ზაზა ქარჩხაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1826 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი თევდორაშვილი, |
ავტორ(ებ)ი | ზაზა ქარჩხაძე |
თარიღი | 12 ივლისი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 24 იანვარის ბრძანება №6/ნ - ით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის ბრძანება №01-41/ნ - ში შეტანილი ცვლილებები
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წლის 24 იანვარის ბრძანება №6/ნ - ის დანართი №1, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის ბრძანება №01-41/ნ - ში შეტანილი ცვლილებებით იზღუდება ჩამანაცვლებელი პრეპარატის გაცემა 1 დღეზე მეტი ვადით. უქმდება უფლება ქვეყნის შიგნით გადაადგილების დასაბუთებულ შემთხვევაში პაციენტს ხელზე გაატანონ სამკურნალო საშუალება დამოუკიდებელი მიღებისათვის |
მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო 1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. 2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წლის 24 იანვარის ბრძანება №6/ნ - ის დანართი №1,, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის ბრძანება №01-41/ნ - ში შეტანილი ცვლილებებით იზღუდება ჩამანაცვლებელი პრეპარატის გაცემა 1 დღეზე მეტი ვადით. უქმდება უფლება ქვეყნის შიგნით გადაადგილების დასაბუთებულ შემთხვევაში პაციენტს ხელზე გაატანონ სამკურნალო საშუალება დამოუკიდებელი მიღებისათვის |
მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წლის 24 იანვარის №6/ნ - ის დანართი №1,, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის ბრძანება №01-41/ნ - ში შეტანილი ცვლილებებით იზღუდება ჩამანაცვლებელი პრეპარატის გაცემა 1 დღეზე მეტი ვადით. უქმდება უფლება ქვეყნის შიგნით გადაადგილების დასაბუთებულ შემთხვევაში პაციენტს ხელზე გაატანონ სამკურნალო საშუალება დამოუკიდებელი მიღებისათვის |
მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წლის 24 იანვარის №6/ნ - ის დანართი №1, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის ბრძანება №01-41/ნ - ში შეტანილი ცვლილებებით იზღუდება ჩამანაცვლებელი პრეპარატის გაცემა 1 დღეზე მეტი ვადით. უქმდება უფლება ქვეყნის შიგნით გადაადგილების დასაბუთებულ შემთხვევაში პაციენტს ხელზე გაატანონ სამკურნალო საშუალება დამოუკიდებელი მიღებისათვის |
მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წლის 24 იანვარის ბრძანება №6/ნ - ის დანართი №1,, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის ბრძანება №01-41/ნ - ში შეტანილი ცვლილებებით იზღუდება ჩამანაცვლებელი პრეპარატის გაცემა 1 დღეზე მეტი ვადით. უქმდება უფლება ქვეყნის შიგნით გადაადგილების დასაბუთებულ შემთხვევაში პაციენტს ხელზე გაატანონ სამკურნალო საშუალება დამოუკიდებელი მიღებისათვის |
მუხლი 28. ჯანმრთელობის დაცვის უფლება 1. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის 4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; აგრეთვე ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 19-ე მუხლის 1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 31პრიმა მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
ა. შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ
ბ. სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი
გ. სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
დ. სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-4, მე-11, მე- 14, 26 -ე და 28-ე მუხლებით
ე. სადაო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის/აქტების კონსტიტუსიურობაზე მსჯელობის გარეშე
ვ. კანონით არ არის დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ხანდაზმულობის ვადა.
მოსარჩელე ზაზა ქარჩხაძე არის ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის (ჩთ) პროგრამის ქუთაისის მე-6 განყოფილების პაციენტი, რაც მოითხოვს მედიკამენტების ყოველდღიურად მიღებას. დასაქმებულია საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის წევრ ორგანიზაციაში „რუბიკონი“ პროექტის კოორდინატორად. პროექტის სპეციფიკის გამო ხშირად უწევს მივლინებები სხვადასხვა კონფერენციებზე, ტრენინგებზე თუ სემინარებზე.
14.05.2024წ. მიმართა წერილით შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურ დირექტორს, დაერთოთ ნება და კონფერენციაში მონაწილეობის, რომელიც იმართებოდა2024 წ. 22 - 23 მაისს, გამო ხელზე გაეტნიათ ჩამანაცვლებელი პრეპარატის 2 დღის კუთვნილი დოზა. საპასუხო წერილში მას უარი უთხრეს მედიკამენტების ერთი დღეზე მეტი ვადით გაცემაზე ჯანდაცვის მინისტრის 2024წლის 6 იანვრის ბრძანების № 6/ნ მიზეზით. ამ ფაქტმა ნეგატიურად იმოქმედა მის პროფესიული ვალდებულებების შესრულებაზე, ვერ მიიღო სრულყოფილი მონაწილება კონფერენციაში და დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები .
ბრძანებების № 6/ნ და № 4/ნ 2024 წლის 24 იანვრის ცვლილებები არსებითად აუარესებს ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტების მდგომარეობას, მიიღონ მედიკამენტები ერთი დღის ვადით ზღუდავს მათ უფლებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ბრძანება № 6/ნ დანართის № 1 მუხლი 7 პუნქტი 8 შეტანილი ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობების პირს, მათ შორის 1 ჯგუფის ინვალიდება ან/და მათ მინდობილ პირს ავალდებულებს ყოველდღიურად ეწვიონ ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებებს პრეპარატის კუთვნილი დოზის მისაღებად; .
ბრძანება № 6/ნ დანართის № 1-ში ამოღებულია მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის ბრძანება №01-41/ნ მუხლი 7 პუნქტი 9, რომელიც ითვალისწინებდა პაციენტის ქვეყნის შიგნით გადაადგილების მიზეზის დასაბუთებულ შემთხვევაში,4 დღის დოზის ხელზე გატნევას. ამით პაციენტებს აეკრძალათ სამსახურებრივ მივლინენებში, დასვენება ბალნეოლოგიურ კურორტებზე და ა.შ. წასვლა
4 - მუხლის დარღვევა: სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.
11-ე მუხლის დარღვევა: ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტები არ იღებენ თანასწორ მოპყრობას სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან შედარებით, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლს.
14-ე მუხლის დარღვევა: სამედიცინო დაწესებულებების ყოველდღიური მონახულება ზღუდავს პაციენტების გადაადგილების თავისუფლებას, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლს.
26-ე მუხლის დარღვევა: ერთი დღის ვადით მედიკამენტების მიღების შეზღუდვა უშლის პაციენტებს სრულფასოვნად იმუშაონ და დაისვენონ, რაც არღვევს შრომის, გაერთიანების, გაფიცვის და მეწარმეობის თავისუფლებას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით.
28-ე მუხლის დარღვევა: საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არღვევს ჯანმრთელობის უფლებას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო
არგუმენტი: 4 - მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ირღვევა კონსტიტუციის სხვა მუხლები:
საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლი (კანონის წინაშე თანასწორობა)
არგუმენტები:
ბრძანების შინაარსი: ბრძანება ზღუდავს ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებს ერთი დღის ვადაზე მეტით მედიკამენტების მიღებაში, მაშინ როდესაც სხვა ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, ჰეპატიტი С; ონკოლოგიური პაციენტები; აივ-შიდსით პაციენტები) მქონე პაციენტებს შეუძლიათ მედიკამენტების უფრო ხანგრძლივი პერიოდით მიღება.
დარღვევა: ეს ქმნის დისკრიმინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, აყენებს ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებს არათანაბარ პირობებში სხვა პაციენტებთან შედარებით. ამგვარად, ბრძანებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლს, რომელიც გარანტირებს კანონის წინაშე თანასწორობას.
საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლი (გადაადგილების თავისუფლების უფლება)
არგუმენტები:
ბრძანებების შინაარსი: ბრძანებები მოითხოვს ყოველდღიურად სამედიცინო დაწესებულებების მონახულებას მედიკამენტების მისაღებად, რაც ზღუდავს პაციენტების გადაადგილების თავისუფლებას.
დარღვევა: პაციენტები, რომლებსაც ხშირად უწევთ მოგზაურობა ან მივლინებები, იძულებულნი არიან ყოველდღიურად დაბრუნდნენ მედიკამენტების მისაღებად. ეს ზღუდავს მათ გადაადგილების თავისუფლებას, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლს.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი (შრომის, გაერთიანების, გაფიცვის და მეწარმეობის თავისუფლების უფლება)
არგუმენტები:
ბრძანებების შინაარსი: ერთი დღის ვადით მედიკამენტების მიღების შეზღუდვა ხელს უშლის პაციენტებს სრულფასოვნად იმუშაონ და დაისვენონ, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ მივლინება.
დარღვევა: ეს ზღუდავს პაციენტების შესაძლებლობას შეასრულონ თავიანთი შრომითი ვალდებულებები და დაისვენონ, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლს.
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი (ჯანმრთელობის უფლება)
არგუმენტები:
ბრძანებების შინაარსი: საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესება.
დარღვევა: საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლს, რომელიც გარანტირებს ჯანმრთელობის უფლებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა