"სს პსპ დაზღვევა" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1772 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | „სს პსპ დაზღვევა“ |
თარიღი | 23 თებერვალი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი -ს 21 -ე მუხლის მე-12 პუნქტის მეორე წინადადება „სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს“ და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვები - ასევე თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე | საქართველოს კონსტიტუცის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები. |
ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული შინაარსი, რომელიც წარმოადგენს ელექტორნული გარანტიის პრეტენდენტისთვის დაბრუნების გამონაკლისს (ანუ კრძალავს ელექტრონული გარანტიის პრეტენდენტისთვის დაბრუნებას, უშუალოდ ამავე ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დისკვალფიკაციის შემთხვევაში, როდესაც პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ) ამავე ბრძანების 32-ე მუხლის 1- ლი პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვების საფუძველზე (ანუ 32-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლის შემთხვევაში, კონკრეტულად ამ გრაფაში მითითებული დისკვალიფიკაციის საფუძვლით): „ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით, ასევე 41-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; | საქართველოს კონსტიტუცის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საქართველოში რეგისტრირებული/ საქართველოს რეზიდენტი კომპანიის სს „ პსპ დაზღვევა"-ს კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძვლები:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
თ) საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N 12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 21-ე მუხლის მე-12 პუნქტის პირველი წინადადება უფლებას აძლევს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირებს ხელშეკრულების დასადებად მიწვევამდე, უარი თქვან სატენდერო წინადადებაზე. კანონმდებელი ერთიხ მხრივ უფლებას ანიჭებს პრეტენდენტს უარი თქვას სატენდერო წინადადებაზე, თუმცა ამავე პუნქტის მეორე წინადადებით უწესებს პირდაპირ შეზღუდვას, კერძოდ კი 21-ე მუხლის მე-12 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, დადგენილია : „ სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.“ რას გულისხმობს აღნიშნული წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შედეგი- აღნიშნული გულისხმობს ელექტრონული გარანტიის ამოქმედებას, ანუ იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე , სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებიდან ნებისმიერ ეტაპზე, ის კარგავს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიას, ტენდერის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით, რაც პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში თავისუფალი მეწარმეობის პრინციპთან, რაც დაცულია და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აღნიშნული ბრძანების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომელიც კრძალავს ელექტრონული გარანტიის დაბრუნებას პრეტენდენტისთვის, ისეთ შემთხვევაში, როდესაც მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში თავისუფალი მეწარმეობის პრინციპთან, რაც დაცულია და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით. აღნიშნული ცალსახად დასტურდება იმ გარემოებით, რომ 32-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესის ბოლო წინადადებით, როდესაც სახეზე გვაქვს ელექტრონული ტენდერის განსხვავებული წესით ჩატარება სამუშაოს შესყიდვის მიზნით (ბრძანების მე-40 მუხლი , კერძოდ კი აღნიშნული მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა წარმოადგენს დისკვალიფიკაციის გამონაკლისს შემთხვევას და როდესაც სახეზე გვაქვს ელექტორნული ტენდერის ჩატარება პრეკვალიფიკაციით , ბრძანების 41-ე მუხლის მე-6 და მე-9 მუხლები - აღნიშნული პუნქტები ეხება უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების ან შეუსაბამობას ან და დაუზუსტებლობას, რაც გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით- რაც ცალსახად ექვემდებარე ელექტრონული გარანტიის დაბრუნებას, ასევე წარმოადგენს პირდაპირ დისკრიმინაციულ დანაწესს, როდესაც კონკრეტული ტენდერის სახეობიდან გამომდინარე, ერთ შემთხვევაში ერთი და იმავე საფუძვლით, ელექტორნული გარანტია არ ექვემდებარება დაბრუნებას და მეორე შემთხვევაში, როდესაც ტარდება ელექტორნული ტენდერი პრეკვალიფიკაციით ან ელექტორნული ტენდერის განსხვავებული წესით ჩატარების შემთხვევაში.
ელექტრონული ტენდერი მოიცავს რამდენიმე ეტაპს : 1. ტენდერი გამოცხადებულია ; 2. წინადადებების მიღება დაწყებულია - ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს/პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს სატენდერო წინადადება და მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში ; 3. წინადადებების მიღება დასრულებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დროის ან, არსებობის შემთხვევაში, დამატებითი რაუნდების დასრულებიდან (გარდა ამ წესის 41-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევაშეფასება“ მინიჭებამდე. 4. შერჩევა-შეფასება – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა; 5. გამარჯვებული გამოვლენილია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი შეესაბამება სატენდერო პირობებს ; 6. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება სატენდერო პირობებს და სატენდერო კომისია მიიწვევს მას ხელშეკრულების დასადებად და 7. ხელშეკრულება დადებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე სისტემის შესაბამის ველში მიეთითება მიმწოდებლის სახელწოდება და ხელშეკრულების რეკვიზიტები .
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N 12 ბრძანებით დამკტიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 21 -ე მუხლის მე-12 პუნქტი და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ელექტორნული გარანტიის გამოთხოვის/გადახდის სავალდებულო ხასიათს ითვალისწინებს ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე სატენდერო წინადადებაზე უარის შემთხვევაში იქნება ეს წინადადებების მიღების ეტაპი თუ წინადადებების მიღება დასრულებულია ეტაპი, რაც პირდაპირ შემზღუდველ ეფექტს ატარებს პრეტენდენტისთვის და აყენებს თავისუფალი არჩევანის შეზღუდვის წინაშე, რომ თუ ის იტყვის უარს სატენდერო წინადადებაზე, თუნდაც იმ ეტაპზე, ვიდრე დასრულდება წინადადებების მიღების ეტაპი, ის იძულებული გახდება შესყიდვების სააგენტოს (სუბიეტს, რომელსაც პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ ადგება არანაირი ზიანი) გადაუხადოს სატენდერო გარანტია, კონკრეტული ტენდერის ღირებულების 1%-ის ოდენობით. აღნიშნული დათქმა , გარდა იმისა, რომ პირდაპირ ზღიდავს თავისუფალ მეწარმეობას, ამის ხარჯზე ასევე იწვევს შესყიდვების საგენტოს უსაფუძვლო გამდიდრებას მეწარმე სუბიექტის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N 12 ბრძანების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის "ჰ 2" ქვეპუნქტის თანახმად,სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით;"
სახელმწიფო შესიყდვების პროცედურის მიზანია შესყიდვების პოზიტიური შედეგებით დასრულება, თუმცა კანონმდებლობა ცალმხრივია და ფინანსურ სანქციებს და შეზღუდვებს უწესებს მხოლოდ მიმწოდებლებს, თუნდაც სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხოლო შემსყიდველს ანიჭებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ტენდერი და ამისთვის მათ არანაირ შეზღუდვებსა თუ სანქციებს არ აკისრებს.
მართალია, გარანტია, მიუხედავად მისი სახეობისა, უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თუმცა მისი ოდენობა უნდა იყოს თანაზომიერი და ადეკვატური შეუსრულებლობის შედეგებთან და იმ ზიანთან, რომელსაც უზრუნველყოფს შესაბამისი გარანტია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის შემთხვევაში, კანონით დადგენილი გარანტიის ზღვრული ოდენობა ძირითად შემთხვევაში, კონკრეტული ტენდერის სავარაუდო ღირებულების გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალია იმ შედეგებთან შედარებით, რაც შეიძლება გამოიწვიოს სატენდერო წინადადებაზე უარის თქმამ და მიმწოდებლებს ანიჭებს საკმაოდ დიდ ფინანსურ ზიანს, ხოლო მეორეს მხრივ იწვევს შესყიდვების სააგენტოს უსაფუვლო გამდიდრებას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანობის პრინციპებთან. ასევე შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N 12 ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულების დადებამდე შეწყვიტოს ელექტრონული ტენდერი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამასტან ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების გარეშე პრეტენდენტების მიმართ, რომელთაც წარდგენილი აქვთ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია და გარანტს უხდიან გარანტიის პროცენტს, რაც მათთვის წარმოადგენს ზედმეტად გაღებულ ხარჯს, მაშინ როცა ამავე ბრძანების 21-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულია შემდეგი : ხელშეკრულების დასადებად მიწვევამდე, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას სატენდერო წინადადებაზე. სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს. რაც შეეხება 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს, აღნიშნული ფორმულირებულია შემდეგი სახით : ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს არ უბრუნდება, თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე.
აღნიშნული დანაწესი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლთან, რაც ფორმულირებულია შემდეგი სახით : კონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.
გასაგებია და მისაღებია, რომ სახელმწიო შესყიდვების სააგენტო მისი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენას, თუმცა საკანონმდებლო ხარვეზია ის გარემოება, რომ ერთმნიშვნელოვნად არის გათვალისწნებული ელექტრონული გარანტიის ოდენობა 1 %, რომელიც მიბმულია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე და ერთმნიშვნელოვნად ექვემდებარე ანაზღაურებას მიუხედავად სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის ეტაპისა, მიზეზისა , შესაბამისი ტენდერის დასრულების შედეგისა , რაც ხშირ შემთხვევაში, ყოველგვარი ზიანის გარეშე ექვემდებარება ანაზღაურებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა