე აიძულა მიემართა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში და ცნობილი ფაქტია, რომ მომჩივანთა გარკვეული რაოდენობა საქმეს იგებს ევროპულ სასამართლოში, სადაც საქმე ეხებოდა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებების დარღვევას და აღდგენილი იქნა მათი უფლებები, ჩვენ კი მოვითხოვთ კონკრეტულად საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მეხუთე მუხლის პირველი პუნქტით დარღვეული ჩემი უფლებების გამო მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვ, რომ შეჩერდეს ამ უკანასკნელის ანუ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მეხუთე მუხლის პირველი პუნქტით, რომ მომეცეს საშუალება ჩემი მამაპაპისეული მიწები, რომელიც ეხება ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მამაპაპისეულ უძრავ ქონებას დამიკანონდეს ისე როგორც სხვა თვითნებურად დამკავებელთა მიწის ნაკვეთები და მე ვხედავ ჩემს უპირატესობას იმაში, რომ არა მარტო თვითნებურად დამკავებელი გახლავართ, არამედ ჩემი მამისა და ბაბუის მიწათმფლობელობით აღიარებული მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონებაა, რომელიც ყველა ნორმით დაცულია, გაცემულია ჩემზე მემკვიდრის უფლების მოწმობა, დადგენილია იურიდიული ფაქტები და დაცულია ყველა დოკუმენტი ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის ცენტრალურ არქივებში, მანამდეც აღიარებულია თურქეთის სასულთნოსა და რუსეთის იმპერიის მიერ. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მოქალაქის უფლება საკუთრებაზე, მემკვიდრეობაზე, საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
ყოველ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და მათ შორის მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი ამა თუ იმ დარღვეული უფლებების აღსადგენად, ნორტმატილი აქტებისა თუ აქტების შესაბამისი პუნქტებისა და ქვეპუნქტების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო, რითაც მოქალაქე იგრძნობს, რომ ის დაცულია და დაცულია მისი საკუთრების უფლება, მემკვიდრეობა და თავისუფლება.
მაშინ, როდესაც მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მივიღეთ საკუთარი კონსტიტუცია და მისი მე-19 მუხლით დაცულია საკუთრება და მემკვიდრეობა, ამ დროს ვხვდებით და ვაწყდებით ნორმატიულ აქტს, როგორიცაა: დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერით ვაპირებ მის შეჩერებას, ვინაიდან აღნიშნული შეუსაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი