• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • გივი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 29.04.2020
      • N2/5/1446
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

გივი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1446
ავტორ(ებ)ი გივი გაჩეჩილაძე
თარიღი 11 სექტემბერი 2019

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება

მუხლი 263. გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა

1. სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი

მუხლი 59. სასამართლო ხელისუფლება

3. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;

გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო

სასამართლოს მიერ.

ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 15.2 მუხლით;

ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;

ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა

მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

კონსტიტუციით დადგენილია, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებენ სასამართლოები.

მართლმსაჯულების განხორციელება ნიშნავს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანას.

სადავო აქტით კი გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას: გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას.

ფაქტიურად, გადაწყვეტილების ამგვარი დონის რევიზია: გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა ფაქტიურად ნიშნავს თვისობრივად ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

მნშვნელოვანია და საყუდარღებო ის გარემოება, რომ თავად კანონმდებლისთვისაც ნათელია, რომ აღნიშნული მუხლი ზღუდავს ადამიანის უფლებებს. ზუსტად ამ მიზნით აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული უფლება შეიზღუდა 2006 წელს ერთჯერადობის პრინციპით.

ანუ, 1997 წლის ვერსიით აღნიშნული ნორმა იკითხებოდა ასე:

მუხლი 263. გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა

1. სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით გადადოს ან განაწილვადოს გადაწყვეტილების არსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

ხოლო 2006 წლის 13 ივლისიდან მას დაემატა სიტყვა „ერთჯერადად:

მუხლი 263. გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა

1. სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

ამგვარი გრადაცია, რა თქმა უნდა, იმით არის გათვალისწინებული, რომ კანონმდებელი შეეცადა შეემსუბუქებინა იმ მხარეთა მდგომარეობა, რომელთა ქონების მიმართაც იქნებოდა მიმართული სასამართლოს გადაწყვეტილება.

აშკარაა, რომ აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა წარმოადგენს თვისობრივად ახალ გადაწყვეტილებას.

მართლმსაჯულების პროცესის ამგვარი რყევები სახიფათოა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისთვის და ხელს უწყობს კორუფციის განვითარებას, მითუმეტეს, რომ 263–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამრიგად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, თანაც ზეპირი მოსმენის გარეშე, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–3 მუხლის პირველ ნაწილს:

საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

ასევე სადავო მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–3 ნაწილის დანაწესს იმის თაობაზე, რომ

3. სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.

ერთხელ უკვე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა/რევიზია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263–ე მუხლით გათვალისწინებული დრაკონული მეთოდებით აშკარად ეწინააღმდეგება თვით მართლმსაჯულების ცნებას.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ