მანანა სირაბიძე და დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1328 |
ავტორ(ებ)ი | მანანა სირაბიძე, დავით ცინცქილაძე |
თარიღი | 15 ივნისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილი - „აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22_24-ე მუხლების საფუძველზე“ | საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები ვინაიდან, აღნიშნული სარჩელი ფორმით ან შინაარსით შეესაბემება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ; მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით; არასაპატიო მიზეზით არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
2016 წლის 15 მარტს სასაჩერლო განცხადებით მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოვითხოვე თბილისის მერიის სტუქტურული ერთეულების, მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახურის 2016 წლის 09 იანვრის #38/3189, #10-38/850 და 12 იანვრის #38/4839 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და არარად აღიარება და იურიდიული საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის №17/29990 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 17 მარტს მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების პირველივე პუნქტში მომთხოვა: „მოსარჩელემ უნდა დააზუსტოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ: ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას (ასკ-ის 22-ე მუხლი) თუ არარად აღიარებას (ასკ-ის 25-ე მუხლი)“, რაზეც 2016 წლის 31 მარტს #1301765 განცხადებით გავეცი პასუხი, რომ: „ვითხოვთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახურის 2016 წლის 09 იანვრის №38/3189, №10-38/850 და 12 იანვრის №38/4839 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამავე მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის №17/29990 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარებას (ასკ-ის 25-ე მუხლი), თუ რა სამართლებრივი საფუძვლებით მითითებული მაქვს სარჩელში - ილახება მესაკუთრის კანონიერი უფლებები და ინტერესები და მათ განხორციელებას შეიძლება მოჰყვეს დანაშაულის ნიშნების მატარებელი სამართლებრივი შედეგი (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - „ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას“, თუმცა მან 2016 წლის 04 აპრილს სარჩელის წარმოებაში მიღებისა და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ განჩინება ნაცვლად ჩემი მოთხოვნისა აქტის არარად აღიარების შესახებ - ასკ-ის 25-ე მუხლი, მიიღო ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძვლით, ხოლო იმავე დღეს გამოცემულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში სარგებლობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით, რაც თავის თავში სრულიად გამორიცხავს ერთმანეთს, რაც შეეხება დასაბუთებას, მოსამართლე ლეილა მამულაშვილი მოსამზადებელ სხდომამდე ანუ სასამართლო პროცესების დაწყებამდე წინასწარ დადასტურებულად მიიჩნევს ისეთ გარემოებებს, რაც სასამართლო განხილვითა და გადაწყვეტილებით იყო გადასაწყვეტი ანუ დეფაქტოდ წინასწარ გამოაცხადა მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილება.
ვინაიდან მოსამართლე ლეილა მამულაშვილის მხრიდან აშკარად იკვეთებოდა არაკეთილსინდისიერება, მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება, საქმის შედეგით დაინტერესება, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპის დარღვევა, რაც პირდაპირ ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას, მე მას ორჯერ დაუყენე მყარად დასაბუთებული შუამდგომლობა აცილების შესახებ - პირველი 2016 წლის 25 აპრილს (რეგს.№1340533), ხოლო მეორე 2016 წლის 30 სექტემბერს (რეგს.№1523317), რომელთაგან პირველი დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა, ხოლო მეორე რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს კანონის უგულებელყოფით საერთოდ განუხილველი დატოვა. განუხილველი დატოვა მან ასევე ჩემი 2016 წლის 12 სექტემბრის შუამდგომლობა ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოების შეჩერების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ლეილა მამულაშვილისთვის ზეპირი და წერილობითი ფორმით პირდაპირ მქონდა ნათხოვი, თავდაპირველად განეხილა ჩემი შუამდგომლობა და მიეღო გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის შალვა კიკილაშვილის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დაყენებული შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა და უგულებელყოფილი იქნებოდა მისი კონსტიტუციური უფლებები.
გარდა აღნიშნულისა მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა გულგრილობით, დაუსაბუთებლად არც ჩემი ზეპირი და წერილობითი პოზიცია გაიზიარა შალვა კიკალიშვილის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ და 2016 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით #3/1961-16 ადმინისტრაციულ საქმეზე არა მოპასუხე მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძვლით, არამედ თვით ინიციატივით უკანონოდ შეწყვიტა წარმოება, რადგან ხსენებულ შუამდგომლობაში მოპასუხე მხარე აპელირებდა არა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილზე - „აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22_24-ე მუხლების საფუძველზე“, არამედ სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილების გარეშე აბსტრაქტულ დაუშვებლობაზე, კერძოდ „ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ისეთი წერილების ბათილად ცნობას, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს“. ცნობისთვის სწორედ ამ „გაუგებრობ“-ის გამოსწორებას მიუძღვნა მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა 2016 წლის 26 სექტემბრის პროცესი, სადაც იგი მხარეს არაერთგზის აძლევდა მინიშნებას, რომ შეეცვალა შუამდგომლობის ფორმულირება, გამუდმებით ყურადღებას უმახვილებდით ასკ-ის 25-ე მუხლის მეორე პუნქტზე, თუმცა მოპასუხე მხარე აფიქსირებდა იგივე პოზიციას, რადგან როგორც თავადვე აღნიშნა თუ იგი ყურადღებას გაამახვილებდა ასკ-ის 25-ე მუხლის მეორე პუნქტზე, გამოდიოდა, რომ იგი აღიარებდა, რომ დასახელებული წერილები იყო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები და ვინაიდან მოსამართლემ ხსენებული მიზეზის გამო მხარეს პოზიცია ვერ შეაცვლევინა, შუამდგომლობის დაკმაყოფილების გეგმა „ბ“ საფუძველზე გადასასვლელად სხდომა კვლავ გადადო ერთი კვირით, თუმცა ვეღარაფერი რომ ვეღარ მოიფიქრა მოახდინა მოპასუხე მხარის მოთხოვნის ინტერპრეტაცია.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიერ #3/1961-16 ადმინისტრაციულ საქმეზე 2016 წლის 04 აპრილის სარჩელის წარმოებაში მიღებისა და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ განჩინების შემდეგ, 2016 წლის 03 ოქტომბრის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების ასკ-ის 25-ე და 26 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლით გამოცემა, არის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის და მეექვსე მუხლის მეორე ნაწილის, 279-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოთ მიმართული ქმედება, რის შესახებაც მოსამართლე ლეილა მამულაშვილი ინფორმირებული იყო ჩემი 2016 წლის 12 სექტემბრის შუამდგომლობით - ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოების შეჩერების შესახებ.
ხსენებული განჩინება კერძო საჩივრით კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სადაც სარჩელში მითითებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე, მოსამართლე ნათია ქუთათელაძის მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით, დაკანონებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ხოლო მეექვსე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“.
ამდენად მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ საერთო სასამართლოების სისტემამ და მოქმედმა ადმინისტრაციულმა კანონმდებლობამ ხელყო ჩემი კონსტიტუციური უფლება, რადგან ისეთი ადმინისტრაციული აქტის არარად აღიარება, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი და რომლის შესრულებაც გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გახდა ადმინისტრაციული დავის საგანი ეროვნულ მართლმსაჯულების სისტემაში, რაც გამოწვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის ნაკლოვანებით, სადაც პირველსავე წინადადებაში ხაზგასმულია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ იგი შეიცავს აქტის არარაობის პირობებს, ამდენად ასეთი აქტის არარაობის თაობაზე დავა იმთავითვე გამორიცხულია, თუმცა ბათილადაც არ ითვლება იგი, ამასთან არარა ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი შეიცავს ისეთ პირობებს, რომლებიც მოითხოვენ არარად მიჩნეული აქტის ბათილად ცნობას, მაგრამ ზემოთხსენებული მუხლი არ განმარტავს, თუ რა შედეგი მოჰყვება არარა აქტის არარად აღიარებას, ამდენად გამოდის, რომ არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ცნობილ იქნეს არარად, მაგრამ არა ბათილად ან ძალადაკარგულად, ეს მაშინ როდესაც არარა აქტის შედეგები თავისი ბუნებით გაცილებით შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია, ამასთან ასეთი აქტის თუნდაც არარად აღიარება შეზღუდულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილით, რისი დამადასტურებელიცაა N3/1961-16 ადმინისტრაციულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ოქტომბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინებები.
ყოველივეზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ოქტომბრის განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, დაფუძნებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლზე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილთან.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა