თორნიკე გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1335 |
ავტორ(ებ)ი | თორნიკე გვენეტაძე |
თარიღი | 20 ივლისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
125-ე მუხლის, შენიშვნის 3-ე ნაწილის წინადადება: „290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით“ 290-ე მუხლის, 11 ნაწილის წინადადება: „აღნიშნულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას სამართალდამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება“ 290-ე მუხლის შენიშვნის 5-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები: “ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება სამართალდამრღვევისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ გაუქმდება და სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა დაუბრუნდება, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხის ოდენობა: ა) არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ორმაგ ოდენობას; ბ) აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ერთნახევარ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.“ |
- 7-ე მუხლი: „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. -22-ე მუხლის 1 ნაწილი: „ ყველას , ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში , აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება“ - 21-ე მუხლის 2-ე ნაწილი: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი -39-ე მუხლი: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს , თავისუფლებებსა და გარანტიებს , რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული , მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხ. I ნაწილი, 89-ე მუხ. I ნაწ. „ვ“ პუნქტი;
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქ. ორგანული კანონის მე-19 მუხ. I ნაწ. „ე“ პუნქტი; 39-ე მუხ. I ნაწ. „ა“ პუნქტი;
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქ. კანონის მე-16 მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქ. კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქ. კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ; მოგახსენებთ, რომ 2017 წლის 4 დეკემბერს ვმოძრაობდი კუთვნილი ავტომანქანით, ნომრით WW982QQ რა დროსაც გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მომთხოვა ალკოჰოლზე შემოწმება რაც განვახორციელე. მას შემდეგ რაც ალკოტესტმა არ უჩვენა სიმთვრალე, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა განმიცხადა, რომ მე ვიმყოფებოდი ჯარიმის გადაუხდელობის გამო ე.წ ლიშენიაზე (საგზაო ნიშნის დაუმორჩილებლობის გამო) და შესაბამისად მე ვითვლებოდი ისეთ მძღოლად, რომელსაც არ ჰქონდა მანქანის ტარების უფლება, რის გამოც დამაჯარიმა 500 ლარით.(იხ დან N1) აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე აღნიშნული ინფორმაცია გავიგე პირველად იმ დღეს და მანამდე არ ვიცოდი რომ დავდიოდი ასეთი სტატუსის ქვეშ, აქვე განვაცხადებიმასაც,რომ ჩემი ჯარიმა რომელიც ეხებოდა საგზაო ნიშნის დაუმორჩილებლობას გადავიხადე დაუყონებლივ მას შემდეგ, რაც აღსრულებამ დააყადაღა ჩემი ანგარიშები,რა დროსაც არც აღსრულებას განუმარტავს ჩემთვის, რომ ვიმყოფებოდი მართვის უფლების არმქონეს სტატუსად და არც კომპიუტერის მეშვეობით არ ჩანდა მსგავსი სტატუსი, შესაბამისად წარმოდგენაც კი არ მქონდა ამის შესახებ. ასევე აუცილებელია იმ ფაქტის გათვალისწინება რომ წერილი არ ჩამბარებია, რომელიც გულისხმობდა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ შეტყობინებას, რადგან იურიდიულად ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში, თუმცა ფაქტობრივი საცხოვრებელი გახლავთ თბილისი. აღნიშნული ჯარიმა გავასაჩივრე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში რაზედაც მივიღე უარყოფითი პასუხი (დან N2)
დაუშვებლად მიმაჩნია ჯარიმის გამო (ჩემს შემთხვევაში 20 ლარიანი) ადამიანს ჩამოერთვას მართვის უფლება და ჩამორთმევის შემთხვევაში, რომ აღადგინოს უნდა გადაიხადოს ჯარიმის და საურავის ორმაგი ღირებულება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 120 ლარი.
აღნიშნული ვითარება გამოიწვია იმ ნორმამ, რომელიც გახდილია სადაოდ ჩემს მიერ. კერძოდ გასაჩივრებული ნორმები, გულისხმობს ჯარიმის გადაუხდელობის გამო 2 თვის შემდეგ მართვის უფლების შეჩერებას. ამდენად, მითითებული სადავო ნორმით პირდაპირ ირღვევა ჩემი ფუნდამენტური უფლებები, რაც გარანტირებულია საქ. კონსტიტუციით და აღნიშნული სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა პირდაპირ ინტერესშია როგორც ჩემს ასევე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებასთან; გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-7 მუხ., მე-21 მუხლის II ნაწ., 22-ე მუხლის I ნაწ., 39-e მუხლი.,
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და, შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზნით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო საპროცესო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ჩემს მიერ სადაოდ გახდილი თითოეული მუხლი, მუხლის ნაწილი თუ შენიშვნა, პირდაპრ არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს ნორმები ხელს უწყობს სახელმწიფოს მხრიდან ისედაც ცუდი სოციალური პირბების ქვეშ მყოფი ხალხიდან დამატებით თანხების ამოღებას.
ჩემთვის როგორც მოქალაქისათვის აბსოლიტურად გაუგებარია სადაო ნორმებში ჩამოთვლილ შემთხვევებზე მართვის უფლების შეჩერება.
გამოდის, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელობა არ გააჩნია ადამიანი საჭესთან ნასვამი ზის თუ არა, რადგან ითვალისწინებს მართვის უფლების შეჩერებას არა მხოლდო ალკოჰოლის, ნარკოტიკის და სხვა ფსიქოტროპული მოხმარების ქვეშმყოფებთათვის, არამედ ისეთი მოქალაქეებისათვის რომელმაც, თუნდაც გამაფღთხილებელი ნიშანი არ დაიცვა დაჯარიმდა და დაავიწყდა ჯარიმის გადახდა.
მე ამ ნორმებს სადაოდ იმიტომ არ ვხდი რომ ადამიანს ეპატიოს ჯარიმის დავიწყების გამო რამე, არამედ იმიტომ, რომ უსამართლოა ასეთი ქმედებისათვის მართვის უფლების შეჩერება.
ასევე ყოვლად წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო აღსრულების მეშვეობით იღებს მოქალაქისგან თანხას, მაგრამ ამას არ სჯერდება და უჩერებს მაღთვის მოწმობას და მოქალაქემ რომ აღადგინოს ახდევინებს დამატებით თანხებს, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე ჯარიმა.
ნონსესია მაგრამ ეს მდგომარეობა გახლავთ ჯარიმის ჯარიმა, რადგა მართვის მოწმობის აღსადგენად ჯარიმის გადახდა არ მომიწევდა პირველი ჯარიმა ომ გადამეხადა და ბოლოს დგება ისეთი სიტუაცია, რმო აღსრულების მეშვეობით სახელმწიფო აღსრულების მეშვეობით იღებს თანხას და იძულებულს გხდის გადაგახდევინოს დამათებითი თანხა რომ აღადგინო მაღთვის მოწმობა.
რამდენად შეესაბამება მოცემული ჩანაწერი სამართლიანობის პრინციპს, რამდენად სამართლიანი არის ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცის მართვის მოწმობის შეჩერება და ამავე ნაირად ჯარიმის გადაუხდელობის გამოც მართვის უფლების შეჩერება ისიც 6 თვით. სრულიად წარმოუდგენელია და როგორც მოქალაქეს მაქვს განცდა იმისა, რომ სახელმწიფო კარგად მუშაობს საზოგადოებიდან თანხების მოძიებაზე.
კონსტიტუციის 7-ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“.
კონსტიტუციის 21-ე მუხლის 2-ე ნაწილი: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი დარღვეულია იმ ნაწილში, რომ მე მეზღუდება ჩემი საკუთრების გამოყენების უფლება, სატრანსპორტო საშუალება მოქალაქისათვის არსებობს იმისათვის, რომ გადაადგილდეს ერთი ადგილიდან მეორეზე, ხოლო თუ სახელმწიფომ შემიჩერა მართვის უფლება გარკვეული ხნით ავტომობილი თავის არსს კარგავს როგორც მოქალაქისათვის რადგან ის გამოუყენებელი ნივთი ხდება გარკვეული დროით. შესაბამისად მართალია საკუთრების უფლება პირდაპირი მნიშნელობით არ მერთმევა, თუმცა ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა მინიმუმ საკუთრების უფლების შეზღუდვას მაინც გულისხმობს.
22-ე მუხლის 1 ნაწილი: „ ყველას , ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში , აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდულია თავისუფალი მიმოსვლის უფლება, რადგან თავისუფალი მიმოსვლა მხოლოდ ფეხით გადაადგილებას არ ნიშნავს, თავისუფალი მიმოსვლა გაცილებით ზოგადია და გულისხმობს ნებისმიერი ისეთი საშუალებით გადაადგილებას, რომელიც სამოქალაქო ბრუნვიდან არ არის ამოღებული. მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერება პირდაპირ დაკავშირებულია თავისუფლად გადაადგილების უფლებასთან.
39-ე მუხლი: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს , თავისუფლებებსა და გარანტიებს , რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული , მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან რათქმა უნდა კონკრეტული ესეთი შემთხვევა კონსტიტუციაში არ არის და ვერ იქნება მოცემული თუმცა გამომდინარეობს, კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარე ასევე საყოველთაოდ აღიარებული უფლებებიდან გამომდინარე
მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს მოუწევს პასუხის გაცემა ისეთ საინტერესო შეკითხვაზე, როგორცაა: „რა არის მიზანი ჯარიმის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების?
რისთვის არსებობს აღსრულება?
მართვის უფლების შეჩერებით ჯარიმის გადაუხდელობის გამო იჭრება თუარა სააღშრულებლო წარმოებაში?
მართვის უფლების შეჩერება უკეთესი ხომ არ არის გააჩნდეს აღმასრულებელს, რომელიც მოუხსნიდა მოქალაქეს ჯარიმის გადახდის შემთხვევაში?
რატომ სჯობს, რომ მოაქლაქემ გადაიხადოს საურავები, დავაკისროთ მართვის უფლების შეჩერება, გადავახდევინოთ დამატებით მართვის უფლების აღსადგენად?
როგორც მოქალაქისათვის აბსოლიტურად დაუსაბუთებელი და მიუღებელია მსგავსი მიდგომა მოქალაქეების, მიმართ და დარწმუნებული ვარ აღნიშNული ნორმებით ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვითხოვ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი 125-ე მუხლის, შენიშვნის 3-ე ნაწილის წინადადება: „290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით“
290-ე მუხლის, 11 ნაწილის წინადადება: „აღნიშნულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას სამართალდამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება“
290-ე მუხლის შენიშვნის 5-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები: “ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება სამართალდამრღვევისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ გაუქმდება და სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა დაუბრუნდება, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხის ოდენობა:
ა) არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ორმაგ ოდენობას;
ბ) აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ერთნახევარ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.“
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა