რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/1340 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 29 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 მარტი 2019 18:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით:
ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 287-ე, 288-ე, 289-ე, 2891, 2892, 2893, 2894, 2895, 2896, 2897, 2898, 290-ე და 291-ე მუხლების, 292-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 293-ე, 294-ე, 295-ე, 296-ე და 297-ე მუხლების, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 299-ე მუხლის, მე-300 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 301-ე მუხლის პირველი, 11, მე-2 და მე-3 ნაწილების, 302-ე, 303-ე, 304-ე, 305-ე, 306-ე, 3061, 3062, 3063, 3064, 3065 და 3066 მუხლების, 307-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილების, 308-ე, 309-ე და 310-ე მუხლების კონსტიტუციურობა;
ბ) „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების პირველი და მე-4 მუხლების, ამავე ბრძანების N1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ბრძანების მიღების დროს არსებული რედაქცია), მე-3, მე-4 და მე-5 (ბრძანების მიღების დროს არსებული რედაქცია)პუნქტების, მე-2 მუხლის მე-6 (ბრძანების მიღების დროს არსებული რედაქცია) და მე-7 პუნქტების , მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების, N2 დანართის მე-6 მუხლის პირველი, მე-2 (ბრძანების მიღების დროს არსებული რედაქცია) და მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების და მე-9 მუხლის კონსტიტუციურობა;
გ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ვ“ პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, 16 და მე-3 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, 61, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 პუნქტების, 141 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 142 მუხლის, 144 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 145, 146, 147, 148, 149, 1410, 1411, 1412, 1413, 1414, 1415, 1416, 1417, 1418, 1419, მე-15, 151 და 152 მუხლების, მე-17 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტების, მე-18, 181 და 182 მუხლების, 183 მუხლის პირველი, მე-2, 21, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების, 184, მე-19, 191, 192 და 193 მუხლების, 194 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 41, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, 101 და მე-12 პუნქტების, 251 მუხლის „ბ“ პუნქტის, 27-ე, 29-ე და 30-ე მუხლების, 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-40 მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, 42-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 47-ე და 48-ე მუხლების, 49-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, 50-ე, 52-ე, 53-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე, 57-ე, 58-ე, 59-ე, მე-60 და 61-ე მუხლების, 62-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 63-ე, 631, 632, 64-ე და 66-ე მუხლების, 69-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 71-ე მუხლის, 75-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8 და 81 პუნქტების, 76-ე და 77-ე მუხლების, 772 მუხლის პირველი პუნქტის, 78-ე, 79-ე, მე-80, 82-ე, 821, 822, 823, 824, 83-ე, 831, 832, 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლების კონსტიტუციურობა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1340) მომართა საქართველოს მოქალაქე რემზი შარაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 15 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 29 მარტს.
2. №1340 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გასაჩივრებული ნორმები აწესრიგებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების გასაჩივრებული ნორმები ეხება იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესებსა და პროცედურებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებული ნორმები არეგულირებს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირების უფლებებს, განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებსა და ორგანოებს, ასევე აღსრულების პოლიციელისა და კერძო აღმასრულებლის კომპეტენციებსა და უფლებამოსილებებს. რიგი სადავო ნორმები ასევე აწესრიგებს სასამართლოს კომპეტენციასთან, მოვალის ქონებაზე აღსრულების განხორციელებასთან, მის შეჩერებასთან და ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
4. №1340 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლთან. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, აგრეთვე აღნიშნული უფლების შეზღუდვისა და საკუთრების ჩამორთმევის საფუძვლებსა და პირობებს.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.
6. №1340 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, მეორე განმეორებით აუქციონზე, რომელზეც ქონების საწყისი ფასი ნული ლარით განისაზღვრა, რეალიზებულ იქნა იპოთეკით დატვირთული მოსარჩელის ორი უძრავი ქონება. რის საფუძველზეც, სს „იშბანკი საქართველომ“ აღნიშნული ქონებები მათ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად შეიძინა.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ნული ლარით განსაზღვრით სახელმწიფო შესაძლებლობას აძლევს კრედიტორებს, რომ ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ნივთი შეიძინონ მიზერულ ფასად.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობას, რომელიც არც საკანონმდებლო ხელისუფლებაა და არც სასამართლო ხელისუფლება, არ უნდა გააჩნდეს იძულებითი აღსრულების კომპეტენცია. ქონება შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ მოვალისა და კრედიტორის ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში. სახელმწიფო კი საერთოდ არ უნდა ჩაერიოს აღნიშნულ ურთიერთობაში. მან მხოლოდ კანონით უნდა დაარეგულიროს იგი.
9. მოსარჩელე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, ითხოვს უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას დასახელებული დებულების ნაცვლად დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, აგრეთვე აღნიშნული უფლების შეზღუდვისა და საკუთრების ჩამორთმევის საფუძვლებსა და პირობებს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, საკუთრების უფლება დაცულია მე-19 მუხლის პირველი პუნქტით. ხოლო აღნიშნული უფლების შეზღუდვისა და ჩამორთმევის მოსარჩელის მიერ მითითებულ ეკვივალენტურ საფუძვლებსა და პირობებს ითვალისწინებს მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის N1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან „ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
5. №1340 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს, მათ შორის, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების N1 დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე ბრძანების N2 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
6. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №84 ბრძანებით, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის №12 ბრძანებითა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის №7 ბრძანებით „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების N1 დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი და ამავე ბრძანების N2 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-8 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ამავე ბრძანების №1 დანართის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი კი ამოღებულ იქნა.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნორმის ახლებურად ჩამოყალიბება ძველი ნორმის ძალადაკარგულად ცნობას თავისთავად გულისხმობს“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-4), შესაბამისად, დასახელებული ნორმები ძალადაკარგულია.
8. კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასასმართლოში რეგისტრაციის (შემოტანის) მომენტისათვის (2018 წლის 13 აგვისტო), ზემოთ დასახელებული სადავო ნორმები (სარჩელში მითითებული რედაქციით) უკვე აღარ მოქმედებდა. ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელის ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარია ძალადაკარგული ნორმები, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მათი კონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც ეხება „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების N1 დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე ბრძანების N2 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობას, სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
9. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
10. №1340 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
11. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეს პრობლემურად მიაჩნია სახელმწიფოს უფლებამოსილება, იძულებითი აუქციონის გზით მოახდინოს ქონების რეალიზაცია. იგი აღნიშნავს, რომ ქონება შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ მოვალისა და კრედიტორის ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ გამორიცხავს კრედიტორისა და მოვალის მორიგების შესაძლებლობას. ხსენებული კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორი და მოვალე უფლებამოსილი არიან მორიგდნენ, ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კრედიტორისა და მოვალის მორიგების შემთხვევაში აღსრულება წყდება. მოცემული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორისა და მოვალის მორიგება, ქონების იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაციას გამორიცხავს. შესაბამისად, თუ ისინი შეთანხმდებიან და თავად გადაწყვეტენ ქონების განკარგვის საკითხს, მაშინ აღნიშნული ქონების იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაცია არ მოხდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება) განმარტა, სახელმწიფო არ ერევა პირთა კერძო ავტონომიაში და მათ მიერ სამოქალაქო ურთიერთობების ნების შესაბამის წარმართვაში. იგი პირთა შორის შეთანხმებას ცნობს როგორც მხარეთა ვალდებულების წარმოშობის წყაროს და საჭიროების შემთხვევაში იძულებით აღასრულებს მას, კერძოდ, მაშინ, როდესაც რომელიმე მხარე უარს ამბობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე. შესაბამისად, ცხადია, რომ კრედიტორისა და მოვალის შესაძლებლობას, თავად შეთანხმდნენ ქონების განკარგვის შესახებ, იძულებითი სააღსრულებო წარმოების არსებობა არ გამორიცხავს. სახელმწიფოს იძულებითი აღსრულების მექანიზმი მხოლოდ მაშინ გააჩნია, თუ კერძო სამართლის სუბიექტები ვერ თანხმდებიან და ერთმანეთის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ. კონსტიტუციურ სარჩელში კი არ არის წარმოდგენილი არც ერთი სათანადო არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი და მოვალე ვერ შეთანხმდებიან, იძულებითი აუქციონის წესით კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება რატომ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას. ამასთან, მოსარჩელეს სხვა გასაჩივრებული ნორმების მიმართ, რომლებიც არ ეხება ქონების იძულებითი აღსრულების მომწესრიგებელ საკითხებს, არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად დამატებითი არგუმენტაცია არ წარმოუდგენია.
12. მოსარჩელე განმარტვას, რომ მეორე აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ნული ლარით განსაზღვრა არღვევს მის საკუთრების უფლებას. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების მესამე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადება, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. იგი დაობს მე-3 მუხლის მხოლოდ პირველი და მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურობაზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ იმსჯელებს იმ წესის არაკონსტიტუციურობის თაობაზე, რომელსაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1340 კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 287-ე, 288-ე, 289-ე, 2891, 2892, 2893, 2894, 2895, 2896, 2897, 2898, 290-ე და 291-ე მუხლების, 292-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 293-ე, 294-ე, 295-ე, 296-ე და 297-ე მუხლების, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 299-ე მუხლის, მე-300 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 301-ე მუხლის პირველი, 11, მე-2 და მე-3 ნაწილების, 302-ე, 303-ე, 304-ე, 305-ე, 306-ე, 3061, 3062, 3063, 3064, 3065 და 3066 მუხლების, 307-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილების, 308-ე, 309-ე და 310-ე მუხლების; ბ) „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების პირველი და მე-4 მუხლების, ამავე ბრძანების N1 დანართის პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების, N2 დანართის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების და მე-9 მუხლის; გ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ვ“ პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, 16 და მე-3 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, 61, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 პუნქტების, 141 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 142 მუხლის, 144 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 145, 146, 147, 148, 149, 1410, 1411, 1412, 1413, 1414, 1415, 1416, 1417, 1418, 1419, მე-15, 151 და 152 მუხლების, მე-17 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტების, მე-18, 181 და 182 მუხლების, 183 მუხლის პირველი, მე-2, 21, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების, 184, მე-19, 191, 192 და 193 მუხლების, 194 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 41, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, 101 და მე-12 პუნქტების, 251 მუხლის „ბ“ პუნქტის, 27-ე, 29-ე და 30-ე მუხლების, 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-40 მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, 42-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 47-ე და 48-ე მუხლების, 49-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, 50-ე, 52-ე, 53-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე, 57-ე, 58-ე, 59-ე, მე-60 და 61-ე მუხლების, 62-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 63-ე, 631, 632, 64-ე და 66-ე მუხლების, 69-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 71-ე მუხლის, 75-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8 და 81 პუნქტების, 76-ე და 77-ე მუხლების, 772 მუხლის პირველი პუნქტის, 78-ე, 79-ე, მე-80 82-ე, 821, 822, 823, 824, 83-ე, 831, 832, 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1340 („რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი