ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1830 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, |
ავტორ(ებ)ი | ფატმან კვარაცხელია, კახა ეხვაია |
თარიღი | 29 ივლისი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ს“ სადავო ნორმები: მუხლი 286 მე-6 ნაწილი - ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა. მე-4 ნაწილის შეზღუდვა კი მდგომარეობს შემდეგში: ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხილი : 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. 4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
მე-19 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი: 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
|
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;“ ვინაიდან სადავო ნორმები უკვე გავრცელდა მოსარჩელეზე, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონტიტუციურობაზე.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) შეეხება საკითხებს რომლებიც არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - გასაჩივრებული ნორმა არც გასაჩივრებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად ქცეულა;
ე) შეეხება საკითხებს რომლებიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებებს (მე-11 და მე-19 მუხლები), მათ შეზღუდვას ნორმატიული აქტის გასაჩივრებული ნორმებით;
ვ) წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის შეტანა არ არის ვადით შეზღუდული;
ზ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან ერთად გასაჩივრებულია და დასმულია კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხიც.
მოსარჩელეები წარმოადგენენ ფიზიკურ პირებს, რომლიც არის იდენტიფიცირებული კონსტიტუციური უფლების სუბიექტი. გასაჩივრებული სადაო ნორმა, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს მე კახა ეხვაიას მიზღუდავს უფლებას, საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენებით მიიღოს უპროცენტოდ სესხი გამსასხებლის ბინაში ცხოვრების უფლების სანაცვლოდ, კერძოდ კახა ეხვაია გახლავთ უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო ფატმან კვარაცხელია არის მეუღლე და აღნიშნული ქონება არის ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრება და ოჯახის მიზნებისათვის გამოიყენება ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული უძრავი ქონება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების უფლებით დაიტვირთა 2022 წელს 18 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 2024 წელს, ვინაიდან ვერ შევძელით თანხის გადახდა, აღნიშნული ქონება იგივე ტიპის ხელშეკრულების თანახმად მეორედ დაიტვირთა მოთხოვნის უზრუნველყოფით, თუმცა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია საკუთარი ფინანსებით ვერ შევძლოთ დათქმულ ვადაში აღებული სესხის დაფარვა, ამ შემთხვევაში ვინაიდან მესამედ გვიზღუდავს მოქმედი ნორმა სესხის აღებას ბინაში ცხოვრების უფლებით, რაც მეტად მისაღებია და საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ უძრავი ქონება, ვინაიდან სარგებელი არ გვექნება გადასხდელი, იძულებელი უნდა გავხდეთ გავავასხვისოთ საკუთარი ქონება ან მივმართოთ კერძო ბანკებს მარალპროცენტიანი სესხის მისაღებად, რა შემთხვევაშიც დიდი ალბათობით შესაძლოა სესხი არც დაგვიმტკიცონ (ან თუ დაგვიმტკიცებენ, ვერც შევძლოთ მაღალი პროცენტის გადახდა) და მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რომ დავკარგოთ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ვერ შევანურჩუნოთ იგი არასრულწლოვან შვილებს.
ამრიგად, არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირვლი ნაწილით, რომლის თანახმად: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
ფიზიკური და იურიდიული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. სადავო ნორმა დაუსაბუთებლად ახდენს არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას, რაც არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ უფლებებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით აღიარებული საკუთრების უფლება თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და განვითარების საფუძველია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლების დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლება მოიცავს სახელშეკრულებო თავისუფლებას, მათ შორის, იცავს ქონების, საბანკო ანგარიშებისა და ქონებრივი უფლებების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობას. „საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე, შეიძინოს და გაასხვისოს ქონებრივი უფლებები. ქონებრივი უფლებების განკარგვისა და შეძენის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის საფუძველს. სახელშეკრულებო თავისუფლებით დაცულია რის შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, დადოს თუ არა ხელშეკრულება ამა თუ იმ ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებით, აირჩიოს ხელშეკრულების მხარე და განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/9/745 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
სახელმწიფოს ქმედება, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს საკუთარ ქონებას ან/და კერძო პირებისაგან ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება a priori განიხილება როგორც ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბერი N 1/4/1380 გადაწყვეტილება საქმეზე ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.)
დიფერენცირების ფაქტის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით დაცული უფლებების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია, თანასწორად მოეპყროს მხოლოდ არსებითად თანასწორ პირებს (№2/6/623 ბათუმი, 2016 წლის 29 დეკემბერი. შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
სადავო ნორმებით ფიზიკური პირების მიმართ იურიდიულ პირებთან მიმართებაში ხდება განსხვავებული მოპყრობა, კერძოდ: სამოქალაქო კოდქსის 286 მუხლის მე-6 ნაწილის 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა. რას ადგენს 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი: ფიზიკურ პირზე ( მათ შორის ინდივიდულურ მეწარმზე) გასაცემი/გაცემული სესხის /კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება, ასევე ფიზიკურ პირზე საბანკო კრედიტი 2000 000 (ორასი ათასი) ლარამდე უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. მაშინ როცა ეს აკრძალვა არ ეხება იურიდიულ პირებს, კერძოდ, კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების-საკრედიტო კავშირს და სესხის გამცემ სუბიექტს, ანუ 286-ე მუხლის მე-6 ნაწილი არათანაბარ პირობებში აყენებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ემსახურება იურიდიული პირებისთვის ხელშეწყობას სესხებთან დაკავშირებულ ბაზარზე მოიპოვონ მონოპოლია, გაუგებარია ნორმის მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე თუ რას ემსახურება ამდაგვარი შეზღუდვა, თუ დასაშვებია ორგზის დაიტვირთოს ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იპოთეკის უფლებით საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით გადეცემის შემთხვევაში ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის თუ იურიდიული პირის სასარგებლოდ, რა მიზანს ემსახურება მისი შემდგომი დატვირთვის აკრძალვა, რისგან იცავს მოქალაქეს და რა სარგებელს იღებს ამ აკრძალვით ფიზიკური პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე. აღნიშნული საკითხი მძიმე მდგომარეობაში აყენებს უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც ეზღუდება გააკეთოს არჩევანი თავის საკუთრებაში არსებული ქონება როგორ განკარგოს და გამოიყენოს, ასევე შესაძლოა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არ ჰქონდეს მესაკუთრეს არებული სესხის დაბრუნების შესაძლებლობა და დასჭირდეს ახალი კრედიტორის მოძებნა, იმავე სახის ხელშეკრულების დადების მიზნით, რითაც შეიძლება დააბრუნოს ვალი და საკუთრება შეინარჩუნოს ამდაგვარი გზით, თავისი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტთა თანასწორობა სამოქალაქო სამართლის წამყვანი პრინციპია. მთლიანობაში სამოქალაქო სამართალი აგებულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტთა თანასწორობაზე, მიუხედავად იმისა, სუბიექტად გვევლინება ფიზიკური პირი, იურიდიული პირი თუ სახელმწიფო. იმის შესაფასებლად, არის თუ არა უფლების შეზღუდვა გამართლებული, უნდა გაირკვეს არის თუ არა შეზღუდვა კანონით სწორად განსაზღვრული, ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და ამავდროულად არის თუ არა მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა. კანონმდებელი უნდა იცავდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ყველაზე უმტკივნეულო, აუცილებელი და სამართლებრივად ვარგისი საშუალებით. ვარგისიანობა და აუცილებლობა განაპირობებს არჩეული საშუალების ნამდვილობას. ფიზიკური პირებისადმი დიფერენცირებული მოპყრობის მოტივი სადავო ნორმიდან გამომდინარე ბუნდოვანია. ბუნდოვანია ასევე კანონმდებლის მიზანი, თუ რა კრიტერიუმით იქნა შერჩეული, რომ მაგ. შეზღუდვა ფიზიკური პირის (ინდივიდულურითუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონცენციის მე-14 მუხლი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ,,მე-14 მუხლის მიზნებისათვის ქმედება დისკრიმინაციულია, თუ მას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, არ აქვს ლეგიტიმური მიზანი ან არ არის დაცული გონივრული ბალანსი გამოყენებულ საშუალებას და მისაღწევ მიზანს შორის (სხვა დანარჩენთან ერთად იხ. Karlheinz Schmidt v. Germany, 18 July, 1994, პარ. #32-33).
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ: ,,კონსტიტუციის მე-11 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას - კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ცხადია, რომ სადავო ნორმების შესაბამისად მოსარჩელეს არ აქვს სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობები ფიზიკურ პირებთან მიმართებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მოცემული კონსტიტუციური დებულების მიზანია არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და პირიქით (საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, II-2). სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულირების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირები უნდა ჩაითვალონ არსებითად თანასწორებად. შესაბამისად, არ იკვეთება კანონმდებლის დასაშვები და ვარგისი მიზანი დიფერენცირებული რეგულირების შემოსაღებად.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-1 მუხლი (ამჟამად მე-11) არ შემოიფარგლება მხოლოდ მასში არსებული ჩამონათვალით და თვითმიზნურ დიფერენცირებას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოპყრობის სხვა ფორმის გამოც. ,,კონსტიტუციის აღნიშნული დებულების მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს (ამჟამად მე-11)და დააკნინებდა მის მნიშვნელობას სამართლებრივ სივრცეში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2).
მოცემულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არ არსებობს ლეგიტიმური საჯარო მიზანი, 286 -ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვად, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა. თუ რატომ უნდა იქნეს ორი მსგავსი ხელშეკრულების შემდეგ ყოველი მომდევნო ხელშეკრულებაზე მოცემულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არ არსებობს ლეგიტიმური საჯარო მიზანი, 286 -ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვად, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა. თუ რატომ უნდა იქნეს ორი მსგავსი ხელშეკრულების შემდეგ ყოველი მომდევნო ხელშეკრულებაზე 286 - ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა და რა მიზანს ემსახურება, არის ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართლებელი, ვინაიდან მესაკუთრეს, რომელმაც ორჯერ აიღო სესხი და სანაცვლოდ საკუთარი უძრავი ქონება გადასცა ცხოვრების უფლებით გამსესხებელს, შესაძლოა ვადის ამოწურვის შემთხვევაში, არ გააჩნდეს თანხის გადახდის შესაძლებლობა, მაგრამ საკუთარ უძრავ ქონებას ვეღარ იყენებს, ისე რომ ყოველგვარი სარგებლის და პროცენტის არ გადახდის სანაცვლოდ მიიღოს თანხა სესხის სახით და შეინარჩუნოს საკუთრების უფლება მანამ, სანამ მისი ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდება და შეინარჩუნოს საკუთარი უძრავი ქონება და არსებული ვალის გადახდის მიზნით არ იყოს იძულებული გაყიდოს უძრავი ქონება ანდა აიღოს საბანკო დაწესებულებიდან სარგებლიანი სესხი, რომელიც შესაძლებელია ვერც მიიღოს, იქიდან გამომდინარე და რომ ვერ აკმაყოფილებდეს სასესხო ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭირო მოთხოვნებს. ამდენად, სადავო ნორმის შეფასება უნდა მოხდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით.
სადავო ნორმების რეგულირების ფარგლებში ფიზიკურ პირებს ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში იურიდიულ პირებთან შედარებით ეზღუდებათ უფლებები, როგორც სესხის გამცემს, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი უძრავი ქონება, სესხის სანაცვლოდ მიიღოს ცხოვრების უფლებით და მოუწიოს ე.წ. უძრავი ქონების ქირავნობამ, რა შემთხვევაში იგი ზარალდება, ხოლო სეხის შემთხვევაში მას უბრუნდება თანხა ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ და შესაძლებელია ასე დაზოგოს თანხა, რაც მომავლში მიცსემს შესაძლებლობას, შეიძინოს უძრავი ქონება.. ამასთან, აღნიშნულ შეზღუდვას არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი, გარდა იმისა, რომ იურიდიული პირები სარგებლობენ უპირატესი უფლებით დატვირთონ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იპოთეკის უფლებით.
„უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალქო კოდექსის 286 მუხლის მე-6 ნაწილის შემდეგი ციტატა: ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა