გიორგი ერგემლიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1819 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ხვიჩა კიკილაშვილი, |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ერგემლიძე |
თარიღი | 2 მაისი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ
ბ. საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ
გ. საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ
დ. საქართველოს ინსტრუქცია „საჯარო რეესტრის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ მუხლი 9. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობასა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების ნამდვილობა 1. პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. მუხლი 79. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. მუხლი 88. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის განსაკუთრებული პირობები 1. ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით. |
მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო 1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. 2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. 4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები 1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. |
საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ მუხლი 44. სანოტარო მოქმედების შესრულება სანოტარო მოქმედება პირის თხოვნით შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა. |
მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო 1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. 2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. 6. სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე. 8. სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. მუხლი 19. საკუთრების უფლება 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. |
საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; მუხლი 182. მსხვერპლისთვის საცხოვრებლით დროებით სარგებლობის უფლების შენარჩუნება თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა. |
მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის, ერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება 1. ადამიანის თავისუფლება დაცულია. მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები 1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. 2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №487 31.12.2019 „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე (საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით №939 20.10.2023 ცვლილება რედაქციაში ) მუხლი 56. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას დაქვემდებარებული გარიგებები ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას ექვემდებარება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული წერილობითი ფორმის როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი კერძოსამართლებრივი გარიგებები, გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეობით დადებული გარიგების, მინდობილობის, უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების, ანდერძის, სამისდღეშიო რჩენისა და საქორწინო ხელშეკრულების, აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარიგებებისა, რომლებზეც მხარეთა ხელმოწერები უნდა დამოწმდეს/დადასტურდეს მხოლოდ სანოტარო წესით.“ |
მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო 1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. 2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. 4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები საქართველოს ორგანული კანონი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 -ე მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით არის სასამართლოს განსჯადი.
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო აქტები ექცევიან კონსტიტუციის მე-31 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და მეორე პუნქტით დაცულ სფეროში, რის შესახებ მსჯელობა წარმოდგენილია მოთხოვნის დასაბუთებაში.
ვ) ნორმატიული აქტების იერარქიაში არ არსებობს გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტზე მაღლა მდგომი, სადავო საკითხის მარეგულირებელი, სამართლებრივი აქტი.
ზ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
თ) გიორგი ერგემლიძე როგორც მემკვიდრე და გარიგების მონაწილე, უკვე მოექცა სადავო ნორმების მოქმედების ქვეშ.
მე, გიორგი ერგემლიძე - ვარ ტიუმენის ( რუსეტის ) რეგიონალური დუმის დეპუტატის თანაშემწე , ვარ იურისტი, წარმოშვებით გორიდან, საქართველოდან, რუსეთში ვარ 1993 წლიდან. ვმუშაობდი გორში უშიშროებაში, პოლიციაში, რუსეთში -პროკურატურაში.
2021 წლიდან მოვხვდი კონკრეტულ იურიდიულ სიტუაციაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართლის ზოგიერთი დებულებების გამოყენებით სერიოზულად დააზიანა ჩემი საკონსტიტუციო მნიშვნელოვანი უფლებები, ჩემ დედმამიშვილმა - დამ, და მის უკან მდგარ გორის ჩინოვნიკებმა, მიითვისეს ( გააკეთეს კონფისკაცია ) ჩემი ჩადებული ინვესტიციები - აშენებით დამთავრებული, მოწყობილი საცხოვრებელი სახლის ½ -ის სახით (დახარჯული მქონდა 100 ათას დოლარზე მეტი), რომელიც გაუფორმეს დას საკუთრებაში.
მფარველობდი (უვლიდი) გაუთხოვარ დეიდას ( ნიურა გაგუას ) როგორც ჩემ ოჯახის წევრს და მასთან ერთად 1997 წლიდან 2012 წლამდე, აშენებით დავამთავრე სახლი ქალაქ გორში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 36, რომელიც -დაუმტავრებელ მდგომარეობაში ბიძა ნოდარის მიერ იყო აშენებული და მის ოჯახმა გაყიდვა გადაწყვიტაიყიდა. ამ სახლში ვცხოვრობდი ჩემ ოჯახთან და დეიდასთან ერთად, ზაფხულში როცა ჩამოვდიოდით.
მქონდა გაუთხოვარ დეიდისთან შინაური წერილობრივი ხელშეკრულება –
16/07/1997 ერთობლივი საქმიანობის შესახებ-აშენებით დაუმთავრებელი კერძო სახლის , მდებარე ქ.გორი ქეთევან წამებულის ქ. №36, დამთავრებაზე და კეთილმოწყობაზე. შეთანხმების მიხედვით გიორგი ერგემლიძეს უნდეა გაესტუმრებინა დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლის აშენების პროცესში დაგროვილი ბიძაჩემის ვალი-21000 ( პ.4.) ასევე უნდა გამოეყო 60 000 აშშ დოლარი საცხოვრებელი სახლის აშენების (პ.4.), კეთილმოწყობის, ავეჯით და საბინაო მოწყობილობით აღჭურვისათვის და საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის . შეთანხმება იყო შესრულებული, რაზეც მხარეებმა მოაწერეს 2012 წ. შესაბამისი აქტი.
დეიდამ -ნიურა (ნურა ) გაგუამ ვალდებულება აიღო თავისი წილი ამ სახლში გადასცეს მემკვიდრეობით ერგემლიძე გიორგის ან მის მემკვიდრეებს.
2019 წლის დეკემბერში დეიდა ნიურა სიმსივნით დაავადდა და 2020 წლის თებერვალში გარდაიცვალა გიორგი ერგემლიძის ბინაში თბილისში. მოსავლელად ჩამოსული, გასვენების შემდეგ გ.ერგემლიძე დაბრუნდა რუსეთში, სახლის მოსავლელად დატოვა მისი და–ერგემლიძე ლიანა, რომელმაც შემდგომ მახინაციებით გაიფორმა სახლის 1/2 წილი.
ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი, არაკონსტიტუციური კანონის ნორმების გამოყენებით, რაც სერიოზულად აზიანებს ქვეყნის განვითარების პოტენციალს, როგორც უსაფრთხოს, ინვესტიციებისთვის და ეკონომიური საქმიანობისთვის, ვინაიდან შედეგები შეიძლება იყოს მითვისებული სხვა პიროვნებების მიერ, იყოს უბრალოთ მოპარული.
1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორების წესი არ შეესაბამება კონსტიტუციურ
მოთხოვნებს, როდესაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არ ეკითხება არაფერს დაინტერესებულ პირებს და თვითნებურად შეაქვს ცვლილებები სააქტო ჩანაწერებში, რითიც იწვევს მოქალაქეების საბუთების ბათილობას და გაუმართლებელ პრობლემებს.
2021 წლის ოქტომბერში შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა კანონის უხეში დარღვევით შემიცვალა დაბადების თარიღი ( 60 წელი ვიყავი თარიღით 19.01.1963 ახლად დამიწესეს 09.12.1962 ) და არ მაძლევდა ნათესაური კავშირის დადგენით საბუთებს 8 თვის განვალობაში ( 2022 წ. ივნის ში მოგვცეს ), რასაც დასჭირდა გამოსასწორებლად სასამართლოს პროცედურები ( ადმინისტრაციული საქმეს N140310022005420811 3/22-22, 11.02.2022 წ. გადაწყვეტილებით აღმიდგინეს 19/01/1963 ). ნათესაური კავშირი საჭიროა მემკვიდრეობის გასაფორმებლად. ერთ პატარა ქალაქში ეს გახდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემა სერვისების სამსახურის გამო.
მე-გიორგი ერგემლიძეს მქონდა შინაურული ანდერძი, რომელიც გარდაცვლილმა უკარნახა და დააწერინა მომვლელს, მოაწერა ხელი, სადაც მიუთითა, რო თავის კუთვნილ უძრავ–მოძრავ ქონებას მიანდერძებს მე, მაგრამ დაბადების თარიღის შემიცვალის გამო ვერ მოხერხდა ნოტარიუსთან მემკვიდრეობის საკუთრების დროულად გაფორმება, პირიქით, ჩემს დას მიეცა საშუალება, თვითონ მიემართა ნოტარიუსს, და გაეფორმებინა მემკვიდრეობის მოწმობა 1/2-ზე.
2. მიუხედავათ იმისა რომ სერვისების სამსახურმა იცოდა ჩემი და გარდაცვლილი დეიდის -ნიურა გაგუას ნათესაური დამოკიდულება - შიდა ქართლის სამოქალაქო სერვისების სამსახური, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე გარდაცვლილ დეიდას-ნიურა გაგუას უცვლის სახელს, ნურა გაგუაზე და გასცემს ახალი გარდაცვალების მოწმობას №67227000677 28.01.2022 წ., ადრე გაცემულის გარდაცვალების მოწმობის №67207000660 24.02.2020 წ. მაგივრათ.
ნიურა გაგუა თავისი ცხოვრების მანძილზე, მინიმუმ 1996 წლიდან, 26 წელი ( სინამდვილეში უფრო ადრე) გარდაცვლილის სახელი იყო – ნიურა, დამადასტურებელი დოკუმენტი - ბარათის №ბ0124659 , სახელი -ნიურა გვარი -გაგუა , პირადი ნომერი 59001006478, დაბადების თარიღი 28/02/1940, მოქმედების ვადა - უვადო, დაბადების ადგილი გორი, გაცემის თარიღი 06/06/1996 , მისამართი გორი, ბაქოს №8, ბინა 53 გამცემი ორგანო გორის შს სამმართველო, პირადობის დამადასტურებელი ბოლო საბუთი - ბარათი №18IC19407 , სახელი -ნიურა გვარი -გაგუა , პირადი ნომერი 59001006478, დაბადების თარიღი 28/02/1940, მოქმედების ვადა 03/12/2028 , დაბადების ადგილი გორი, გაცემის თარიღი 03/12/2018, გამცემი ორგანო იუსტიციის სამინისტრო
ეს ყველაფერი ხდება გარდაცვლილი პირის დაცინვით და ღირსების შელახვით.
1. ადმინისტრაციულ ორგანოებს არ აქვთ უფლება იმსჯელონ გარდაცვლილის ხალხის შესახებ
2. სახელი ნურა არის არაბული, მუსულმანური, სახელი ნიურა არის ქრისტიანული
3.საბჭოთა მმაჩის ჩანაწერი დააყენეს დამოუკიდებელ საქართველოს საბუთების მაღლა, რაც არის არაკონსტიტუციური ქმედება, ვინაიდან საბჭოთა პერიოდი არ გამოიყოფა როგორც მნიშვნელი
4. ჩნდება საკითხი–როგორ უნდა მოიგონიოს ეკლესიამ გარდაცვლილი ? არსებობს შეგრძნება, რომ მას არ მიუა ლოცვები და მისი სული ვერ იქნება დასვენებული (საფლავის ქვაზე აწერია სახელი ნიურა)
3. მე ვფლობდი სახლს 1997 წლიდან, სადაც იყო ჩემს მიერ ნაყიდი ნივთები, და ა. შ. 25.02.2020 ჩავატარე ჩემი სახსრებით გარდაცვლილი დეიდის გასვენება და 9-დღის ღონოსძიების ჩატარების შემდეგ, დავბრუნდი უკენ რუსეთში 2020 წ. 5 მარტს. ხელზე მქონდა ანდერძი, სახლის და გარდაცვლილი დეიდის საბუთები, რაც მეტყველებდა მემკვიდრეობის მიღების ფაქტზე. საცხოვრებლად პანდემიის პირებებში და სახლის მოსავლელად დავტოვე ჩემი და-ლიანა ერგემლიძე (შვილით), რომლისგანაც ბოროტობას არ მოველოდი.
კოვიდის-19 გამო საქართელო იყო ჩაკეტილი, თითქმის წელიწადზე მეტი. ჩემი ჩამოსვლა შესაძლებელი გახდა რუსეთიდან 2021 წლის 15 აგვისტოს, ჩამოვიდა 3 კვირით, მამის მისახედათ (იყო მოხუცი (88 წ.) და სჭირდებოდა სასწრაფო მიხმარება , და-ლიანა ერგემლიძე არ უყურუბდა, ერთმანეთში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ) და მემკვიდრეობის საკითხების გადაწყვეტად.
აღმოვაჩინე რომ ჩემი ნივთები, საბუთები არის გადაქექილი, ზოგი რამე აკლდა, ვერ ვიპოვე ზოგი საბუთი, ნივთი, ფული. ვერანაირი ახსნა განმარტება ვერ მივიღე აღნიშნულ ფაქტზე ჩემს დისგან. ვვარაუდობ, მან იპოვა და მიითვისა ეს ყველაფერი.
ლიანა ერგემლიძემ, რომელიც მე შეუშვი ამ სახლში , საცხოვრებლად და სახლის მოსავლელად , გააკეთა ინსცენირება, ვითომ მე მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოვახდინე, სამწუხაროდ კანონი არ არჩევს რეალურ ძალადობას ინსცენირებისგან, დადგენილი არ იყო კონპრეტული ქმედება, მაგრამ 2021 წლის 23 აგვისტოს ჩემს მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი N: 004753, 15 დღის ვადით იმ საფუძვლით, რომ გიორგი ერგემლიძემ სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა ლიანა ეგრემლიძეს. მე გავასაჩივრე გორის რაინულ სასამართლოში შემაკავებელი ორდერი განიხილა საქმე № 3/222-21 2021 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით უარი ითქვა ორდერის გაუქმებაზე. კონპრეტული «ფსიქოლოგიური" ზეწოლა სასამართლომ ვერ დაადგინა.
მე ამკრძალა ამ სახლში ყოფნა, და ა.შ. ვინაიდან მქონდა კიდევ სხვა სახლი, და ლიანა ერგემლიძეს სახლები იყო თურმე გაქირავებული. ორდერი ამოიწურა 6 სექტემბერმს, მე კი უკვე 5 სექტემბერმს დავბრუნდი რუსეთში ბილეთი მქონდა ადრე აღებული და შესაბამისად ამ შემაკავებელი ორდერით მომიშორეს. ჩემი ნივთები, სახლის მოწყობილობა–არაფერი არ აღწერეს, მხოლოდ, მე მოვასწარი ვიდეოს გადაღება.
26.09.23 მივმართე შსს გორის რაიონული პოლიციის სამმართველოს, რომ მინდა შესვლა და დათვალიერება სახლისა მისამართით ქ.გორი ქეთევან წამებულის 36, რომელიც თაღლითურად დაიკავა ჩემ დამ–ლიანა ერგემლიძემ და დაირეგიტრირა გორის რეგისტრაციის ჩინოვნიკიბს და ქარელელი ნოტარიუსის მეშვეობით, სახლის ნახევარი-გარდაცვლილი დეიდის–ნიურა გაგუას მემკვიდრეობის სახით.
მიუხედავად იმისა რომ მქონდა რეგისტრირებული საკუთრება სახლის 1/2 რომლის აღება გახდა ჩემთვის იძულებული, სახლში ვერ მოვხვდი, ვერც გორის პოლიციამ , ვერც პროკურატურამ, ვერც სასამართლომ ვერ უზრუნველყოფეს ჩემი საკუთრების უფლების რეალიზაცია, რო მე შევსულიყავი ჩემს სახლში და დამეთვალიერებინა ნივთების შენახულობა.
ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი კანონის ქალთა მიერ ძალადობის შესახებ, ზოგიერთ არაკონსტიტუციურ ნორმასთან დაკავშირებით. ასე დაეუფლა ჩემი და სახლს, მე შიგ ვერ მოვხვდი 2,5 წლის განვალობაში, სამართალდამცავები უძლურები არიან, ვინაიდან ჩემი და იმუქრება საჩივრებით, ქალტა წინიააღმდეგ ძალადობის კანონის არაკონსტიტუციური მუხლებით, რომელმაც შექმნა აბსურდუი სიტუაცია–"ძალადობა" გახდა საკუთრების შეძენის საფუძველი და სხვისი საკუთრების უფლების შემლახველი.
4.ლიანა ერგემლიძემ, ჩემი მოშორების შემდეგ, დაიწყო საკუთრების გაფორმება მემკვიდრეობის სახით. მიმართა გორის მერიას, ვინაიდან არცერთი საბუთი არ ჰქონდა არც სახლზე, არც გარდაცვლილი დეიდის, მოტყუებით მიიყვანა მოწმეები, ვითომ მისი პიროვნების დასამოწმებლად, გააკეთა ყალბი განცადებები, და მოტყუებით მიიღო მერიის მიერ 09.02.2022 გაცემული ცნობა სამკვიდრო ქონების ფაქტობრული ფლობაზე. გორის მერიამ გასცა ესეთი სახის ცნობა, მიუხედავათ იმისა, რო ეს კანონით არის სასამართლოს კომპეტენცია. მერიის ეს უფლებამოსილება აღიარებული იყო იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში.
მერიამ შემდგომში აღიარა, და შეცვალა ცნობის შინაარსი–ქონების ფაქტობრივ ფლობის მაგივრად, ცხოვრების ფაქტის დადადასტურების შესახებ.
5.ლიანა ერგემლიძემ მიმართა გორში ნოტარიუსებს, მაგრამ უარი მიიღო, ვინაიდან გორი არის პატარა ქალაქი და ნოტარიუსებმა იცოდნენ ეს ისტორია.
წავიდა და ქარელში, იპოვა ისეთი ნოტარიუსი, რომელმაც ამ პროფესიის მაღალი სტანდარტები არ შეასრულა, როგორც შემდგომში გაირკვა.
ამ ნოტარიუსს დამუღამებული ჰქონია მეთოდი, როდესაც არ არის საჭირო საერთოდ საქართველოს კანონმდებლობა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. საჭიროა მინიმუმ საბუთები და ნოტარიუსი გამოგიწერთ ესე წოდებული – ზოგადი ხასიათის მემკვიდრეობის მოწმობას.
ნოტარიუსმა გიორგი მინაძემ გასცა მოწმობა ლიანა ერგემლიძის მიერ მიწოდებულ ტყუილ ინფორმაციის საფუძველზე:
- სხვა მემკვიდრეებზე, - არ აქვს მისი ძმის კონტაქტები -მას და მის ძმას შორის არსებულ კონფლიქტზე -იმის შესახებ, რო ძმას გიორგი ერგემლიძეს აქვს ანდერძი ქონებაზე
-იმის შესახებ, რო არსებობს გარიგება მისი ძმის და მამკვიდრებლის შორის
ლიანა ერგემლიძემ მემკვიდრობა მიიღო 1/2 წილში, ქონება შეაფასა სულ 360.000 ლარად.
ნიურა გაგუა იყო პენსიონერი, ღებულობდა სახელმწიფოსგან დახმარებას ,სხვა შემოსავალები არ ჰქონდა მე ვინახავდი მას, უგზავნიდი ფულს და ა.შ., შევქმენი ქონება, და მქონდა ოფიციალური შემოსავლები.
ქარელის ნოტარიუსმა გიორგი მინაძემ დაარღვია კანონის მუხლი 49 ნოტარიატის შესახებ, ინსტრუქციის ნოტარიალური მოქმედებათა შესრულების მუხლები 77-91
- არ დაადგინა სამკვიდრო ქონება - არ დაადგინა მემკვიდრეები და მათი პოზიცია, ანდერძის არსებობა, თანხმობა მემკვიდრეობის ზოგადი სახით მიღებაზე - არ შეამოწმა დავის არსებობა მემკვიდრეების შორის - ზოგად მემკვიდრეობის მოწმობაში სადაც მიუთითებს აქტივებს და პასივებს მიუთითებს სამკვიდრო ქონების ღირებულებას 360 ათას ლარს (როგორ დათვალა???)
ვთვლი, რომ საქართველოს კანონინოტარიატის შესახებ ( მუხლი 44. სანოტარო მოქმედების შესრულება) - სანოტარო მოქმედება პირის თხოვნით შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა, ჩამოყლიბებულია ისე, რო ლახავს სხვა პირების კონსტიტუციური უფლებებს მემკვიდრების შესახებ, ვინაიდან სანოტარო მოქმედებები სრულდება მათი ჩართულობის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არის მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი 1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, – სამკვიდროს ადგილსამყოფელი. მიმაჩნია, ეს ნორმა მეტყველებს იმ გარემოებაზე, სამემკვიდრეო საქმის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ ნოტარიუსთან იმ ადგილას, სადაც ბოლო დროს ცხოვრობდა მამკვიდრებელი.
6.11.03.2022 წ. ლიანა ერგემლიძის სახელზე რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თანამდებობის პირები ხედავდნენ, რო 1993 წ. რეგისტრირებული ნიურა გაგუაზე ობიექტი მკვეთრად განსხვავდებოდა იმ ობიექტისგან, რომლის ნახაზები წარმოადგინა 2022 წ. თვითონ ლიანა ერგემლიძემ.
ობიექტი–საცხოვრებელი სახლი იყო შეცვლილი, თვითონ სააგენტო მიუთითებს რომ შენობის ფენა არ შეესაბამება ორთოფოტოზე არსებულ შენობა–ნაგებობებს, ნებართვები, წარმოდგენილი არ იყო, ნიურა გაგუას უფლებები რეგისტრირებული არ იყო.
ნიურა გაგუას ვალდებულებებზე, კერძოდ გამოხატული გიორგი ერგემლიძესთან დადებულ 16/07/1997 ხელშეკრულებაში ლიანა ერგემლიძემ განაცხადა უარი, მიუხედავათ იმისა, რო მემკვიდრეობის მოწმობა მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლის ყველა პასივის–ვალდებულობების აღიარებით.
ეს ფაქტიც მიუთითებს საკუთრების უფლებების რეგისტრაციის კანონმდებლობის მიერ, თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაზე - მივიღეთ 1/2 და 1/2 , მაგრამ მე დავხარჯე 81 ათასი დოლარი 2012 წლისთვის ამ ქონების შესაქმნელად , რაც აღიარებული იყო მამკვიდრებლის მიერ.
რატომ უნდა მივიღო მე ის რაც შექმნილია ჩემი შრომით და ფულით, როგორც მემკვიდრეობა? ეწინააღმდეგება კონსტიტუცის საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ ნორმებს.
არაკონტიტუციური ადმინისტრაციული ნორმების გამოყენებით, ჩემ დამ-ერგემლიძე ლიანამ, და
მის უკან მდგარ ჩინოვნიკებმა, მიითვისეს ჩემი აშენებით დამთავრებული, მოწყობილი საცხოვრებელი სახლის 1/2.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საერთაშორისო კავშირების გაფართოებამ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ცხოვრების სხვა სფეროებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ერთი სახელმწიფოდან მეორეში გადასვლას და ახალ ადგილზე დასაქმების პოვნას.
მილიონობით ადამიანი იღებს უფლებას იცხოვროს და მუშაოს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესაბამისად, სხვადასხვა პრობლემას შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საკუთრების და სამკვიდრო უფლებების შეძენასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს სამართლებრივი სისტემა მიეკუთვნება რომაულ-გერმანულ იურიდიულ ოჯახს, ქართულ სამართალს აქვს მდიდარი ისტორია, რომელიც თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნეებით.
სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორებამ და შეცვლამ მიიღო საქართველოში ტოტალიტატური პრაქტიკა, როდესაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არ ეკითხება არაფერს დაინტერესებულ პირებს და თვითნებურად შეაქვს ცვლილებები სააქტო ჩანაწერებში, რითიც იწვევს მოქალაქეების საბუთების გაუქმებას და ფაქტიურად სუბიექტობის დაკარგვას, იურიდიულად მნიშვნელოვანი მოქმედების შესრულებას და ა.შ. 2011 წელში გაახლებულ კანონის მიღების შემდეგ.
მე ელექტროფოსტით 02/12/2022 მივმართე საქართველოს პარლამენტს რომ ამ კანონის მოდერნიზაციის პროცესი იქნას დაწყებლი, რომ ხალხი არ წვალობდეს პრაქტიკულ ცხოვრებაში, პასუხი არ მიმიღია.
საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ
მუხლი 9. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობასა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების ნამდვილობა
1. პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.
2. პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა სამოქალაქო აქტის მატერიალურ ჩანაწერში მითითებული მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მონაცემები შეცვლილია ამ კანონით გათვალისწინებული წარმოების ფარგლებში.
მუხლი 79. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ;
გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
მუხლი 88. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის განსაკუთრებული პირობები
1. ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველი არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ საფუძვლით რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით.
3. დაინტერესებული პირის თანხმობის არარსებობისას სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით სააგენტო მიმართავს სასამართლოს.
4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში დაუშვებელია სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს კონსტიტუციაში, პრეამბულაში დეკლარირდება, რომ:
ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
ამ ტექსტში ნათლად ჩანს, რომ საბჭოთა პერიოდს 1922-1991 წ. არ ააქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა კონსტიტუციის უფლებების ჩამოყალიბებაში.
აქედან გამოდის დასკვნა- უმაღლესი იურიდიული ძალა უნდა ჰქონდეს საქართველოს რესპუბლიკის მიერ გაცემულ საბუთებს და არა საბჭოთა მმაჩის ჩანაწერებს.
მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო
1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი აღიარებულია გაეროს 1948 წ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და სხვა კონვენციებში. გაეროს 1948 წ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მითითებულია:
მუხლი 1. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებითა და უფლებებით. ისინი დაჯილდოვებულნი არიან გონიერებითა და სინდისით და ერთმანეთის მიმართ ძმობის სულისკვეთებით უნდა მოიქცნენ
მუხლი 3. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება
მუხლი 6.ნებისმიერ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, აქვს უფლება მისი სამართალსუბიექტობა იქნას აღიარებული.
კონსტიტუციის მე-4 მუხლის მეორე წინადადება განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ძირითადი უფლებებით. თანამედროვე წარმომადგენლობით დემოკრატიაში ხალხი ხელისუფლებას ახორციელებს კონსტიტუციით უფლებამოსილი საჯარო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით.
აღნიშნული უფლებები მოქმედებს მხოლოდ ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის უშუალოდ წარმოშობილ ურთიერთობებზე. ძირითადი უფლებების მოქმედების სფეროში მხოლოდ სახელმწიფო და ძირითადი უფლების სამართალსუბიექტი.
ძირითადი უფლებებით საკანონმდებლო ხელისუფლების შებოჭვა ნიშნავს საკანონმდებლო ხელისუფლების ვალდებულებას, ნორმატიული აქტები გამოსცეს მხოლოდ კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებების შესაბამისად.
დღეს კანონები მხოლოდ ძირითადი უფლებების ფარგლებში მოქმედებს. ძირითადი უფლებებით სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა შებოჭვა ნიშნავს მათ ვალდებულებას, კანონები შესაბამისად შეუფარდონ ძირითად უფლებებს და ისე განმარტონ.
ძირითადი უფლებები, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი, სავალდებულო ნორმებია. მათი უზრუნველყოფა სასამართლო კონტროლით შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ თითოეული ამ ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისათვის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის განსაზღვრებაც აუცილებელია. ძირითადი უფლებების ნორმები უმთავრესად, უფლების გარანტიით შემოიფარგლება. მათი ფორმულირებიდან უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაც ჩანს.
აღნიშნულ უფლებებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს მკაფიო სტრუქტურისა და კონტროლირებად გადაწყვეტილებებს.
იურისპრუდენციაში ძირითადი უფლებების განმარტება პირველ რიგში, განსაზღვრავს მათ სავალდებულო, სამართლებრივ ხასიათს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიერ.
ძირითადი უფლებების სამართლებრივი კონტროლის განხორციელებისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის კონსტიტუციის მე-4 მუხლის მეორე წინადადება. შესაძლებელია იმის შემოწმება, ჰქონდა თუ არა ძირითადი უფლების დარღვევას, როგორც სამართლის დარღვევას, ადგილი.
ძირითადი უფლებების თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით უნდა დადგენდეს: უთანასწორო მოპყრობის დადგენა, უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება.
როცა კანონმდებელი, ერთი მხრივ, შებოჭილია კონსტიტუციით ძირითადი უფლებით, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი უფლებამოსილია საჯარო ინტერესის გათვალისწინებით შეზღუდოს იგივე უფლება, ძირითადი უფლებების სტრუქტურული ელემენტები, განსაკუთრებით კი, უფლებაში ჩარევის სამართლებრივი გამართლება, იძლევა იმის საშუალებას, რომ კანონმდებლის მიერ განხორციელებული ეს შეზღუდვა იყოს კონსტიტუციურად შეფასებული.
მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო
1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.
6. სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.
8. სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
ჩემს შემთხვევაში, როცა თვითნებურად , ჩემი თანხმობის გარეშე, შეცვალეს ჩემი დაბადების
თარიღი, რომლიც მქონდა მითითებული ყველა საბუთში 60 წლის განვალობაში, ძალავნებურად შემიქმნიდა უამრავ პრობლემას საბუთების ნამდვილობაში, მოქალაქეობაში, გადაადგილებაში, და ა.შ. ფაქტიურად შელახული იყო ჩემი სუბიექტობა, ვინაიდან პერსონალური მონაცემები მჭიდროდ არის შეკრული სუბიექტთან. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციის 5 მუხლის 8 პუნკტს, სადაც - სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
აქედან გამოდის დასკვნა- უმაღლესი იურიდიული ძალა უნდა ჰქონდეს იმ მოქმედ საბუთს რაც პირს აქვს სახეზე და არა ჩანაწერს.
ძირითადი უფლებების სამართალსუბიექტურობა ნიშნავს ფიზიკური ან იურიდიული პირის სამართლებრივ შესაძლებლობას, იყოს ძირითადი უფლებების სუბიექტი. ძირითადი უფლებების სუბიექტი არის ყველა ადამიანი.
საქართველოს კონსტიტუცია:
მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა
1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
პირდაპირ არის დარღვეული ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, გარდაცვლილი დეიდის-ნიურა გაგუას, სახელის ჩასწორება იურაზე, გარდაცვლიდან ორი წლის შემდეგ, როდესაც ნიურა გაგუა თავისი ცხოვრების მანძილზე, მინიმუმ 1996 წლიდან, 26 წელი ( სინამდვილეში უფრო ადრე) გარდაცვლილის სახელი იყო – ნიურა. მით უმეტეს, რომ 1. სახელი ნურა არის არაბული, მუსულმანური, ნურ ნიშნავს შუქს
სახელი ნიურა არის ქრისტიანული , წარმოიშვება ბიბლიურ სახელიდან ანა, და საბჭოთა მმაჩის მუშაკებმა თუ გააკეთეს არასწორი ჩანაწერი, უნდა მოხდეს სახელის კანონიერად აღიარება ჩასწორდეს 28.02.1940 წლის ჩანაწერი და არა ის საბუთები, რომლებითაც სარგებლობდა ნიურა გაგუა და პიროვნებას საქართველოს რესპუბლიკა სცნობდა როგორც ნიურა გაგუას-მისცა პიროვნების ბარათები, უხდიდა პენსიას და ა.შ. საფლავის ქვაზე აწერია სახელი ნიურა, ჩნდება საკითხი–როგორ უნდა მოიგონიოს ეკლესიამ გარდაცვლილი? არსებობს შეგრძნება, ომ მას არ მიუა ლოცვები და მისი სული ვერ იქნება დასვენებული.
მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება
1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.
მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები
1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
მინიმუმ 1996 წლიდან, 26 წელი, სინამდვილეში უფრო ადრე, გარდაცვლილის სახელი საბუთებით იყო – ნიურა, გარდაცვლილის სახელის «ჩასწორება», ვითომ ადამიანი 30 წელი დადიოდა არასწორი საბუთებით, ვერა ხვდებოდა შეცდომას არღვევს კონსტიტუციის მუხლებს ღირსების ხელშეუვალობაზე, ადამიანის თავისუფლებაზე, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებზე.
გარდაცვლილი პირის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა თუ საერთოდ შესაძლებელია, ეს უნდა მოხდეს ადმინისტრაციული წესით მხოლოდ ყველა მემკვიდრეების (დაინტერესებულ პირთა) შორის დავის არარსებობის შემთხვევაში. დაინტერესებულ პირთა შორის დავის შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებისა და შეცვლის საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო წესით.
ამ მოსაზრებებს ითვალისწინებდა, ადრე მოქმედი საქართველოს კანონი 08/11/1998 ( ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2012) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ სადაც იყო მსგავსი ნორმა რომელიც იყო კონსტიტუციური და ითვალისწინებდა დამდგარ მოქალაქის თავისუფლების ეფოქას ტოტალიტარული სახელმწიფოსგან
მუხლი 103. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა
1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორებასა და შეცვლას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო საკმარისი საფუძვლების არსებობისას და დაინტერესებულ პირთა შორის დავის არარსებობის შემთხვევაში.
2. დაინტერესებულ პირთა შორის დავის შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებისა და შეცვლის საკითხი წყდება სასამართლო წესით.
საქართველოს კონსტიტუცია:
მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები
1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.
2. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
3. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.
4. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
ვინაიდან, მე როგორც მემკვიდრეს, დეიდის სახელის ჩასწორებაზე არ შემატყობინეს, არ შემატყობინეს ჩემს მიმართ გაწეული დაბაბების დღის შეცვლი შესახებ, ნათელია, რო პრაქტიკაში არსებული ნორმა ჩასწორებების შესახებ არ შეესაბამება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონტიტუციურ ნორმებს
საქართველოს კანონინოტარიატის შესახებმუხლი 44. სანოტარო მოქმედების შესრულება
სანოტარო მოქმედება პირის თხოვნით შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა.
ახალი სამოქალაქო სამართლისა და ეკონომიკური ურთიერთობების საფუძვლები ჩამოყალიბებულია 1995 წლის კონსტიტუციით, რომელიც აღიარებს და გარანტირებულია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას (პუნქტი 1, მუხლი 21).
1997 წლის სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე კერძო ხასიათის ქონებრივ, ოჯახურ და პირად ურთიერთობებს (სამოქალაქო კოდექსის 1-ლი მუხლი).
საერთო სამართლის ქვეყნებში მემკვიდრეობა გაგებულია, როგორც გარდაცვლილის ქონების განაწილება კანონით და/ან ანდერძით განსაზღვრულ პირებს შორის. პირველი მიდგომის თანახმად, მემკვიდრეობის მიღებისას მემკვიდრე ხდება მთლიანად მოანდერძის უფლება-მოვალეობების მატარებელი და არ შეუძლია მიიღოს მხოლოდ ნაწილი და უარი თქვას დანარჩენზე. ამ შემთხვევაში, მემკვიდრეობით მიღებული ქონება განიხილება, როგორც გარდაცვლილის ყველა აქტივისა და ვალდებულების მთლიანობა, რადგან ეკონომიკური ბრუნვა მოითხოვს, რომ მოვალის გარდაცვალების შემდეგაც კი შენარჩუნდეს მისი სავალო ვალდებულებები - თუნდაც ის, რაც არ არის მჭიდროდ დაკავშირებული მის პიროვნებასთან.
რაც შეეხება სამოქალაქო სამართლის ქვეყნებში, ამ ქვეყნების დოქტრინა და პრაქტიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ მემკვიდრეობით ხდება გარდაცვლილის იურიდიული პიროვნების გაქრობა და მისი ქონების ლიკვიდაცია. ამავედროულად, ხორციელდება მის კუთვნილი ვალების ამოღება, მისი ვალების გადახდა, მისი საგადასახადო და სხვა ვალდებულებების დაფარვა. ამ პროცედურას ეწოდება ადმინისტრირება და ხდება სასამართლოს ზედამხედველობით. მემკვიდრეები იღებენ უფლებას წმინდა ნაშთზე (წმინდა ქონება).
მოსარჩელეს კონკრეტულ სიტუაციაში ნოტარიუსი მოიქცა როგორც საერთო სამართლის
თაყვანისმცემელი (ზოგადი ხასიათის მემკვიდრეობა ), სარეგისტრაციო ორგანო კი, როგორც ცივილური სამართლის წარმომადგენელი (საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვალდებულებების გარეშე), მიუხედავათ იმისა, რო ორივეს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, რაც პრაქტიკაში არ უნდა არსებობდეს, მით უმეტეს, რო საქართველოს სამაქალაქო კანონმდებლობა ჩამოყალიბება 1997 წელს საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებით. ეს აქტი მომზადდა გერმანელი სამოქალაქო მეცნიერების მონაწილეობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი თავისი კონცეპტუალური პრინციპებით, სტრუქტურით, შინაარსითა და ტერმინოლოგიით ბევრად უფრო ახლოს არის ცენტრალურ ევროპულ კოდექსებთან.
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 29 დეკემბერს (საქმე№2/3/1337 ) განიხილა კონსტიტუციური სარჩელი №1337 („ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და მიიღო გადაწყვეტილება - დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე მამკვიდრებელის ცხადად გამოხატული ნების გარეშე ითვალისწინებს მემკვიდრისთვის საჩუქრის სახით გადაცემული ქონების ღირებულების ამ მემკვიდრის სამკვიდრო წილში ჩათვლას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
ამ საქმეში ლაპარაკი იყო იმაზე შეესამაბამება თუ არა კონსტიტუციას ის ნორმა, რო ადრე
ნაჩუქარი ქონება უნდა ჩათვლილი ყოფილიყო სამკვიდროს ნაშთში, და ჩაეთვალად ჩუქების მიმღებისთვის მემკვიდრეობის წილად
ნებისმიერი ობიექტური პირი ჩათვლიდა , რო ეს ქონება არ უნდა ჩაითვალოს, იმ მოტივით, რო ჩუქება ეს არის გამოხატული ნება პიროვნების დასაჯილდოვებლად რაღაც კარგ საქციელზე. სამართალს აქვს ქრისტიანული ფესვები–კარგი უნდა წახალისდეს, საზოგადოება ამაში დაინტერესებულია.
საკვირველი პოზიცია ეჭირად პარლამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც ამტკიცებდნენ წინააღმდეგს. პარლამენტი თვითონ არი ხალხის წარმომადგენელი ორგანო, არა მგონია, რო ხალხში ყოფილიყვეს რაღაც სერიოზული ნაწილი, რომელიც ანალოგიურად იმსჯელებდა.
ამ სიტუაციაში ლაპარაკი იყო უსასყიდლო გარიგებაზე, ჩემს სიტუაციაში – ლაპარაკია იმაზე რო სამკვიდროში ჩათვალეს ჩემს მიერ ჩადებული ინვესტიციები 81 ათასი აშშ დოლარი, რასაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.
საქართველოს კანონმდებლობა ( ინსტრუქციების გარდა ) საერთოდ არ აძლევს ნოტარიუსს უფლებას გასცეს ზოგადი ხასიათის მემკვიდრეობის მოწმობა.
ადამიანის უფლება კი შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.
ინსტრუქციები კი ხშირად ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობას, მაგალითად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, თუ პირს არ აქვს კანონში მითითებული საბუთები, მემკვიდრეობის მიღების ფაქტს ადგენს სასამართლო, მინისტრის ბრძანებით კი – მერია ( როგორც ჩემს შემთხვევაში ).
მერიას, კანონით არ აქვს ეს უფლებამოსილებანი, რა იციან მოწმეებმა ვინ რა მიიღო და როგორ. მერიამ უნდა დაადგინოს ფაქტი –ცხოვრებისა, ცხოვრების საფუძვლისა და ა.შ. , მაგრამ იძლეოდა ცნობებს მემკვიდრეობის დაუფლების შესახებ
გორის მერიამ ეს პრაქტიკა შეცვალა, ჩემი საქმის განხოლვის დროს გორის რაიონულ სასამართლოში 2022 წლის სექტემბერში.
ვინაიდან საქართველოში დოქტრინა და პრაქტიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ მემკვიდრეობით ხდება გარდაცვლილის იურიდიული პიროვნების გაქრობა და მისი ქონების ლიკვიდაცია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი –მუხლები 1306-1494 ), ხორციელდება მის კუთვნილი ვალების ამოღება, მისი ვალების გადახდა, მისი საგადასახადო და სხვა ვალდებულებების დაფარვა.
ამ პროცედურას ევროპის ქვეყნებში ახორციელებს სასამართლო, საქართველოში, საბჭოთა ტრადიციით, ამას აკეთებს (ან უნდა აკეთებდეს ) ნოტარიუსი.
ფაქტიურად გამოდის, რო ნოტარიუსი ასრულებს მემკვიდრეობის საკითხებში სასამართლოს ფუნქციას–ადგენს იურიდიულ ფაქტებს, წყვეთავს საკუთრების საკითხებს და ა.შ.
ყველა სახელმწიფოს მიერ შექმნილ ორგანოს აქვს ტერიტორიულობა, მოქმედება განსაზვღრულ ტერიტორიაზე, თუ ხდება ადამიანების უფლებების განსაზღვრა. მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად:
მუხლი 31. საპროცესო უფლებები
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებისა და თავისუფლებებისა, ყველას უფლება აქვს მისი
საქმე განხილული იქნას იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც ეხება ეს სექმე. დავები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, იხილება უძრავ ქონების ადგილსამყოფელზე
საქართველოს კანონინოტარიატის შესახებმუხლი 44. სანოტარო მოქმედების შესრულება
სანოტარო მოქმედება პირის თხოვნით შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა.
კონსტიტუციის შესაბამისად მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო
1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
კონსტიტუციის შესაბამისად მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო
1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.
8. სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
კონსტიტუციის შესაბამისად მუხლი 19. საკუთრების უფლება
1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ყველა სახელმწიფოს მიერ შექმნილ ორგანოს აქვს ტერიტორიულობა, მოქმედება განსაზვღრულ
ტერიტორიაზე. კონსტიტუციის შესაბამისად მიმაჩნმა, რო ნოტარიუსის ეკსტერიტორიულობა არ შეესაბამედა კოსტიტუციურ პრინციპს, რომ ნოტარიუსის მოქმედებები უნდა ხორციელდებოდეს და საჩივრდებოდეს მემკვიდრეობის გახსნის ადგილზე. სხვა ტერიტორიებზე სიარული ზოგ ადამიანისთვის სერიოზულ შეფერხებას წარმოადგენს. ამ მუხლში საერთოდ არ არის გახსნილი რომელ ქვეყნის ნოტარიუსსეა ლაპარაკი და რომელ ქვეყნისთვის სრულდება ნოტარიული ქმედება. საკითხი, რომელიც ეხება სხვა (მესამე ) პირების უფლება–მოვალეობებს, მათი შეტყობინების გარეშე, საერთოდ არ უნდა წყდებოდეს.
არსებულ სიტუაციაში ნათელია, რომ ნორმა - სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე - მკვეთრად ირღვევა იმით რო ნებისმიერ ნოტარიუსს უფლება აქვს განიხოლოს მემკვიდროების საკითხები, მემკვიდრეობის გახსნის ადგილთან მოშორებით, რაც ჰქმნის რეალურ სიძნელებს მისვლა–მოსვლაში, გაჩერებაში, სასამართლოში გაპროტესტებაში განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრ თანამემამულებისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არის მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი
1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, – სამკვიდროს ადგილსამყოფელი.
მიმაჩნია, ეს ნორმა მეტყველებს იმ გარემოებაზე, სამემკვიდრეო საქმის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ ნოტარიუსთან იმ ადგილას, სადაც ბოლო დროს ცხოვრობდა მამკვიდრებელი. მემკვიდრეს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ სანოტარო ოფისს, დისტანციურად გააფორმოს მემკვიდროება, მხოლოდ მემკვიდრეობის საქმე უნდა იყოს შექმნილი სამკვიდროს გახსნის ადგილზე. სხვა შემთხვევაში სამკვიდროს გახსნის ადგილს სხვა შემთხვევაში არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ ააქვს, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო 1.საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.
აგრეთვე მიმაჩნია, რომ პარლამენტმა გადააჭარბა თავის უფლება მოსილებანი, როდესაც საქართველოს კანონში « ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ»
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697
ამ კანონს აკლია ძალადობის მთავარი ნიშანი - მსხვერპლის ნების დათრგუნვა და წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაკარგვა. ეს გამომდინარეობს ადიმიანის უფლებების თანასწორობიდან, კანონის ზომიერი გამოყენებიდან.
კანონმა მისცა აღმასრულებელ ხელისუფლებას უფლება - მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების უფლება
მუხლი 182. მსხვერპლისთვის საცხოვრებლით დროებით სარგებლობის უფლების შენარჩუნება
თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761
პირებს ,რომელსაც აქვთ თავიანთი ოჯახები არ შეიძლება ჩაითვალონ ერთი ოჯახის წევრად, თუმდაც იყვნენ და და ძმა. ადამიანი თავისუფალია დარჩეს ოჯახში სადაც დაიბადა ან შექმნას სხვა ოჯახი. გამორიცხულია, რო პიროვნება ერთდროულად იყვეს რამდენიმე ოჯახის წევრი.
კონსტიტუციის მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება 1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.
კონსტიტუციით საცხოვრებელი ადგილი შეუვალია, პრაქტიკაში გამოდის სხვა რამე – ამ უფლების უხეშად დარბევა
მუხლი 19. საკუთრების უფლება
1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები
1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
ჩემს შემთხვევაში ამ უფლების გამოყენებამ გამოიწვია ჩემი ნივთების, ფულის , საბუთების –საკუთრების მითვისება სხვა პირის მიერ, ვინაიდან არანაირი დამცავი ღონისძიება - აღწერა, დალუქვა, ვიდეოფიქსაცია, კანონში გათვალისწინებული არ არის.
მიმაჩნია, რომ ცნება ოჯახის შესახებ, და უფლებამოსილება გამოსახლების შესახებ, პიროვნების
მიმართ მისი უფლებების დაცვის არმიუღებლობაში, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას , მით უმეტეს სახლის კუთვნილებაზე დავის არსებობაში, რაც დაკავშირებულია არაკანონიერათ ქონების მითვისებასთან, მტკიცებულებების განადგურებასთან და ა.შ., რაც მოხდა ჩემს სიტუაციაში.
იურისპრუდენციაში ძირითადი უფლებების განმარტება პირველ რიგში, განსაზღვრავს მათ სავალდებულო, სამართლებრივ ხასიათს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიერ.
ძირითადი უფლებების სამართლებრივი კონტროლის განხორციელებისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის კონსტიტუციის მე-4 მუხლის მეორე წინადადება. შესაძლებელია იმის შემოწმება, ჰქონდა თუ არა ძირითადი უფლების დარღვევას, როგორც სამართლის დარღვევას, ადგილი.
ძირითადი უფლებების თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით უნდა დადგენდეს: უთანასწორო მოპყრობის დადგენა, უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება.
როცა კანონმდებელი, ერთი მხრივ, შებოჭილია კონსტიტუციით ძირითადი უფლებით, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი უფლებამოსილია საჯარო ინტერესის გათვალისწინებით შეზღუდოს იგივე უფლება, ძირითადი უფლებების სტრუქტურული ელემენტები, განსაკუთრებით კი, უფლებაში ჩარევის სამართლებრივი გამართლება, იძლევა იმის საშუალებას, რომ კანონმდებლის მიერ განხორციელებული ეს შეზღუდვა იყოს კონსტიტუციურად შეფასებული.
ძირითადი უფლებების სამართალსუბიექტურობა ნიშნავს ფიზიკური ან იურიდიული პირის სამართლებრივ შესაძლებლობას, იყოს ძირითადი უფლებების სუბიექტი. ძირითადი უფლებების სუბიექტი არის ყველა ადამიანი.
საქართველოს კონსტიტუცია:
მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა
1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება
1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.
საქართველოს კანონი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ
მუხლი, 281. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება
6. გადაწყვეტილების გამოცემის წესი, ფორმა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით.
ვინაიდან ნოტარიუსმა გასცა ზოგადი ხასიათის მემკვიდრეობის მოწმობა, რეგისტრაციის ორგანოსაც უნდა დაერეგისტრირებინა საკუთრება ნივთზე მიბმული ვალდებულებით, თუ ჰქონდათ შესაბამისი მონაცემები, ვინაიდან შესაძლო იყო გასხვისება და ა.შ.
საქართველოს კანონი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ყველაფერი სწორე წერია, როგორც უნდა იყვეს დემოკრატიულ სახელმწიფოში
მუხლი 20. რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები
1. უძრავ ნივთზე უფლება, უფლების შეზღუდვა, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
მუხლი 33. გარდამავალი დებულებანი
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე დადებული გარიგებები, რომლებიც იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ იყო რეგისტრირებული შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია.
მუხლი, 281. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება
6. გადაწყვეტილების გამოცემის წესი, ფორმა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №487 31.12.2019 „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ( მანამდე , საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება, დაკარგა ძალა 2019 წლის 31 დეკემბერს) ერთი მხრივ ითვალისწინებდა მუხლით17. უძრავ ნივთზე საერთო საკუთრების უფლებისა და მისი განკარგვის რეგისტრაცია
1. თუ უძრავ ნივთზე საერთო საკუთრების უფლება წარმოეშობა რამდენიმე პირს, განცხადება შეიძლება წარადგინოს ნებისმიერმა თანამესაკუთრემ და მომსახურების საფასურიც ერთი უფლების რეგისტრაციისათვის გადაიხდევინება.
მეორე მხრივ არის
მუხლი 56. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას დაქვემდებარებული გარიგებები
ხელმოწერის დამოწმებას ექვემდებარება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული წერილობითი ფორმის როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი კერძოსამართლებრივი გარიგებები, გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის, მინდობილობის, ანდერძის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, სამისდღეშიო რჩენისა და საქორწინო ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარიგებებისა, რომლებზეც მხარეთა ხელმოწერები უნდა დამოწმდეს/დადასტურდეს მხოლოდ სანოტარო წესით.
რაც ჩემი აზრით არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით №939 20.10.2023 შეთანილია ცვლილება და ჩამოყალიბებულია:
„მუხლი 56. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას დაქვემდებარებული გარიგებები
ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას ექვემდებარება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული წერილობითი ფორმის როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი კერძოსამართლებრივი გარიგებები, გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეობით დადებული გარიგების, მინდობილობის, უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების, ანდერძის, სამისდღეშიო რჩენისა და საქორწინო ხელშეკრულების, აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარიგებებისა, რომლებზეც მხარეთა ხელმოწერები უნდა დამოწმდეს/დადასტურდეს მხოლოდ სანოტარო წესით.“
არსებითად მიდგომა შეცვლილი არ არის. ფაქტიურად გამოდის, რომ არც ერთი გარიგება მოქმედი არ არის თუ არ არის დადასტურებული ნოტარიუსის მიერ ან სარეგისტრაციო ორგანოს მიერ, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციას და სამოქალაქო სამართალს. რეგისტრაციის საკითხი და გარიგების ნამდვილობის საკითხი არ შეიძლება იყვეს ერთმანეთზე დამოკიდებული, მხარე შეიძლება გარდაიცვალოს, შეიძლება გადაიფიქროს, შეიძლება გაჩნდეს დავა რომელზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ. ჩინოვნიკის ჩართვა გარიგების ნამდვილობის საკითხში არაკონსტიტუციურია და არ შეესაბამება ეკონომიური თავისუფლების პრინციპს. მხარეების გამოცხადება და ერთობლივი განცხადება ეს სხვა საკითხია და ეხება მხოლოდ რეგისტრაციას, მაგრამ არ ეხება გარიგების ბათილობას. ფაქტიურად იუსტიციის მინისტრმა არაკანონიერად შეცვალა სამოქალაქო სამართალი გარიგების ბათილობის საკითხში, შესღუდვა მოქალაქეების უფლებები.
ის ფაქტი, რო 26.09.23 მივმართე შსს გორის რაიონული პოლიციის სამმართველოს, რომ მინდა შესვლა და დათვალიერება სახლისა მისამართით ქ.გორი ქეთევან წამებულის 36, რომელიც თაღლითურად დაიკავა ჩემ დამ–ლიანა ერგემლიძემ, შიგ ვერ მოვხვდი 2,5 წლის განვალობაში, მიუხედავად იმისა რომ მქონდა რეგისტრირებული საკუთრება სახლის 1/2 რომლის აღება გახდა ჩემთვის იძულებული, და სახლში ვერ მოვხვდი, ვერც გორის პოლიციამ , ვერც პროკურატურამ, ვერც სასამართლომ ვერ უზრუნველყოფეს ჩემი საკუთრების უფლების რეალიზაცია, რო მე შევსულიყავი ჩემს სახლში და დამეთვალიერებინა ნივთების შენახულობა, მეტყველებს იმაზე, რო ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი კანონის ქალთა მიერ ძალადობის შესახებ, შედგენილია არაკონსტიტუციური ნორმების ჩართვით, როდესაც ერთი უფლება არაადეკვატურად არი გაზრდილი სხვებთან შედარებით, რაც იწვევს კანონის ბოროტათ გამოყენებას -"ძალადობა" გახდა საკუთრების შეძენის საფუძველი და სხვისი საკუთრების უფლების შემლახველი.
ვთხოვ საკონსტიტუციო სასამართლოს მიიღოს გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად ცნოს:
1. საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ
მუხლი 79. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა
მუხლი 88. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის განსაკუთრებული პირობები
2. საქართველოს კანონინოტარიატის შესახებ
მუხლი 44. სანოტარო მოქმედების შესრულება
სანოტარო მოქმედება პირის თხოვნით შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა.
3. საქართველოს კანონი « ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ»
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
მუხლი 182. მსხვერპლისთვის საცხოვრებლით დროებით სარგებლობის უფლების შენარჩუნება
4. ინსტრუქცია „საჯარო რეესტრის შესახებ“ მუხლი 56. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას დაქვემდებარებული გარიგებები
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა